ბრძანება N 10833
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10833
16.05.2023
ი/მ --------- (ს/ნ ----------)
(მის.: --------------------)
2023 წლის 20 აპრილის საჩივრების
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ----------ას (ს/ნ ----------) №80457/1/2023 და №80458/1/2023 საჩივრები, რომლითაც იგი არ ეთანხმება 2023 წლის მარტისა და აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხულ ფიქსირებულ გადასახადს. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მაისის სხდომაზე (ოქმი №51).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 28 თებერვლიდან შეწყვეტილი აქვს ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა ამის მიუხედავად 1 მარტსა და 3 აპრილს დაერიცხა ფიქსირებული გადასახადი. ითხოვს შეცდომით დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ ----------- (ს/ნ -----------) 2022 წლის 31 დეკემბერს ID---------- განცხადებით მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი (ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია).
ფ/პ --------- (ს/ნ -----------) 2023 წლის 17 აპრილს ID ----------- განცხადებით გაიუქმა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. შესაბამისად, გადამხდელს 2023 წლის მარტისა და აპრილის საანგარიშო პერიოდებზე ჩვეულებრივი წესით დაერიცხა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით განსაზღვრული გადასახადი 100-100 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ID ----------- განაცხადი ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების შესახებ.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას,ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში ან მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე ბრძანების დანართი №4-ის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი/მ ------------- (ს/ნ ------------) 2023 წლის 28 თებერვალს წარმოადგინა განცხადება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ი/მ ----------- (ს/ნ -----------) 2023 წლის 28 თებერვლის ID ----------- განცხადება უნდა ჩაითვალოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ განცხადებად და მომჩივანს უნდა შეუმცირდეს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე 2023 წლის მარტის თვიდან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართვამდე (2023 წლის 17 აპრილის ID -----------) დარიცხული გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------------ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ ----------- (ს/ნ ----------) შეუმცირდეს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე 2023 წლის მარტის თვიდან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართვამდე (2023 წლის 17 აპრილის ID ------------) დარიცხული გადასახადი;
3.დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს შეცდომით დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს განცხადებით, 2022 წლის 31 დეკემბერს, მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი.ასევე განცხადებით 2023 წლის 17 აპრილს, გაიუქმა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. გადამხდელს 2023 წლის მარტისა და აპრილის საანგარიშო პერიოდებზე ჩვეულებრივი წესით დაერიცხა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით განსაზღვრული გადასახადი 100-100 ლარი.
ასევე, დგინდება, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გადამხდელის მიერ წარმოდგენილია განაცხადი ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების შესახებ.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2023 წლის 28 თებერვლის განცხადება უნდა ჩაითვალოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ განცხადებად და მომჩივანს უნდა შეუმცირდეს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე 2023 წლის მარტის თვიდან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართვამდე დარიცხული გადასახადი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
951;956
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი.