ბრძანება N 30461
📄 სრული ტექსტი
N 30461
06 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,--------“ (ს/ნ -------)
(მის. ---------)
2023 წლის 16 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №121) განიხილა შპს ,,--------“-ს (ს/ნ --------) №85107/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ოქტომბრის ID:------- გადაწყვეტილებას და ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 17 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურს მიმართა განცხადებით კვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაზედაც ეთქვა უარი. გადამხდელი აცხადებს, რომ 2021 წლის 28 დეკემბერიდან 2022 წლის 11 ოქტომბრამდე იყო შპს ,,-------“ (ს/ნ ---------) დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც 2022 წლის 11 ოქტომბრიდან გადაუფორმა -------- და აღნიშნულ პერიოდისთვის შპს ,,--------“ ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ ჰქონდა, რაც გახდა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ოფიცრის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ შპს ,,--------“ (ს/ნ --------) მიერ 2023 წლის 17 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა ელექტრონული ID -------განცხადება - კვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ.
შპს ,,-------“ (ს/ნ ---------) როგორც გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 23 სექტემბერს, რომლის დირექტორი და 100 %-იანი წილის დამფუძნებელია ფ/პ -------- (პ/ნ --------). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს მტკნარი სასმელი წყლის წარმოება, კერძოდ ყინულების დამზადება და მიწოდება.
2023 წლის 14 ივნისს კვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ წარმოდგენილი განცხადების (ID -------) საფუძველზე, საკითხის შესწავლის შედეგად და წინასწარ შექმნილი განწყობიდან გამომდინარე 2023 წლის 27 ივნისს მოხდა შეხვედრა დირექტორთან - -------თან (პ/ნ -------) შემოსავლების სამსახურში.
საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების, შექმნილი წინასწარი განწყობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის N32086 ბრძანების შესაბამისად შპს ,,--------“ (ს/ნ --------) უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/ დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,-------“-ს (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, აღნიშნულ პერიოდისთვის ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ ჰქონდა, რაც გახდა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ოფიცრის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ შგადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ელექტრონული განცხადება - კვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ, როგორც გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია. კვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, საკითხის შესწავლის შედეგად და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის N32086 ბრძანების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანება