გადაწყვეტილება №24933/2/2025
📄 სრული ტექსტი
№24933/2/2025
17 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 19.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24933/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით;
2. შეძენილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №085-26 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6509 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 282 563,89 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 173 102
დღგ - 93 622
მოგების გადასახადი - 5 173
საშემოსავლო გადასახადი - 74 307
ჯარიმა - 86 525
საურავი - 22 936,89
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ფარგლებში სამშენებლო მომსახურების გაწევა და ასევე სადეზინფექციო საშუალებების მიწოდება. აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №085-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6509 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 24.03.2025 წლის №22463-21-04 წერილით წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, მომჩივანი მის მიმართ გამოცემულ შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6509 ბრძანებას გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით 27.03.2024 წელს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6509 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 16.04.2024 წელს, ხოლო საჩივარი (№24933/2/2025) დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 19.03.2025 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივანი 26.03.2025 წელს ელექტრონულად წარმოდგენილ (№24971/2/2025) განცხადებაში მიუთითებს, რომ მათი მიზანი თავიდანვე იყო სამართლიანი განხილვა და სწორი ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ეს ვერ განხორციელდა, რადგან იურისტის დაუდევრობის გამო საჩივარი არ იქნა წარდგენილი, რამაც პირდაპირი ფინანსური ზიანი მიაყენა.
საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებებით არ დასტურდება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული. ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6509 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით;
2. შეძენილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ფარგლებში სამშენებლო მომსახურების გაწევა და ასევე სადეზინფექციო საშუალებების მიწოდება. აუდიტის დეპარტამენტის წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №085-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6509 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და ამასთან არ იკვეთება დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ე)