ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ

ქონების გადასახადი 31.01.2011
№ დოკუმენტი 2
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლის 31 იანვარი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის დადგენილება № 13 - ვებგვერდი, 03.06 .2015წ.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 93-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 20.12.2022წ.

1. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადი.

2. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს:

ა) რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ამასთან:

ა.ა) ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2027 წლის 1 იანვრამდე;

ა.ბ) წყლის მიწოდებისა და წყალარინების საქმიანობის სფეროში გამოყენებული, ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2027 წლის 1 იანვრამდე;

ა.გ) საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნარჩენების მართვის სფეროში გამოყენებული, ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2027 წლის 1 იანვრამდე;

ა.დ) სპორტის დარგში (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სექცია R, განყოფილება 93, ჯგუფი 93.1-ის კლასი 93.11, 93.12 პუნქტებით განსაზღვრული სპორტული ობიექტები (ღია, დახურული დასასხდომი ადგილებით ან მათ გარეშე), რომლებიც გამოიყენება პროფესიონალი ან/და სპორტული ღონისძიებების, შეჯიბრებების ჩასატარებლად, გარდა 93.13 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და ქონებად საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2027 წლის 1 იანვრამდე.

ბ) ფიზიკური პირებისათვის:

ბ. ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებზე – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით;

ბ. ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებზე – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ის ოდენობით.

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის დადგენილება № 14 - ვებგვერდი, 21.0 3.2012წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის დადგენილება № 13 - ვებგვერდი, 03.06.2015წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017წლის 31 მაისის დადგენილება №10- ვებგვერდი, 02.06.2017წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 02.02.2021წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 20.12.2022წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 27.11.2024წ.

3. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით განისაზღვროს:

ა) საძოვრებისათვის (ბუნებრივი, გაკულტურებული) – 15 ლარი;

ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი, გაკულტურებული) – 18 ლარი;

გ) სხვა მიწებისათვის (კარგი, მწირი) – 94 ლარი.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 14 აპრილის დადგენილება №21- ვებგვერდი, 18.04.2011წ.

5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს გადასახადის საბაზისო განაკვეთის (0.24 ლარი) გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე (ცენტრალური ზონა – 1.3, შუალედური ზონა – 1.0, პერიფერიული ზონა – 0.7). აღნიშნულიდან გამომდინარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები 1მ2 განისაზღვროს:

ა) ცენტრალური ზონა – 1.3 X 0.24 = 0.31 ლარის ოდენობით;

ბ) შუალედური ზონა – 1.0 X 0.24 = 0.24 ლარის ოდენობით;

გ) პერიფერიული ზონა – 0.7 X 0.24 = 0.17 ლარის ოდენობით.

6. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა იბეგრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის ერთ ჰექტარზე 2 ლარის ოდენობით.

7. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);

ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 14 აპრილის დადგენილება №21- ვებგვერდი, 18.04.2011წ.

8. ამ დადგენილების მე-5 პუნქტში მოცემული ზონები (ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული ზონა) და მათი საზღვრები განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს ცალკე ნორმატიული აქტით.

9. ქონების გადასახადის გამოანგარიშების წესი და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

10. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-4 დადგენილება.

11. დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე

გ. კირთაძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე