მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს

მთავრობის დადგენილება 10.10.2016
№ დოკუმენტი 463
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 463

2016 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს

მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს მომსახურებათა ნუსხა, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №416 დადგენილება.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

მომსახურებათა ნუსხა, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს

1. ავტოტექნიკური მომსახურება.

2. სწრაფი კვების მომსახურება.

3. საფოსტო მომსახურება.

4. სამედიცინო მომსახურება.

5. სარეკლამო მომსახურება.

6. ლაბორატორიული მომსახურება.

7. საპროექტო, დიზაინერული მომსახურება.

8. საექსპედიტორო მომსახურება.

9. სახანძრო მომსახურება.

10. ექსპერტიზის მომსახურება.

11. დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება.

12. ძირითადი საშუალებების შეკეთების მომსახურება.

13. ზონის დანიშნულებით გადაადგილებულ, აგრეთვე ზონიდან გატანილ საქონელზე შენახვის მომსახურება.

14. სალიზინგო მომსახურება.

15. ამ ნუსხის პირველ – მე-14 პუნქტებში ჩამოთვლილი მომსახურებების გარდა, ნებისმიერი სახის მომსახურება, თუ ამ სახეობათა მომსახურებ(ებ)ის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება თიზ-ის საწარმოს წლიური შემოსავლის ან ხარჯის (მისი არჩევით) 2%-ს.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 ივ ლ ისის დადგენილება №317 – ვებგვერდი, 05.07.2017წ.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე