საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2010 ძალადაკარგული 10.10.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№416
სარეგისტრაციო კოდი
200250000.10.003.016146
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 31/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №416

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-9 ნაწილების საფუძველზე, დამტკიცდეს:

ა) მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის არ იწვევს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას (დანართი №1);

ბ) საქონლის ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის შეზღუდულია და იწვევს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას (დანართი №2);

გ) მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება შესაძლებელია საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის (დანართი №3).

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის №101 დადგენილება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ. გილაური

  დანართი №1

მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის არ იწვევს ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას

1. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის მომსახურების მიწოდებისას ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსი არ უქმდება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტის ,,დ.ა“ და ,,დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებათა ან ქვემოთ ჩამოთვლილ მომსახურებათა მიწოდების შემთხვევაში:

ა) ავტოტექნიკური მომსახურება;

ბ) სწრაფი კვების მომსახურება;

გ) საფოსტო მომსახურება;

დ) სამედიცინო მომსახურება;

ე) სარეკლამო მომსახურება;

ვ) ლაბორატორიული მომსახურება;

ზ) საპროექტო, დიზაინერული მომსახურება;

თ) საექსპედიტორო მომსახურება;

ი) სახანძრო მომსახურება;

კ) ექსპერტიზის მომსახურება.

2. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის ნებისმიერი სახის მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, გარდა №1 დანართის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მომსახურებებისა, საერთაშორისო საწარმოს სტატუსი არ გაუქმდება, თუ აღნიშნულ სახეობათა მომსახურების მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება საერთაშორისო საწარმოს (მისი არჩევით) წლიური ბრუნვის ან ხარჯის 2%-ს.

3. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, აგრეთვე საერთაშორისო საწარმო ვალდებულნი არიან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის25-ე მუხლის მე-3ნაწილის„დ“ ქვე პუნქტითა და მე-9ნაწილით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის/მიღების შესახებ აცნობონ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

დანართი №2

საქონლის ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის შეზღუდულია და იწვევს ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას

1. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის ქვემოთ ჩამოთვლილი სახის საქონლის მიწოდება შეზღუდულია და ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსი უქმდება შემდეგი საქონლის მიწოდების შემთხვევაში:

ა) მანგანუმის მადნის წიდა და მანგანუმის მადნის კუდები;

ბ) ოქრო – დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით;

გ) კაკალი – სხვა, ახალი ან გამხმარი;

დ) თხილი;

ე) შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი;

ვ) სპილენძის მადნები და კონცენტრატები;

ზ) სამკურნალო საშუალებები;

თ) ზეთოვან კულტურათა თესლის ან ნაყოფისაგან წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი;

ი) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

2. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის №2 დანართის პირველი პუნქტის ,,ა“–,,ი“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი საქონლის მიწოდების შემთხვევაში საერთაშორისო საწარმოს სტატუსი არ გაუქმდება, თუ აღნიშნულ სახეობათა საქონლის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება საერთაშორისო საწარმოს (მისი არჩევით) წლიური ბრუნვის ან ხარჯის 2%-ს.

 

 

დანართი №3

 მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება შესაძლებელია საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის

საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს ნებისმიერი სახის მომსახურება.