„საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.04.2010 ძალადაკარგული 29.12.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№101
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 07/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №101

2010 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263 მუხ­ლის მე-3, 31 და 36 ნაწილების საფუძველზე დამტკიცდეს:

ა) მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთა­შორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონ­მდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის არ იწვევს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას (დანართი №1);

ბ) საქონლის ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთა­შო­რისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონ­მდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის შეზ­ღუდულია და იწვევს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქ­მებას (დანართი №2);

გ) მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება შესაძ­ლებელია საერთა­შორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და სა­ქარ­თველოს კანონ­მდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გა­დამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე სა­წარმოსათვის (დანართი №3).

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

დანართი №1

მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის არ იწვევს ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას

1. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქარ­თველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გა­დამ­ხ­დელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე სა­წარ­მოსათვის მომსახურების მიწოდებისას, ამ საერთაშორისო სა­წარ­მოს სტატუსი არ უქმდება, მხოლოდ საქართველოს საგადასა­ხადო კოდექსის 263 მუხლის მე-3 ნაწილის “დ“ პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებათა, ან ქვე­მოთ ჩამოთვლილ მომსახურებათა მიწოდების შემთხვევაში:

ა) ავტოტექნიკური მომსახურება;

ბ) სწრაფი კვების მომსახურება;

გ) საფოსტო მომსახურება;

დ) სამედიცინო მომსახურება;

ე) სარეკლამო მომსახურება;

ვ) ლაბორატორიული მომსახურება;

ზ) საპროექტო, დიზაინერული მომსახურება;

თ) საექსპედიტორო მომსახურება;

ი) სახანძრო მომსახურება;

კ) ექსპერტიზის მომსახურება.

2. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმო­სათ­ვის ნებისმიერი სახის მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, გარ­­­და №1 დანართის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მომსახუ­რე­ბე­ბისა, საერთაშორისო საწარმოს სტატუსი არ გაუქმდება, თუ აღ­ნიშნულ სახეობათა მომსახურების მთლიანი ღირებულება (დღგ-ის­ გარეშე) არ აღემატება საერთაშორისო საწარმოს (მისი არ­­ჩევით) წლიური ბრუნვის ან ხარჯის 2%-ს.

დანართი №2

საქონლის ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის შეზღუდულია და იწვევს ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას

1. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქარ­თველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადა­მხ­­დელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარ­მოსათვის ქვემოთ ჩამოთვლილი სახის საქონლის მიწოდება შეზ­ღუ­დულია და ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსი უქმდება შემდეგი საქონლის მიწოდების შემთხვევაში:

ა) მანგანუმის მადნის წიდა და მანგანუმის მადნის კუდები;

ბ) ოქრო – დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით;

გ) კაკალი – სხვა, ახალი ან გამხმარი;

დ) თხილი;

ე) შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი;

ვ) სპილენძის მადნები და კონცენტრატები;

ზ) სამკურნალო საშუალებები;

თ) ზეთოვან კულტურათა თესლის ან ნაყოფისაგან წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი;

ი) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პრო­დუქცია სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შე­ცვ­ლამდე).

2. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსთვის №2 დანართის პირველი პუნქტის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებში ჩამო­თვ­ლი­­ლი საქონლის მიწოდების შემთხვევაში საერთაშორისო საწარ­მოს სტატუსი არ გაუქმდება, თუ აღნიშნულ სახეობათა საქონლის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება საერთაშო­რი­­სო საწარმოს (მისი არჩევით) წლიური ბრუნვის ან ხარჯის 2%-ს.

დანართი №3

მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება შესაძლებელია საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის

საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქარ­თვე­ლოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხ­დელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარ­მოსათვის შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს ნებისმიერი სახის მომ­სახურება.