ბრძანება N 13637
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13637
16.06.2023
ფ/პ ------------ (ს/ნ------------)
( მის.: --------------------)
2023 წლის 22 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა ფ/პ ----------- (ს/ნ ------------) №81155/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2020 წლის თებერვალში რეალიზაციის მიზნით მამამისისგან ჩუქების ხელშეკრულებით გადაეცა 54.9 კვ.მ. ავტოფარეხი. ავტოფარეხი და საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ოჯახის საკუთრებას. შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ოჯახმა გადაწყვიტა თბილისში ქონების გაყიდვა. ვინაიდან მამამისი, ----------- უმეტესად იმყოფებოდა საზღვარგარეთ, თვითონ ვერ განახორციელებდა რეალიზაციის პროცედურებს. ამდენად, 2021 წლის ივლისში იურიდიულად ავტოფარეხი გაყიდა -------------. უძრავი ქონების, მათ შორის ავტოფარეხების, ან სხვა ქონების რეალიზაცია არასდროს წარმოადგენდა ----------- სამეწარმეო საქმიანობას. მან მხოლოდ ერთხელ მოახდინა ოჯახის საკუთრების რეალიზების პროცედურა და ისიც მხოლოდ იურიდიულ/ტექნიკურ ნაწილში წარმოადგენდა გამყიდველის მხარეს. მას ამ დროს ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდა სხვა ეკონომიკური საქმიანობაც და ყოველგვარ ლოგიკას იყო მოკლებული მის ეკონომიკურ საქმიანობად ავტოფარეხების რეალიზაციის განხილვა. საგადასახადო შემოწმების შედეგად იგი განხილულ იქნა დღგ-ის გადამხდელად და 2022 წლის 28 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 13870 ლარი, მათ შორის: გადასახადი 8237 ლარი, ჯარიმა 4118.5 ლარი. შემდგომში, შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროში გასაჩივრების შედეგად, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ გააუქმა დარიცხული ჯარიმა 4118.5 ლარი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2023 წლის 27 აპრილს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა კვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მინიჭება რათა მისცემოდა საშუალება ჩაეთვალა კუთვნილი დღგ 2812 ლარი, ა/ფაქტურების მიხედვით, იმ მიზნით, რომ განეხორციელებინა შემოწმებით დარიცხული დღგ-ის (10780 ლარი) გრაფიკის შეთანხმება და გადახდა. რაზედ ეთქვა უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 27 აპრილს წარმოდგენილი იქნა განცხადება კვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად მოხდა გადამხდელის შესახებ ინფორმაციის მოძიება. ფ/პ ------------ (პ/ნ ------------ ) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 16 ნოემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2018 წლის 23 მაისს. დღეის მდგომარეობით ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს და საინფორმაციო ბარათშიც მითითებულია სტატუსი „უმოქმედო“
კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის 27 აპრილის ID: ------------ განცხადების საფუძველზე გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით მიმდინარე წლის 2 მაისს განხორციელდა კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან. მისი განმარტებით 2019 წლის ივლისის შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. ასევე 2020 წლის 20 მაისს წარმოდგენილია ID: ------------ განცხადება საქმიანობის შეჩერების შესახებ. 2019 წელს უფიქსირდება დასადასტურებელი ანგ/ფაქტურები, რომლის დადასტურებისთვის და შესაბამისი დღგის ჩათვლისათვის ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსს.
ვლისათვის ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსს. აღნიშნული კომუნიკაციისას გადამხდელის წარმომადგენლის მხრიდან მიღებული ინფორმაციით არ გამოიკვეთა გადასახადის გადამხდელის უფლება-მოვალეობების ცოდნა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია განემარტა გადამხდელის წარმომადგენელს, რომ ხანდაზმულ პერიოდზე ვერ განახორციელებდა ანგ/ფაქტურების დადასტურებას და ჩათვლის მიღებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის საჭიროება არ დადასტურდა, ამდენად, ფ/პ ------------ ს (ს/ნ ------------ ) 2023 წლის 8 მაისის ID: ------------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარი (2023 წლის 8 მაისის ID: ------------ გადაწყვეტილება) შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------------ (ს/ნ ------------ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 27 აპრილს წარმოდგენილი იქნა განცხადება კვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ.გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 16 ნოემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2018 წლის 23 მაისს. დღეის მდგომარეობით ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს და საინფორმაციო ბარათშიც მითითებულია სტატუსი „უმოქმედო“.
კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის საჭიროება არ დადასტურდა, ამდენად, მომჩივანს 2023 წლის 8 მაისის უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი.