ბრძანება N 13765

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.06.2023
№ დოკუმენტი 13765
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13765

19.06.2023

ფ/პ -------- (პ/ნ --------)

(მის.: -----------)

2023 წლის 1 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2023 წლის 1 ივნისის №81418/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №001-80 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება იმ უძრავი ქონებების მიწოდებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას, რომლებზეც გაფორმებული იყო "გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების" ხელშეკრულება. მიაჩნია რომ შემოწმებისას არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ასევე ითხოვს სანქციების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6244 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ/პ -------- (პ/ნ -----) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ფ/პ -------- (პ/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6244 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 15 მაისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, სულ 117 967 ლარით, მათ შორის: გადასახადი 95 448 ლარი და ჯარიმა 22 514 ლარი. აღნიშნულზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №001-80 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება,შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების თანახმად უძრავი ქონების ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე ქონების უკან დაბრუნება განხილულ იქნა სასესხო გარიგებად და აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განასაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება. ამასთან, 2020 წელს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს, რის გამოც გადამხდელს დამატებით წარმოეშვა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6244 ბრძანების აღსრულების მიზნით, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განხილულ იქნა სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, აუდიტორის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის შედეგად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ -------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება იმ უძრავი ქონებების მიწოდებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას, რომლებზეც გაფორმებული იყო "გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების" ხელშეკრულება. მიაჩნია რომ შემოწმებისას არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ასევე ითხოვს სანქციების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების თანახმად უძრავი ქონების ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე ქონების უკან დაბრუნება განხილულ იქნა სასესხო გარიგებად და აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განასაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება. ამასთან, 2020 წელს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს, რის გამოც გადამხდელს დამატებით წარმოეშვა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).