ბრძანება N 24650
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24650
29 ოქტომბერი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.:„-------“)
2026 წლის 5 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №93) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 5 ოქტომბრის №104893/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 ივლისის №006-334 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 4 მაისის №9692 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 4 მაისის №9692 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივნის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 4 მაისის №9692 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 9 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2026 წლის 27 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შემცირდა ჯამში 4 738 ლარით, მათ შორის, გადასახადი 4 577 ლარით და ჯარიმა 162 ლარით.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 16 ივლისის №006-334 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 321 546 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 181 040
დღგ - 181 217
მიწის გადასახადი - (-177)
ჯარიმა - 81 059
საურავი - 59 447
საკითხი №1
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:
შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დადგინდა, რომ გადამხდელს უფიქსირდება, როგორც საგადასახადო შემოწმების აქტის შემდგომ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე ისეთი ჩათვლის დოკუმენტები, რომლებიც შემოწმების აქტის შედგენის თარიღისთვის იყო გამოწერილი, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია საგადასახადო შემოწმების შედეგებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ის ნაწილი, რომელიც შემოწმების აქტის შედგენის თარიღისთვის არ იყო გათვალისწინებული.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ არ განხორციელებულა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლა, კერძოდ, კომპანიას გააჩნია შპს „-------“ გაზიფიცირებასთან დაკავშირებით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც გამოიწერა შესამოწმებელ პერიოდში, თუმცა, არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის ჩათვლებში. ამასთან, განმარტავს, რომ გააჩნია სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიც და ყოველივე აღნიშნულის შედეგად, ითხოვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადამხდელს უფიქსირდება, როგორც შემოწმების აქტის შემდგომ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე ისეთი ჩათვლის დოკუმენტები, რომლებიც შემოწმების აქტის შედგენის თარიღისთვის იყო გამოწერილი, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია საგადასახადო შემოწმების შედეგებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა შემოწმების მიერ ჩასათვლელი თანხის ის ნაწილი, რომელიც საგადასახდო შემოწმების აქტის შედგენის თარიღისათვის არ იყო გათვალისწინებული.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებულ იქნა როგორც საგადასახადო შემოწმების აქტის შემდგომ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე ისეთი ჩათვლის დოკუმენტები, რომლებიც შემოწმების აქტის შედგენის თარიღისთვის იყო გამოწერილი, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია საგადასახადო შემოწმების შედეგებში (მათ შორის, შპს „-------“ გაზიფიცირებასთან დაკავშირებით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს ამჟამად არ უფიქსირდება მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც შეძლებდა დღგის თანხის ჩათვლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკითხი №2
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამის პერიოდებში დაბეგვრას და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას მისი მონაწილეობით.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკითხი №3
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:
გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ დამატებით განხორციელდა ქონების გადასახადის ფარგლებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა, რომლის შედეგად საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის პროპორციულად შემცირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი მიწის ფართობი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ფარგლებში, დაკორექტირდა (შემცირდა) შესაბამისი გადასახადი.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ 2024 წელს რეალიზებული აქვს თითქმის ყველა საცხოვრებელი ბინა. ამასთან, გადამხდელს აშენებულ და გაყიდულ კორპუსებზე 2024 წელს აქვს ზედმეტად გადახდილი მიწის გადასახადი, თუმცა, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა ზედმეტად დარიცხული თანხების შემცირება. შესაბამისად, ითხოვს ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის პროპორციულად შემცირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი მიწის ფართობი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ფარგლებში დაკორექტირდა (შემცირდა) შესაბამისი გადასახადი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკითხი №4
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.
2.მომჩივანი განმარტავს, რომ არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამის პერიოდებში დაბეგვრას და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას მისი მონაწილეობით.
3.მომჩივანი ითხოვს ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირებას.
4.მომჩივანი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დადგინდა, რომ გადამხდელს უფიქსირდება, როგორც საგადასახადო შემოწმების აქტის შემდგომ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე ისეთი ჩათვლის დოკუმენტები, რომლებიც შემოწმების აქტის შედგენის თარიღისთვის იყო გამოწერილი, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია საგადასახადო შემოწმების შედეგებში.შემოწმების მიერ დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ის ნაწილი, რომელიც შემოწმების აქტის შედგენის თარიღისთვის არ იყო გათვალისწინებული.
3.გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ დამატებით განხორციელდა ქონების გადასახადის ფარგლებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა, რომლის შედეგად საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის პროპორციულად შემცირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი მიწის ფართობი.გადაანგარიშების ფარგლებში, დაკორექტირდა შესაბამისი გადასახადი.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).