ბრძანება N 4644

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.03.2024
№ დოკუმენტი 4644
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 4644

01 მარტი 2024

ბრძანება

შპს „------ -ის “ (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.:"------")

2024 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „-------- -ის “ (ს/ნ "------" ) №87227/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №081-365 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ გადაანგარიშება განხორციელდა მისი მონაწილეობის გარეშე. შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული 2007 წლის ხარჯები, რომელმაც გამოიწვია ზარალი. 2010 წლის ხარჯის ნაწილში არ არის გათვალისწინებული როგორც 2007 წლის, ასევე, 2006 წლის ზარალი. არ არის გათვალისწინებული აგრეთვე მშენებლობისთვის შეძენილი მიწის ნაკვეთის ღირებულება და კურსთაშორის სხვაობა. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ასევე სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №3720 ბრძანებით შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №3720 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 114 450 ლარი, მათ შორის, გადასახადის თანხა - 80 461 ლარი და ჯარიმა - 33 990 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 დეკემბრის №081-365 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 გადასახადის გადამხდელის მიერ, წარმოდგენილ იქნა სს „-------“ ბანკთან დადებული სესხის ხელშეკრულებები, საბუღალტრო პროგრამა და ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან, რომლითაც დასტურდება საპროცენტო ხარჯების გაწევის ფაქტი. ამასთან, წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულებებში სესხის მიზნობრიობად განსაზღვრულია სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ვალდებულებების გადაფარვა შესაბამის სესხის გრაფიკებთან ერთად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სესხის პროცენტები დაექვემდებარა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას.

 ვინაიდან, შესამოწმებელ პერიოდში მოხდა კომპანიის მიერ აქტივის რეალიზაცია, ამასთან, მშენებლობა რეალიზაციის დროს დასრულებული არ იყო, გადაანგარიშებით, შემოწმების მიერ აქტივის სმფ-ებად კვალიფიკაცია არ დაექვემდებარა შეცვლას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის მიხედვით დარიცხული ქონების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას (მათ შორის, დეკლარირებული ქონების გადასახადიც). ამასთან შემცირებულ იქნა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ქონების გადასახადის ხარჯიც.

 აუდიტის დეპარტამენტისთვის, გადასახადის გადამხდელის მხრიდან, წარმოდგენილია იჯარის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი შპს „------“ და სს „-------“ შორის. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის მიხედვით, მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობა დაიწყება იჯარის საგნის გადაცემით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. მიღებაჩაბარების აქტი კი შედგენილია 2009 წლის 30 ოქტომბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საიჯარო ურთიერთობის დაწყების საანგარიშო პერიოდად მიჩნეულ უნდა იქნეს 2009 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდი. შედეგად, შემცირებულ იქნა დღგ-ის ბრუნვები პერიოდების შესაბამისად და 2009 წლის ერთობლივი შემოსავალი.

 შემოწმების მასალებიდან და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2010 წლის საანგარიშო პერიოდში მოხდა მთლიანი აქტივის რეალიზაცია და გადამხდელის მიერ სხვა ხარჯების სახით გამოიქვითა აქტივის თვითღირებულება. შემოწმებით ზემოაღნიშნული აქტივი დაკვალიფიცირებულია სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად და რეალიზაციის წელს მისი თვითღირებულება ჩართულია მხოლოდ საწყის სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში, რაც თავისთავად გულისხმობს აქტივის თვითღირებულების გამოქვითვას ერთობლივი შემოსავლიდან. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 გადაანგარიშების მე-2 საკითხის შესწავლის შედეგებით ქონების გადასახადი შემცირებულია მთლიანად. შესაბამისად, ცალკე აღნიშნული ეს საკითხი არ ექვემდებარება გადაანგარიშებას.  აუდიტის დეპარტამენტისთვის, გადასახადის გადამხდელის, მხრიდან წარმოდგენილი იქნა საბუღალტრო პროგრამა, თუმცა, ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პირველადი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, აღნიშნული არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით იურიდიული პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე. შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადაანგარიშების შედეგად მიღებული ზარალები და გადატანილ იქნა მომდევნო საანგარიშო პერიოდებშიც კანონმდებლობის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელთან საჭიროებისამებრ ხდებოდა კომუნიკაცია და ჩართულობა სადავო საკითხების შესწავლის პროცესში, რასაც ადასტურებს შემმოწმებლის მიერ გამოთხოვილი და, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ახსნა-განმარტებები, გაანგარიშებები, რომელიც დაედო საფუძვლად საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც პირვანდელი საჩივრით არ იყო გასაჩივრებული და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს ასევე სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვინაიდან, შესამოწმებელ პერიოდში მოხდა კომპანიის მიერ აქტივის რეალიზაცია, ამასთან, მშენებლობა რეალიზაციის დროს დასრულებული არ იყო, გადაანგარიშებით, შემოწმების მიერ აქტივის სმფ-ებად კვალიფიკაცია არ დაექვემდებარა შეცვლას. დარიცხული ქონების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.ამასთან შემცირებულ იქნა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ქონების გადასახადის ხარჯიც.

აუდიტის დეპარტამენტისთვის, გადამხდელის მხრიდან, წარმოდგენილია იჯარის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი.მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობა დაიწყება იჯარის საგნის გადაცემით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. მიღება-ჩაბარების აქტი კი შედგენილია 2009 წლის 30 ოქტომბერს. საიჯარო ურთიერთობის დაწყების საანგარიშო პერიოდად მიჩნეულ უნდა იქნეს 2009 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდი. შედეგად, შემცირებულ იქნა დღგ-ის ბრუნვები პერიოდების შესაბამისად და 2009 წლის ერთობლივი შემოსავალი.

2010 წლის საანგარიშო პერიოდში მოხდა მთლიანი აქტივის რეალიზაცია და გადამხდელის მიერ სხვა ხარჯების სახით გამოიქვითა აქტივის თვითღირებულება.ზემოაღნიშნული აქტივი დაკვალიფიცირებულია სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად და რეალიზაციის წელს მისი თვითღირებულება ჩართულია მხოლოდ საწყის სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში, რაც გულისხმობს აქტივის თვითღირებულების გამოქვითვას ერთობლივი შემოსავლიდან. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგები არ დაექვემდებარა შემცირებას.

შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადაანგარიშების შედეგად მიღებული ზარალები და გადატანილ იქნა მომდევნო საანგარიშო პერიოდებშიც კანონმდებლობის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

269(7),304(21).