N 18529 - 07/07/2020 - „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №18529
2020 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე და 28-ე პუნქტები:
„27. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენისას, თუ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნება:
ა) აქციზის ოდენობის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება), აქციზის თანხის გპაბ-ზე დარიცხვის სავადო თარიღი განისაზღვრება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის დანართ №IV-041-ის შესაბამისად შედგენილი „აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ“ აქტის შედგენის თარიღით, ხოლო გპაბ-ზე აქციზის თანხა აისახება ამავე აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) აქციზის ოდენობის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, აქციზის თანხის გპაბ-ზე დარიცხვის სავადო თარიღი განისაზღვრება „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №184 დადგენილებით დამტკიცებული „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესების“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული აქციზის გადახდის შესაბამისი თარიღით;
გ) „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის დანართ №IV-061-ის შესაბამისად შედგენილი „გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ“ აქტი, აქციზის თანხის შემცირების სავადო თარიღი განისაზღვრება ამავე აქტის შედგენის თარიღით, ხოლო გპაბ-ზე აისახება აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
28. ამ მუხლის 27-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ აქციზის თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შესახებ განცხადების საგადასახადო ორგანოში საბანკო გარანტიით განსაზღვრულ თარიღამდე წარდგენისას, აქციზის თანხის გპაბ-ზე დარიცხვის სავადო თარიღი განისაზღვრება განცხადების წარდგენის თარიღით, ხოლო გპაბ-ზე აქციზის თანხა აისახება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე