გადაწყვეტილება №25196/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25196/2/2025
04 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 21.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25196/2/2025).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის №094-12 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 438 758.5 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 163 097
დღგ - (-42 138)
მოგების გადასახადი - 205 235
ჯარიმა - 102 618
საურავი - 173 043.5
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: კომპანიის მიერ 2019 წელს შეძენილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (საერთო ფართით - 19 618 კვ.მ) დამფუძნებელი ფიზიკური პირის ----სგან (პ/ნ ---). შეძენილი მიწის ნაკვეთების ღირებულება შეადგენს 4 580 000 ლარს. მიწის ნაკვეთები მდებარეობს ----ში. აღნიშნული მიწის ღირებულების სანაცვლოდ კომპანიამ დამფუძნებელს ჩამოაწერა 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით არსებული სასესხო/საპროცენტო დავალიანება, ხოლო დარჩენილი ნაწილი აუნაზღაურა ნაღდი ფულის სახით.
საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა შეძენილი მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულების დადგენა 2019 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით. 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №56629/12/22 დასკვნა, რომლის თანახმად ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება 2019 წლის 27 აგვისტოსთვის განისაზღვრა - 1 819 000 ლარის ღირებულებით, ნაცვლად 4 580 000 ლარისა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაკორექტირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.12.2022 წლის №33580 ბრძანება და №094-121 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიიჩნია, რომ ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 148 000 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 9 531 ლარით, ჯარიმა 138 469 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 31 ივლისის №18687 ბრძანება და №094-52 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22360 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს
7.12.2023 წლის №20944/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22360 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 14.02.2024 წლის №3075 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილებით, მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა: შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დადასტურებული საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული საექსპერტო დასკვნა ან აუდიტორული კომპანია „---ის“ შემფასებლის ---ის ან დამოუკიდებელი შემფასებლის ---ის დასკვნები (ანგარიშები) მოყვანილი შესაბამისობაში ზემოხსენებულ სტანდარტებთან, რაც დადასტურდება შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ. აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივანმა 20.01.2025 წელს წარმოადგინა №6097/01 განცხადება, სადაც განმარტავდა, რომ შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერთიფიკაციის ორგანოს 23.12.2024 წლის წერილით მიიღო ბუნდოვანი პოზიცია, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შემაფერხებელ გარემოებას, ითხოვა, დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზეზების შესახებ გამოთხოვილი იქნეს ინფორმაცია (მათ შორის შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერთიფიკაციის ორგანოსაგან) და დავის განმხილველმა ორგანომ შეემუშავებინა საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო მექანიზმები.
საბჭოს აპარატის 14.02.2025 წლის №03/9839 წერილით შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს ეთხოვა, ეცნობებინა, შესაბამისობაშია თუ არა აუდიტორული კომპანია „---ის“ 8.05.2023 წლის საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნის 22.11.2024 წლის კორექტირებული დასკვნა და აუდიტორული კომპანიის შპს „---ის“ საექსპერტო დასკვნა საერთაშორისო სტანდარტებთან. აღნიშნულის პასუხად, შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს 28.02.2025 წლის №c-28225 წერილში მითითებულია შემდეგი: „განხილვის შედეგად, ექსპერტების მიერ დადგინდა რომ, შპს „---“-ს (შემფასებელი ----) მიერ 22.11.2024 თარიღით კორექტირებული შეფასების ანგარიში, შესაბამისობაშია შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან.
შპს „---“-ს (შემფასებელი ----) მომზადებულ ანგარიშში მითითებულია, რომ იგი განკუთვნილია დამკვეთის ინფორმირებისთვის და მისი პუბლიკაცია ან მასზე მინიშნება, მასში აღნიშნული მონაცემების ჩათვლით, დაუშვებელი და კონფიდენციალურია. ამრიგად მივიჩნევთ, რომ ეს ანგარიში დამკვეთის შიდა მოხმარებისათვის არის და მისი საგადასახადო მიზნით გამოყენება არ არის დაშვებული შემფასებლის მიერ. ეს ჩანს შეფასების მიზნიდანაც, სადაც მითითებული არ არის, რომ რომელიმე საგადასახადო მიზნით უნდა იქნას გამოყენებული ანგარიში. იქიდან გამომდინარე, რომ შეფასების მიზანი არ არის საკმარისად ცხადი, შეუძლებელია დადგინდეს ღირებულების საფუძვლის (საბაზრო ღირებულების) შესაბამისობა საგადასახადო ან სხვა მიზანთან, რომელიც არ არის დაფიქსირებული ანგარიშში. ვინაიდან მიზანი ანგარიშში პირადი გამოყენებაა, დასაშვებია დასკვნაში ღირებულების საფუძვლის ფორმულირება. მიგვაჩნია, რომ ანგარიშში ასახული შეფასების მიზნის და რისკების გათვალისწინებით, ანგარიშის შესაბამისი პუნქტები საკმარისი სისრულით ახასიათებს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ საკითხებს და შესაბამის მოთხოვნებს.“
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს 28.02.2025 წლის №c-28225 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შპს „----ის“ 8.05.2023 წლის საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნის 22.11.2024 წლის კორექტირებული დასკვნა შესაბამისობაში იყო შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან, საბჭომ განმარტა (№24533/2/2024), რომ აუდიტის დეპარტამენტმა დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს შპს „----ის“ 22.11.2024 წლის კორექტირებული შეფასების ანგარიშით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2025 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ - 423 000 ლარით, მათ შორის, გადასახადი - 282 000 ლარით, ჯარიმა - 141 000 ლარით. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის №8901 ბრძანება და №094-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ, სადავოდ ხდის გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი საურავის ოდენობას (173 043.5 ლარი), აუდიტის დეპარტამენტის 31.07.2023 წლის №094-52 საგადასახადო მოთხოვნით საურავი ერიცხებოდა 296 604 ლარი, არითმეტიკული გაანგარიშებით შემცირებული საურავის თანხა შეადგენს 123 560,5 (296 604-173 043.5) ლარს. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დასკვნაში აღნიშნულ მოგების გადასახადს 205 235 ლარს მაქსიმუმ საურავი უნდა ერიცხებოდეს 112 366 ლარი. განსხვავება წარმოადგენს 60 677 (205 235-112 366) ლარს, საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის პროგრამამ საურავი გამოთვალა არასწორად. ასევე, არ ეთანხმება ქონების შეძენის და საექსპერტო ფასებს შორის სხვაობის ისევ მოგების განაწილებად დაკვალიფიცირებას. მიაჩნია, რომ აღნიშნული სხვაობა უნდა აღრიცხულიყო დებიტორულ დავალიანებად ან ცუდ შემთხვევაში სესხად დაკვალიფიცირებულიყო. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილებით, მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა: შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დადასტურებული საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული საექსპერტო დასკვნა ან აუდიტორული კომპანია „----ის“ შემფასებლის ---ის ან დამოუკიდებელი შემფასებლის ----ის დასკვნები (ანგარიშები) მოყვანილი შესაბამისობაში ზემოხსენებულ სტანდარტებთან, რაც დადასტურდება შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ. აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივანმა 20.01.2025 წელს წარმოადგინა №6097/01 განცხადება, სადაც განმარტავდა, რომ შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერთიფიკაციის ორგანოს 23.12.2024 წლის წერილით მიიღო ბუნდოვანი პოზიცია, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შემაფერხებელ გარემოებას, ითხოვდა, დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას (მათ შორის შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერთიფიკაციის ორგანოსაგან) და დავის განმხილველმა ორგანომ შეიმუშავოს საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო მექანიზმები.
საბჭოს აპარატის 14.02.2025 წლის №03/9839 წერილით შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს ეთხოვა, ეცნობებინა, შესაბამისობაშია თუ არა აუდიტორული კომპანია „---ის“ 8.05.2023 წლის საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნის 22.11.2024 წლის კორექტირებული დასკვნა და აუდიტორული კომპანიის შპს „----ის“ საექსპერტო დასკვნა საერთაშორისო სტანდარტებთან. აღნიშნულის პასუხად, შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს 28.02.2025 წლის №c-28225 წერილში მითითებულია შემდეგი:
„განხილვის შედეგად, ექსპერტების მიერ დადგინდა რომ, შპს „---“-ს (შემფასებელი ----) მიერ 22.11.2024 თარიღით კორექტირებული შეფასების ანგარიში, შესაბამისობაშია შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან. შპს „----“-ს (შემფასებელი ----) მომზადებულ ანგარიშში მითითებულია, რომ იგი განკუთვნილია დამკვეთის ინფორმირებისთვის და მისი პუბლიკაცია ან მასზე მინიშნება, მასში აღნიშნული მონაცემების ჩათვლით, დაუშვებელი და კონფიდენციალურია. ამრიგად მივიჩნევთ, რომ ეს ანგარიში დამკვეთის შიდა მოხმარებისათვის არის და მისი საგადასახადო მიზნით გამოყენება არ არის დაშვებული შემფასებლის მიერ. ეს ჩანს შეფასების მიზნიდანაც, სადაც მითითებული არ არის, რომ რომელიმე საგადასახადო მიზნით უნდა იქნას გამოყენებული ანგარიში. იქიდან გამომდინარე, რომ შეფასების მიზანი არ არის საკმარისად ცხადი, შეუძლებელია დადგინდეს ღირებულების საფუძვლის (საბაზრო ღირებულების) შესაბამისობა საგადასახადო ან სხვა მიზანთან, რომელიც არ არის დაფიქსირებული ანგარიშში. ვინაიდან მიზანი ანგარიშში პირადი გამოყენებაა, დასაშვებია დასკვნაში ღირებულების საფუძვლის ფორმულირება. მიგვაჩნია, რომ ანგარიშში ასახული შეფასების მიზნის და რისკების გათვალისწინებით, ანგარიშის შესაბამისი პუნქტები საკმარისი სისრულით ახასიათებს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ საკითხებს და შესაბამის მოთხოვნებს.“
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს 28.02.2025 წლის №c-28225 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შპს „----ის“ 8.05.2023 წლის საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნის 22.11.2024 წლის კორექტირებული დასკვნა შესაბამისობაში იყო შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან, საბჭომ 7.03.2025 წელს განმარტა (№24533/2/2024), რომ აუდიტის დეპარტამენტმა დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს შპს „----ის“ 22.11.2024 წლის კორექტირებული შეფასების ანგარიშით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2025 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების და ამავე გადაწყვეტილების 7.03.2025 წლის განმარტების (№24533/2/2024) მიხედვით, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შპს „----ის“ 22.11.2024 წლის კორექტირებული შეფასების ანგარიშით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). კერძოდ, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 423 000 ლარით, მათ შორის, გადასახადი - 282 000 ლარით, ჯარიმა - 141 000 ლარით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს წარმოდგენილი ინფორმაციით, საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნის კორექტირებული დასკვნა შესაბამისობაში იყო შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან, საბჭომ განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს კორექტირებული შეფასების ანგარიშით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭოს №22482/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ - 423 000 ლარით, მათ შორის, გადასახადი - 282 000 ლარით, ჯარიმა - 141 000 ლარით. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის №8901 ბრძანება და №094-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დავების განხილვის საბჭოს 11.10.2024 წლის №22482/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.