გადაწყვეტილება №26228/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26228/2/2025
15 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 28.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26228/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13480 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2025 წლის №083-31 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.11.2025 წლის №24875 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 535 985,18 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 265 590
დღგ - 146 444
მოგების გადასახადი - 92 159
საშემოსავლო გადასახადი - 268 43
ქონების გადასახადი - 144
ჯარიმა - 131 892
საურავი - 138 503,18
როცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ---------- რაიონში, ---------- სამშენებლო მასალებით, სანტექნიკით და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებით საცალო ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 26.06.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 22.03.2023 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ტექნიკური ხარვეზის გამო წაიშალა პროგრამა „ორისი“, რომლის აღდგენაც შემოწმების მიმდინარეობისას ვერ მოხერხდა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებელთათვის წარდგენილი ინფორმაციით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით და მიღებული და გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების ურთიერთკავშირით, გამოვლინდა დოკუმენტური ფასნამატი საქონლის კატეგორიების მიხედვით (საშუალოდ 31%), რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა დეკლარირებულ მაჩვენებელს. იმავდროულად გადამხდელის მიმართ განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და რპთ-ის დადგენის მიზნებისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ნაშთის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საქონლის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნულმა გამოიწვია, როგორც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის, ასევე განკარგვადი თანხის გაზრდა, რაც ჩაითვალა საწარმოს მიერ დამფუძნებელზე განაწილებულ დივიდენდად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოწმების აქტის საფუძველზე, 20.07.2023 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №17679 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 20.07.2023 წლის №083-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 17.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.11.2023 წლის №27763 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.12.2023 წლის №21441/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7163 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა აღნიშნული და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა ზემოაღნიშნული დავალების შესრულების გათვალისწინებით განეხორციელებინა განკარგვადი თანხის საწარმოს დამფუძნებელზე განაწილებულ დივიდენდად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7163 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, ჯამურად შემცირდა დარიცხული გადასახადი 22 436 ლარით, ხოლო ჯარიმა - 11 106 ლარით.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2025 წლის №8523 ბრძანება და 2.05.2025 წლის №083-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში:
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13480 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მ.შ შესამოწმებელი პერიოდის საბუღალტრო პროგრამის ასლი სრულად);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების (მ.შ. დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი) წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა აღნიშნული და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა ზემოაღნიშნული დავალების შესრულების გათვალისწინებით განეხორციელებინა განკარგვადი თანხის საწარმოს დამფუძნებელზე განაწილებულ დივიდენდად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13480 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2025 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები 2022- 2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემცირდა სულ 41 863 ლარით. დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 13.08.2025 წელს გამოიცა №18293 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 14.08.2025 წლის №083-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.11.2025 წლის №24875 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია და შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას სულ 41 863 ლარით. კერძოდ, 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე, რიგი კატეგორიის საქონლის მიმართ ფასნამატი გადაანგარიშების შედეგად შემცირდა, ხოლო რიგ შემთხვევებში გაიზარდა, ასევე პერიოდების მიხედვით დაკორექტირდა (შემცირდა) აქტით დადგენილი საშუალო ფასნამატის მაჩვენებელიც.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ახლად წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში, შეძენისა და რეალიზაციის ამსახველ დოკუმენტაციაში რიგ შემთხვევებში იყო უზუსტობები, როგორც რაოდენობრივ ასევე სახეობრივ ნაწილში. გარდა იმ გარემოებისა, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა პირდაპირი მეთოდის გამოყენების თაობაზე სცდება განსახილველი აღსრულების ფარგლებს, აღნიშნული მოთხოვნა სრულიად დაუსაბუთებელია იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილ პროგრამაში ასახული საქონლის საბოლოო ნაშთი ბევრად მეტი იყო ინვენტარიზაციის მასალებში იმავე პერიოდში დაფიქსირებულ ნაშთზე, რაც პირდაპირ ცალსახად გამორიცხავს პირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას მოცემული ბუღალტერიის საფუძველზე. ამასთან, წარმოდგენილ პროგრამაში შეყვანილი მონაცემების ანალიზის შედეგად განხორციელდა უფრო მეტი საქონლის შეძენისა და რეალიზაციის დაკავშირება, რამაც გამოიწვია რიგი კატეგორიის საქონელზე დადგენილი ფასნამატების კორექტირება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესაბამისი კვალიფიციური ექსპერტის მიერ შესწავლილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტები - შპს „----------“-თან დაკავშირებით, რომლის საფუძვლებს არ დაეთანხმა „----------“-ის ექსპერტი და შეადგინა 2023 წლის 10 აგვისტოს №33 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც შპს „----------“-ს მიერ ექსპერტს წარედგინა რეალიზებულ პროდუქციაზე ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. საბუღალტრო ექსპერტიზაზე დასმული კითხვებიდან გამომდინარე, თუ კი 2020 წლის ივლისიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში შპს „----------“ მიერ რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი განისაზღვრა რეალიზაციისას 17 პროცენტით, ასეთ შემთხვევაში რა რაოდენობით ძირითადი გადასახადი და ჯარიმა დაერიცხება შპს „----------“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საბუღალტრო ექსპერტიზამ გაიანგარიშა (გადასახადების დარიცხვა მხოლოდ საგადასახადო ორგანოს კომპეტენცია) გადასახადის ოდენობა 17% რეალიზებული დანარიცხის გათვალისწინებით და შემცირებულმა გადასახადმა შეადგინა სულ: 282 899 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 188 485 ლარი (მოგების გადასახადი: 63591 ლარი, დღგ: 115961 ლარი, ქონების გადასახადი: 144 ლარი, საშემოსავლო გადასახადი: 33586 ლარი) და ჯარიმა: 94 414 ლარი.
მაგრამ საბუღალტრო ექსპერტიზა მიიჩნევს, რომ: ამ გაანგარიშების მონაცემები - არ არის საბოლოო ჭეშმარიტება, რადგან ეს ციფრებიც სავარაუდოა.
ექსპერტიზამ ადგილზე მისვლით შეამოწმა შპს „----------“ ბუღალტრული აღრიცხვის მდგომარეობა, ხელმძღვანელობასა და ბუღალტრის - გამოკითხვით დადგინდა რომ: საზოგადოებას დაწყებული აქვს და დიდი ნაწილი დოკუმენტებისა უკვე შეტანილი აქვს საბუღალტრო პროგრამა - „ორისში“, რომლის დასრულების შემდეგ საგადასახადო ორგანოს საშუალება ექნება გადასახადი გაიანგარიშოს და დაარიცხოს არა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არამედ: პირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დაზუსტებული მონაცემებიდან გამომდინარე, რაც უთუოდ - სწორი და ობიექტური მონაცემები იქნება.
ექსპერტიზა დარწმუნდა, რომ წარმოდგენილ მასალებში ასახულია ყველა არსებითი საკითხი, რაც დაკავშირებულია შპს „----------“, როგორც ბუღალტრული, ასევე საგადასახადო აღრიცხვის ელემენტებთან. აუდიტის პროცესში ასევე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოება - წარმოდგენილი მასალები მთელ რიგ შემთხვევაში საშუალებას იძლევა შემოსავლები და ხარჯები აღირიცხოს - პირდაპირი მეთოდების გამოყენებით ნაცვლად არაპირდაპირი მეთოდებისა.
აუდიტის დეპარტამენტმა და შემოსავლების სამსახურმა სრულყოფილად არ შეასრულა დავალება, მათ არასრულყოფილად და არაობიექტურად „გადაამოწმეს“ დარიცხული გადასახადები, მაშინ როდესაც ობიექტურად გადაანგარიშების შემთხვევაში უნდა მომხდარიყო გადასახადების რეალური მნიშვნელოვანი შემცირება და არა სინამდვილეში გაზრდა. კერძოდ:
შემმოწმებლებმა შეამოწმეს მხოლოდ RS-ზე ატვირთული ზედნადებებით გაყიდული პროდუქცია მაგრამ არ გაითვალისწინეს ორისში ატვირთული მათ მიერ დამატებით წარდგენილი ცხრილები საცალო რეალიზაციით გაყიდული პროდუქციისა და ეს მონაცემები არ გამოაკლეს ერთობლივ შემოსავალს, შედეგად არანაირი ცვლილებები არ გააკეთეს უკვე არსებულ საგადასახადო დარიცხვებზე.
ამდენად „----------“-ის დასკვნით აუცილებელია შპს „----------“ 2020 წლის 26 ივნისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადების განმეორებით გადაანგარიშება, რომელიც განხორციელებულია: შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის არაპირდაპირი მეთოდით, მასალები შემდგომი გადაანგარიშების მიზნით - განმეორებით უნდა დაუბრუნდეს საგადასახადო ორგანოს ვალდებულებების პირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისთვის (რისი შესაძლებლობაც უკვე არსებობს ორგანიზაციის ბუღალტრული პროგრამის („ორისი“) მონაცემების აღდგენის შემდეგ) შემოწმების პროცესში უნდა გაითვალისწინონ შპს „----------“ ორის პროგრამაში მითითებული მასალები და მონაცემები, რაც ობიექტური ჭეშმარიტება და სამართლიანი მიდგომა იქნება და ამის შემდეგ უნდა მოხდეს გადასახადების დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13480 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მ.შ. შესამოწმებელი პერიოდის საბუღალტრო პროგრამის ასლი სრულად);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების (მ.შ. დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი) წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა აღნიშნული და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა ზემოაღნიშნული დავალების შესრულების გათვალისწინებით განეხორციელებინა განკარგვადი თანხის საწარმოს დამფუძნებელზე განაწილებულ დივიდენდად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13480 ბრძანების აღსრულების მიზნით 7.08.2025 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე რომლის თანახმადაც:
შემმოწმებელთა მიერ მოხდა ახლად წარდგენილი ინფორმაციის ანალიზი და შედარება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან, რის შედეგადაც 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულმა თანხებმა განიცადა კორექტირება (შემცირება). ამასთან, რიგი კატეგორიების საქონლის მიმართ ფასნამატი გადაანგარიშების შედეგად შემცირდა, ხოლო რიგ შემთხვევებში გაიზარდა, ასევე პერიოდების მიხედვით დაკორექტირდა (შემცირდა) აქტით დადგენილი საშუალო ფასნამატის მაჩვენებელიც. ჯამურად აქტით დარიცხული თანხები 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემცირდა სულ 41 863 ლარით.
მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა სრულყოფილად არ შეასრულა დავალება, არასრულყოფილად და არაობიექტურად „გადაამოწმა“ დარიცხული გადასახადები, მაშინ როდესაც ობიექტურად გადაანგარიშების შემთხვევაში უნდა მომხდარიყო გადასახადების რეალური მნიშვნელოვანი შემცირება და არა სინამდვილეში გაზრდა.
აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა ახლად წარდგენილი ინფორმაციის ანალიზი და შედარება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან და აღნიშნულის საფუძველზე დაკორექტირდა ფასნამატის და საგადასახადო ვალდებულებების ოდენობები.
მომჩივანს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსთვის არ წარმოუდგენია კონკრეტული დოკუმენტები, რომელთა წარდგენის შესაძლებლობაც მას გააჩნდა გადაანგარიშების ფარგლებში და რომელთა წარდგენაც ფასნამატის განსაზღვრისა და ხარჯების დადასტურების მტკიცებულება გახდებოდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13480 ბრძანებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება ჩაითვალა მართლზომიერად და აუდიტის დეპარტამენტს არ დავალებია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების მეთოდის შეცვლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13480 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13480 ბრძანების აღსრულების მიზნით 7.08.2025 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე რომლის თანახმადაც: შემმოწმებელთა მიერ მოხდა ახლად წარდგენილი ინფორმაციის ანალიზი და შედარება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან, რის შედეგადაც 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულმა თანხებმა განიცადა კორექტირება (შემცირება). ამასთან, რიგი კატეგორიების საქონლის მიმართ ფასნამატი გადაანგარიშების შედეგად შემცირდა, ხოლო რიგ შემთხვევებში გაიზარდა, ასევე პერიოდების მიხედვით დაკორექტირდა (შემცირდა) აქტით დადგენილი საშუალო ფასნამატის მაჩვენებელიც. ჯამურად აქტით დარიცხული თანხები 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემცირდა სულ 41 863 ლარით. მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა სრულყოფილად არ შეასრულა დავალება, არასრულყოფილად და არაობიექტურად „გადაამოწმა“ დარიცხული გადასახადები, მაშინ როდესაც ობიექტურად გადაანგარიშების შემთხვევაში უნდა მომხდარიყო გადასახადების რეალური მნიშვნელოვანი შემცირება და არა სინამდვილეში გაზრდა. აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა ახლად წარდგენილი ინფორმაციის ანალიზი და შედარება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან და აღნიშნულის საფუძველზე დაკორექტირდა ფასნამატის და საგადასახადო ვალდებულებების ოდენობები. მომჩივანს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსთვის არ წარმოუდგენია კონკრეტული დოკუმენტები, რომელთა წარდგენის შესაძლებლობაც მას გააჩნდა გადაანგარიშების ფარგლებში და რომელთა წარდგენაც ფასნამატის განსაზღვრისა და ხარჯების დადასტურების მტკიცებულება გახდებოდა. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13480 ბრძანებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება ჩაითვალა მართლზომიერად და აუდიტის დეპარტამენტს არ დავალებია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების მეთოდის შეცვლა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13480 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)