ბრძანება N 26697

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.10.2023
№ დოკუმენტი 26697
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26697

30 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 28 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №20684/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 ივლისის №006-387 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და მიიჩნევს, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში უნდა შემცირებულიყო უფრო დიდი რაოდენობით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11958 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართების ღირებულება განსაზღვროს მშენებლობაზე გაწეული ხარჯის საცხოვრებელი კორპუსის სრულ ფართთან შეპირისპირებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლები არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11958 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 20 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 9 377 ლარით, მათ შორის, გადასახადი 6 251 ლარით და ჯარიმა 3 126 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 31 ივლისის №006-387 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11958 ბრძანების შინაარსის შესაბამისად განხორციელდა ფიზიკურ პირზე ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, თავდაპირველი პროპორცია გამოანგარიშებული იყო შემდეგნაირად: ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართი (არასასარგებლო ფართის გარეშე) შეპირისპირებული სარეალიზაციო ფართთან (არასასარგებლო ფართის გარეშე). პროპორცია აღნიშნული გაანგარიშებით შეადგენდა 21%-ს. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, რომ პროპორციის გაანგარიშების მიზნით მხედველობაში მიეღო სრული სარეალიზაციო ფართი (მ.შ არასაცხოვრებელი, არასასარგებლო ფართის გათვალისწინებით), რაც გათვალისწინებული იქნა გადაანგარიშების ეტაპზე. ასევე, გადაანგარიშებისას დაკორექტირდა ბარტერის ფარგლებში გადასაცემი ფართების მოცულობა და დაემატა გამოუყენებელი ფართის შესაბამისი პროპორციული წილი. შესაბამისად, ახალი პროპორცია განისაზღვრა შემდეგნაირად: ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართი (არასასარგებლო ფართის გათვალისწინებით) შეპირისპირებული მთლიან სარეალიზაციო ფართთან (სადაც ასევე შედის გამოუყენებელი ფართი). აღნიშნულის შესაბამისად, პროპორციამ შეადგინა 19%.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11958 ბრძანების შინაარსის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და მიიჩნევს, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში უნდა შემცირებულიყო უფრო დიდი რაოდენობით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, თავდაპირველი პროპორცია გამოანგარიშებული იყო შემდეგნაირად: ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართი (არასასარგებლო ფართის გარეშე) შეპირისპირებული სარეალიზაციო ფართთან (არასასარგებლო ფართის გარეშე). პროპორცია აღნიშნული გაანგარიშებით შეადგენდა 21%-ს. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, რომ პროპორციის გაანგარიშების მიზნით მხედველობაში მიეღო სრული სარეალიზაციო ფართი (მ.შ არასაცხოვრებელი, არასასარგებლო ფართის გათვალისწინებით), რაც გათვალისწინებული იქნა გადაანგარიშების ეტაპზე. ასევე, გადაანგარიშებისას დაკორექტირდა ბარტერის ფარგლებში გადასაცემი ფართების მოცულობა და დაემატა გამოუყენებელი ფართის შესაბამისი პროპორციული წილი. შესაბამისად, ახალი პროპორცია განისაზღვრა შემდეგნაირად: ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართი (არასასარგებლო ფართის გათვალისწინებით) შეპირისპირებული მთლიან სარეალიზაციო ფართთან (სადაც ასევე შედის გამოუყენებელი ფართი). აღნიშნულის შესაბამისად, პროპორციამ შეადგინა 19%. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11958 ბრძანების შინაარსის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);