ბრძანება N 25351

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.11.2025
№ დოკუმენტი 25351
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25351

18 ნოემბერი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2025 წლის 26 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 26 ოქტომბრის №98532/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №14421 ბრძანებასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მათი მხრიდან ბუნებრივი რესურსების მოპოვება ლიცენზიის გაცემის დღიდან დღემდე არ მომხდარა, ვინაიდან ლიცენზიით გაცემული ტერიტორია მოქცეულია თეთრობის აღკვეთილში. აღნიშნულიდან, გამომდინარე ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის №14421 ბრძანების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25359 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33782 ბრძანება და ამავე თარიღის №006-698 საგადასახადო მოთხოვნა.

2025 წლის 28 მარტს შპს „----- - მ“ (ს/ნ „-------“) წარმოადგინა 2022 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის (პირველადი) (№„-------“, №„-------“, №„-------“, №„-------“) გაანგარიშებები (დეკლარაციები). გადასახადის გადამხდელმა ვერ განმარტა გაანგარიშებების წარმოდგენის მიზეზი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „------ - ს“ (ს/ნ „-------“) მიერ წარმოდგენილი 2022 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის კვარტალური (პირველადი) (№„-------“, №„-------“, №„-------“, №„-------“) გაანგარიშებები (დეკლარაციები) არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25359 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 29 დეკემბერს გამოსცა №33782 ბრძანება და იმავე წლის №006-698 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18777 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 6 ოქტომბრის №1045 დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე და გადასახადის გადამხდელს სრულად შეუმცირდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 13 მაისის №78 ბრძანების საფუძველზე, შპს „-------“-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის სერია 50 ნომერი 0740 ტიპი VIG ლიცენზიაზე, შემოწმების შედეგად დარიცხული მოსაკრებელი და შესაბამისი სანქცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული მოსაკრებელი და შესაბამისი სანქცია სრულად იქნა შემცირებული, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებულ პერიოდზე წარმოდგენილი 2022 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის კვარტალური (პირველადი) (№„-------“, №„-------“, №„-------“, №„-------“) გაანგარიშებების (დეკლარაციების) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარის თქმის თაობზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის პირველ ივლისს გამოცემული №14421 ბრძანება მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „------ - ს“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი განმარტავს, რომ მათი მხრიდან ბუნებრივი რესურსების მოპოვება ლიცენზიის გაცემის დღიდან დღემდე არ მომხდარა.შესაბამისად,ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის №14421 ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33782 ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანმა წარმოადგინა 2022 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებები.გადამხდელმა ვერ განმარტა გაანგარიშებების წარმოდგენის მიზეზი.გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებები არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული მოსაკრებელი და შესაბამისი სანქცია სრულად იქნა შემცირებული.ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

69,302.

საქართველოს კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“.