ბრძანება N 18790
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18790
31 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ---ის (პ/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 13 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) №19957/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის №063-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადს. განმარტავს, რომ არის მეცხვარე და ჰყავს თავისი კუთვნილი ცხვრის ფარა. 2018 წელს შპს „---ს“ საკუთარ ცხვართან ერთად მიჰყიდა თანასოფლელების ცხვარიც 54 180 ლარის ღირებულებით, ვინაიდან, მათ არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილია ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, თუმცა ეს ინფორმაცია ისევ უგულებელყოფილი დარჩა საქმის დამატებით შესწავლის პროცესში. ამასთან, საქმის წარმოებისას არ მოხდა მითითებული მოწმეების გამოკითხვა, რომლებიც დაადასტურებდნენ ზემოაღნიშნულ ფაქტს.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 მარტის №4671 ბრძანებით ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი 2021 წლის 2 აგვისტოს №063-26 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 მარტის №4671 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 16 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 17 მაისის №063-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 მარტის №4671 ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ფიზიკური პირების (თანასოფლელების) მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ გატარებულა. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ფ/პ ---ს შპს „---“ რეალიზებული აქვს საქონელი (ცხვარი), რაც დადასტურებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისგან განსხვავებული გარემოება დადგენილი არ არის და არც გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ფ/პ ---ს შპს „---ზე“ რეალიზებული აქვს საქონელი (ცხვარი), რაც დადასტურებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით. ამასთან, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით პირველადი საგადასახადო დოკუმენტების სიყალბე ან/და ფიქტიურობა დადგენილი არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---ის (პ/ნ --- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 მარტის №4671 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 16 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 17 მაისის №063-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21).