N 2-305 - 08/03/2024 - „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-774 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 08.03.2024
№ დოკუმენტი 2-305
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-305

2024 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-774 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-774 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/09/2020, 340170000.22.023.016646) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და

სოფლის მეურნეობის მინისტრი

ოთარ შამუგია

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.