ბრძანება N 21918

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2025
№ დოკუმენტი 21918
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21918

16 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 15 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარი თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 15 აგვისტოს №97570/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივლისის №007-177 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ფასნამატის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა საჩივარში დაფიქსირებული მტკიცებულებები. აცხადებს, რომ რეალიზაციას ახორციელებს მეტწილად დოკუმენტით - 68% საქონლის რეალიზაცია განხორციელებულია სასაქონლო ზედნადებებით. აღნიშნავს, რომ საგადასახდო დავის ეტაპზე წარადგინა ფასნამატის გაანგარიშების პრინციპი (მეწარმეს გააჩნდა ერთი და იმავე დასახელების საქონლის რამდენიმე საფასო კატეგორია, რომელიც ჩანს, როგორც შეძენის დოკუმენტაციაში, ასევე, რეალიზაციის დოკუმენტებში), კერძოდ, სხვადასხვა ფასების შეპირისპირების მეთოდი უმაღლესიდან უმცირესამდე, რომელიც დავის მიმდინარეობისას დავების განხილვის საბჭოს მიერ ერთ-ერთ ალტერნატიულ მეთოდად იყო შემოთავაზებული. გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის ცხრილი ამ მეთოდზე დაყრდნობით იყო გაანგარიშებული, გავლილი აუდიტის დეპარტამენტთან, რომლის მსჯელობა სრულ თანხვედრაში იყო გადამხდელის ფასნამატის გაანგარიშების მეთოდთან, ხოლო გადაანგარიშების დასკვნაში საერთოდ სხვა მეთოდი იქნა გამოყენებული, კერძოდ, შეცვლილია გაანგარიშების პრინციპი და გამოყენებულია „აუდირებული“ ფასნამატი. გადამხდელის ხელთ არსებული მონაცემებით, არსებობს რამდენიმე აუდირებული კომპანია, სადაც აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 39%-ის; 40%-ის; 48%- ის ოდენობით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6240 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ დავის/აღსრულების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასევე, იმსჯელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6240 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 30 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 113 064 ლარი, მათ შორის: გადასახადი 75 377 ლარი, ჯარიმა 37 687 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 17 ივლისის №007-177 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილია ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება განსაზღვრული აქვს საფასო კატეგორიის მიხედვით, კერძოდ, საქონლის კონკრეტული კატეგორიის რეალიზაცია ამავე კატეგორიის უახლოეს შეძენასთან დაკავშირებულია ფასების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე კვლავ ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული სახეობის ფასნამატი. აღსანიშნავია ისიც, რომ არც შეძენის დოკუმენტში (ინვოისში) არ არის დაფიქსირებული საქონლის კოდები და ასევე არც რეალიზაციის დოკუმენტში არ არის რაიმე კოდი მითითებული, რითიც შესაძლებელი იქნებოდა მომხდარიყო შეძენარეალიზაციის დაკავშირება. ვინაიდან, საგადასახადო შემოწმების აქტითაც დოკუმენტური ფასნამატი განსაზღვრულია ჯგუფების მიხედვით, საშუალო შეწონილით და ვერ განისაზღვრა სახეობების ფასნამატი, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კორექტირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, რამაც გამოიწვია დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის მიხედვით ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული სახეობის ფასნამატი. ასევე აღსანიშნავია, რომ არც შეძენის დოკუმენტში (ინვოისში) არ არის დაფიქსირებული საქონლის კოდები და არც რეალიზაციის დოკუმენტში არის რაიმე კოდი მითითებული, რითიც შესაძლებელი იქნებოდა შეძენარეალიზაციის დაკავშირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენება, რომლის მიხედვითაც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შესადარის კომპანიას, შესამოწმებელ პერიოდში იმპორტით შემოტანილი აქვს ძირითადად თეთრეული, შესაბამისად, თეთრეულზე გავრცელებული ფასნამატი ვერ იქნება თანხვედრაში ტანსაცმელებზე გავრცლებულ ფასნამატთან. ვინაიდან ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობას მხოლოდ ტანსაცმელების რეალიზაცია წარმოადგენს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ფასნამატის გაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილია ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება განსაზღვრული აქვს საფასო კატეგორიის მიხედვით, კერძოდ, საქონლის კონკრეტული კატეგორიის რეალიზაცია ამავე კატეგორიის უახლოეს შეძენასთან დაკავშირებულია ფასების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე კვლავ ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული სახეობის ფასნამატი. აღსანიშნავია ისიც, რომ არც შეძენის დოკუმენტში (ინვოისში) არ არის დაფიქსირებული საქონლის კოდები და ასევე არც რეალიზაციის დოკუმენტში არ არის რაიმე კოდი მითითებული, რითიც შესაძლებელი იქნებოდა მომხდარიყო შეძენარეალიზაციის დაკავშირება. ვინაიდან, საგადასახადო შემოწმების აქტითაც დოკუმენტური ფასნამატი განსაზღვრულია ჯგუფების მიხედვით, საშუალო შეწონილით და ვერ განისაზღვრა სახეობების ფასნამატი, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კორექტირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, რამაც გამოიწვია დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის შემცირება.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)