ბრძანება N 16798

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.07.2024
№ დოკუმენტი 16798
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16798

16 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -----------ის (ს/ნ ----------------)

(მის.: ქ. ------------------------------)

2024 წლის 1 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა ი/მ -----------ის (ს/ნ ----------------) საჩივარი №90475/1/2024, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივნისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომუნიკატორის საშუალებით წარმოდგენილი ჰქონდა 2024 წლის 5 ივნისს. ამბობს, რომ ოქმი უსაფუძვლოდაა შედგენილი და ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივნისის N-----/2024 ბრძანების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის --------ის სამმართველოს ოფიცრებმა ჩააატარეს ი/მ -----------ის (ს/ნ ----------------) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ცალკეულ სახეობათა (------- (მწვანე), -----ი, -------ი, -------ი.) შერჩევითი ინვენტარიზაცია.

შერჩევითი ინვენტარიზაცია (ფაქტიური ნაშთების აღწერა) დაიწყო 2024 წლის 3 ივნისს და დასრულდა იმავე დღეს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დამთავრდა 2024 წლის 11 ივნისს. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების თანდასწრებით მოხდა ბრძანებით განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების ინვენტარიზაცია. აღწერის მონაცემები შეტანილი იქნა შერჩევით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ოქმში (დანართი N221 ). გადასახადის გადამხდელმა შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში არ წარმოადგინა სმფ-ის ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №224 ) მიხედვით. ინვენტარიზაციის შედეგად ი/მ -----------ეს (ს/ნ ----------------) ფაქტიური აღწერით, 2024 წლის 3 ივნისის მდგომარეობით დაუფიქსირდა 125 ლარის სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები.

სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დამთავრების შემდეგ, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და აღწერით არსებული ფაქტობრივი ნაშთების შედარებით გამოვლინდა 125 ლარის აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო-სარეალიზაციო ფასებით (დღგის ჩათვლით), რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე–11 ნაწილის გათვალისწინებით გადამხდელი დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე 2024 წლის 11 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N----------.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივნისის N------/2024 ბრძანების თანახმად ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა შერჩევითი ინვენტარიზაციის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის ცნობილი გახდა 2024 წლის 12 ივნისს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:

1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს ბრძანება სასაქონლომატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაციის თაობაზე. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის გარეშე მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ცალკეულ სახეობათა მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი და ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი მონაცემების შედარებას და ყოველივე ეს შეაქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის ოქმში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ– ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, სადავო ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დადასტურდება ი/მ -----------ის (ს/ნ ----------------) მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ -----------ის (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დადასტურდება ი/მ -----------ის (ს/ნ ----------------) მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომუნიკატორის საშუალებით წარმოდგენილი ჰქონდა . ამბობს, რომ ოქმი უსაფუძვლოდაა შედგენილი და ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა ჩააატარეს მომჩივანის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ცალკეულ სახეობათა შერჩევითი ინვენტარიზაცია.

საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების თანდასწრებით მოხდა ბრძანებით განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების ინვენტარიზაცია. აღწერის მონაცემები შეტანილი იქნა შერჩევით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ოქმში . გადასახადის გადამხდელმა შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში არ წარმოადგინა სმფ-ის ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის მიხედვით.

სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დამთავრების შემდეგ, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და აღწერით არსებული ფაქტობრივი ნაშთების შედარებით გამოვლინდა 125 ლარის აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო-სარეალიზაციო ფასებით (დღგის ჩათვლით), რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე–11 ნაწილის გათვალისწინებით გადამხდელი დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი .

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების თანახმად ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა შერჩევითი ინვენტარიზაციის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის ცნობილი გახდა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, სადავო ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დადასტურდება გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(4.11);