ბრძანება N 22855

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.10.2025
№ დოკუმენტი 22855
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22855

21 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ---)

(მის.: ---) 2025 წლის 3 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 3 სექტემბრის №97822/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 ივლისის №007-175 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ შემოწმებას არ შეეძლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 მუხლის გამოყენება საბაზრო პრინციპებთან დაკავშირებით, ამ მუხლში განსაზღვრულია რომ მომდევნო 4 წელიწადი უნდა იყოს გამოყენებული ღირებულება და 4 წლის შემდგომ მოხდეს გადაფასება. განმარტავს, რომ ქონების მშენებლობა დასრულდა 2022 წლის მარტის თვეში და შევიდა ექსპლუატაციაში, შესაბამისად, კომპანია ქონების გადასახადს არიცხავდა ნარჩენ ღირებულებას და ჯერჯერობით არ მომხდარა ქონების გადაფასება. ამასთან, საბაზრო ღირებულების განსაზღვრა ქონების რეალიზაციის (2024 წლის 26 დეკემბერი) ღირებულებით არასწორად მიაჩნია. აცხადებს, რომ შემოწმებამ ქონების ღირებულებად, ასევე 01.01.2024 წლის საწყის ნაშთად, აიღო 2024 წლის დეკემბრის თვეში ქონების რეალიზაციის ღირებულება -16 593 240 ლარი, თუმცა არ გააჩნია 01.01.2024 წლის მდგომარეობით ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ მტკიცებულება. აქვე აცხადებს, რომ მყიდველმა კომპანიამ ქონების გადასახადში საწყის ნაშთად დააფიქსირა შეძენის ღირებულება და სახელმწიფოს ამით ზიანი არ მიუღია. ჯამურად ორივე კომპანიისგან და მომავალშიც იგი გადაიხდის შეძენის ღირებულებიდან ქონების გადასახადს. ითხოვს ქონების გადასახადის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №4494 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველი თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 21 ოქტომბერი 2025 N 22855 24 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 14 ივლისის №15847 ბრძანება და ამავე თარიღის №007-175 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 11 753 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 194 ლარი, ჯარიმა 1 019 ლარი, საურავი 540 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „---" საკუთრებაში ფლობდა უძრავ ქონებას ქ. ---ს დასახლებაში (ს/კ ---). აღნიშნული ქონება 2024 წლის 26 დეკემბერს საკუთრებაში გადაეცა შპს „---ას“. აღნიშნული ქონება შპს „---სა“ და შპს „---ს“ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით შეფასებულ იქნა 4 951 560 დოლარად (დღგ-ის გარეშე). გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2024 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია, სადაც ქონების საშუალო ღირებულება დაფიქსირებულია 3 121 612 ლარი. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილი, რომლის მიხედვითაც ქონების საშუალო ღირებულება ფიქსირდება 2 876 408 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენლ საბუღალტრო პროგრამა „ორისში" საერთოდ არ არის ასახული აღნიშნული უძრავი ქონება. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრის საინფორმაციო ბაზების და შემოსავლების სამსახურის აუდირებული მონაცემების ერთობლივი დამუშავების შედეგად განხორციელდა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა 2024 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრის ბაზის განსაზღვრის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა 16 593 240 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.

ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში, გარდა ამ ინსტრუქციის 922 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და პირობების დაცვით, დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასსა და დადგენილი წესით განსაზღვრულ საბალანსო ღირებულებას შორის სხვაობაზე ქონების გადასახადის ძირითადი თანხის დარიცხვის შემთხვევაში:

ა) დარიცხული ქონების გადასახადის ძირითადი თანხა პირისათვის გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირს აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან;

გ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „---" საკუთრებაში ფლობდა უძრავ ქონებას ქ. --- (სკ ---), რომელიც 2024 წლის 26 დეკემბერს საკუთრებაში გადაეცა შპს „----ს“. ზემოაღნიშნულ საწარმოებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით ქონება შეფასებულ იქნა 4 951 560 დოლარად (დღგ-ის გარეშე). ხოლო გადამხდელის მიერ წარდგენილი 2024 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის თანახმად ქონების საშუალო ღირებულება დაფიქსირებულია 3 121 612 ლარი. გადამხდელის წარდგენილი გაანგარიშების ცხრილით კი - 2 876 408 ლარი. ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილ საბუღალტრო პროგრამა „ორისში" საერთოდ არ არის ასახული აღნიშნული უძრავი ქონება. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრის საინფორმაციო ბაზების და შემოსავლების სამსახურის აუდირებული მონაცემების ერთობლივი დამუშავების შედეგად დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა 16 593 240 ლარის ოდენობით, რის შესაბამისადაც გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2024 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია, სადაც ქონების საშუალო ღირებულება დაფიქსირებულია 3 121 612 ლარი. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილი, რომლის მიხედვითაც ქონების საშუალო ღირებულება ფიქსირდება 2 876 408 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენლ საბუღალტრო პროგრამა „ორისში" საერთოდ არ არის ასახული აღნიშნული უძრავი ქონება. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრის საინფორმაციო ბაზების და შემოსავლების სამსახურის აუდირებული მონაცემების ერთობლივი დამუშავების შედეგად განხორციელდა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა 2024 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრის ბაზის განსაზღვრის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა 16 593 240 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201 (1); 202 (1); 202 41.