გადაწყვეტილება №26662/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26662/2/2026
11 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----" (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 06.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 18.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26662/2/2026).
დავის საგანი:
მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის სისწორე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2025 წლის N 001-260 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის N 758 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 18 928,26 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 12 810,62 ლარი;
მიწა - არასასოფლო - 7 741,82 ლარი;
მიწის გადასახადი (სასოფლო) – 5 068,80 ლარი;
ჯარიმა - 6 113,10 ლარი;
საურავი - 4,54 ლარი;.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 01.01.2022 წლიდან 01.09.2025 წლამდე პერიოდში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორე. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2025 წლის N 001-260 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის N 758 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 24.02.2026 წლის N ----- წერილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის N 758 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 27.01.2026 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 16.02.2026 წელი. საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად (N ----- ) 18.02.2026 წელს, შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის N 758 ბრძანების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან, რომელიც მიუთითებს, რომ აღნიშნული დარღვევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტი სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის N 758 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის სისწორე.
ფაქტობრივი გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა კომპანიის მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორე. შემოწმების საფუძველზე გადამხდელს წარედგინა მოთხოვნა, რომელიც მომჩივანმა გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამის შემდგომ გადაწყვეტილება გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი.