ბრძანება N 20678

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 22.08.2023
№ დოკუმენტი 20678
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20678

22 .08. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----- ----------------ის (ს/ნ ----------------)

(ფაქტ. მის.: ------------------------------------;

იურ. მის.: -------------------------------------)

2023 წლის 7 თებერვლის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ----- ----------------ის (ს/ნ ----------------) №78920/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №005-182 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 ივლისის №1341 განკარგულების საფუძველზე, ი/მ ----- ----------------სა (ს/ნ ----------------) და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 2023 წლის 3 აგვისტოს №ა391-21 საგადასახადო შეთანხმება, მ.შ. გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- ----------------ის (ს/ნ ----------------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 ივლისის №1341 განკარგულების საფუძველზე, მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, მ.შ. გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 293(5); 301( „ო“)