სოიოს და მზესუმზირის შროტის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება № 6483
2024 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
სოიოს და მზესუმზირის შროტის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აგრეთვე, დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებისა (ოქმი №2) და დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით (ოქმი №1), ვბრძანებ:
1.დამტკიცდეს სოიოს და მზესუმზირის შროტის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები, ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.
2.ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სოიოს და მზესუმზირის შროტის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები
დანართი №1
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1712051012456 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }ოპერაციის დასახელება
დანაკარგის ნორმა (%-ში მასიდან)
სოიოს შროტი
სეს ესნ კოდი: 2304
შენახვა
0.50
მზესუმზირის შროტი
სეს ესნ კოდი: 2306
შენახვა
0.50
შენიშვნა: შენახვის დანაკარგი ასევე მოიცავს ქვეყნის შიგნით ნებისმიერი ფორმით ტრანსპორტირების დანაკარგს.
სამსახურის უფროსი
ლევან კაკავა
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე