აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ

სათამაშო ბიზნესი 27.07.2015
№ დოკუმენტი 24
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2015 წლის 27 ივლისი

აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-5, მე-6, 61, 62, 121 მუხლების, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.06.2018წ.

მუხლი 1.

შემოღებულ იქნეს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:

ა) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – ერთი ლარით;

ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის, ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის, თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 5 (ხუთი) ლარი.

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ა) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0,7 ლარით, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით, ხოლო იურიდიულ პირებსა და ორგანიზაცია – დაწესებულებებზე თანდართული დანართი 6-ის შესაბამისად, 1მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე – 10 ლარით“;

ბ) ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების, ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების, ტრანპორტირების, გაუვნებლობისა და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობის, ასევე დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000 ლარი;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.

4. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე, აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი:

ა) მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურები

მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:

II კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო საამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ2:

განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 1000 ლარი;

განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 500 ლარი;

ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების, ინტენსივობის კოეფიციენტის, საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობებისათვის:

განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში – 2000 ლარი;

განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში – 1000 ლარი;

განცხადების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში – 500 ლარი;

გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა:

განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში – 2500 ლარი;

განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში – 1500 ლარი;

განცხადების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში – 1000 ლარი;

დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2-ს:

განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში – 4500 ლარი;

განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში – 2500 ლარი;

განცხადების მიღებიდან ათი დღის ვადაში – 1000 ლარი.

ე) მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:

განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში – 200 ლარი;

• განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 50 ლარი.

5. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი:

ა) II-III-IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის:

ბ) ერთჯერადი შემოწმება პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1მ2-ზე – 0,30 ლარი;

გ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 მ2 -ზე – 0,60 ლარი;

დ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 მ2 -ზე – 1,20 ლარი.

ე) ამ მუხლის მე-4 პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსოს, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობების სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ორ, ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლისბ 25 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 27.01.2017წ.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 01.05.2018წ.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.06.2018წ.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 ივნისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 01.07.2024წ.

 

მუხლი 2.

დამტკიცდეს ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციები:

ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №1);

ბ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №2) და ქვითრის ფორმა (დანართი №5);

გ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპუატაციაში მიღების) თაობაზე, აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №3);

დ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №4).

 

მუხლი 3.

ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს, „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №31 დადგენილება.

 

მუხლი 4.

 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აბაშის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

პაატა ქურდოვანიძე

 

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის

გადახდის ინსტრუქცია

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა – ( შემდგომში „მშენებლობის ნებართვა“) არის განსაზღვრული ფორმის მქონე ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში.

 

მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირები, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებსაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.

 

მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

მოსაკრებლისგან გათავისუფლებულია:

ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.06.2018წ.

 

მუხლი 4. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი

მოსაკრებელი გამოიანგარიშება, ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

 

მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული, ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესაბამისად.

2. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.06.2018წ.

 

მუხლი 6. მშენებლობის ნებართვის გამცემი

1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი.

2. მოსაკრებლის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.06.2018წ.

 

მუხლი 7. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი), წარმოადგენს აბაშის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეული მომსახურების საფასურს;

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.

 

მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური, იურიდიული პირები და ორგანიზაცია-დეწესებულებები, რომლებიც თვითმმართველ ტერიტორიაზე წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

 

მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებების წარმოქმნა და გადახდის წესი

1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება აბაშის მნუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისთვის.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა: – მოსახლეობისათვის – მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.

3. მოსაკრებლის გადახდა შეიძლება განხორციელდეს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.

5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს 2 წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას მის აღდგენას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ახდენს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური.

6. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

7. თუკი მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, წინასწარ გადახდილი თანხა განაკვეთის ოდენობაზე ნაკლებია, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო, თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ჩაითვლება გადასახდელ თანხაში.

8. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებასთან ერთად.

9. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება, ან მისი განაკვეთის შემცირება.

 

მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

1. დასახლებული ტერიტორიის მოსაკრებლისაგან გათავისუფლდნენ:

ა) ეკლესია-მონასტრები;

ბ) ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

გ) I და II ჯგუფის ინვალიდები;

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70000-მდე სარეიტინგო ქულა);

ე) მრავალშვილიანი ოჯახები (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი).

 

მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესაბამისად.

 

მუხლი 6. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.06.2018წ.

 

მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის

იურიდიული პირისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ, ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ან გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზომები.

 

მუხლი 8. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები

1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქვითრით (დანართი №5) უნაღდო ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.

2. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 20-ის ჩათვლით.

 

მუხლი 9. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურეობის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომში – სამსახური) მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.

2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.06.2018წ.

 

მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება

მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, სამსახურის მიერ მშენებლობა დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.

 

მუხლი 3. ამოღებულია

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.06.2018წ.

 

მუხლი 4. დაჩქარებული მომსახურება

1. დაჩქარებული მომსახურება, ამ ინსტრუქციით ითვალისწინებს, სამსახურის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, საკრებულოს მიერ განსაზღვრულ მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას.

2. სამსახურის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური საკრებულოს მიერ განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.

3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად, ან/და საქმის სირთულის გამო, აუცილებელია განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

 

მუხლი 5. ვადის გამოთვლა

1. სამსახურის მიერ დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.

2. დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის, ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩამოთვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.

4. სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.

 

მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები

1. დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია.

2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.

5. მოსაკრებელი ჩაირიცხება აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.

 

მუხლი 7. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება

1. მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა, მის მიერ გადახდილ თანხასა და საკრებულოს მიერ დადგენილ განაკვეთს შორის.

2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) სამსახური, სათანადო საფუძვლის არსებობისას, უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;

ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;

გ) სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.

3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დასაწყისამდე.

4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასასრულამდე.

5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.

6. ამ მუხლის 1-ლი - მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

7. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების წესით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არაუმეტეს ორჯერ წარადგენს სამსახურში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ან ვადაში, იმავე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა.შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან.

8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის

ინსტრუქცია

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.

2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.

 

მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება

მოსაკრებელი არის პირის მიერ საკრებულოს დადგენილი ოდენობით აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის გადასახდელი სავალდებულო თანხა.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.06.2018წ.

 

მუხლი 3. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება

1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება გულისხმობს, სამსახურის მიერ მშენებლობის პროცესში კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, საკრებულოს მიერ განსაზღვრულ მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, რომელიც მოიცავს დამკვეთის მოთხოვნით, მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმებას, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე მის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის კონტროლს, აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს მიერ, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ფორმებია:

ა) ერთჯერადი შემოწმება;

ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში;

გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში.

3. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სამსახურის წინასწარი წერილობითი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური, საკრებულოს მიერ განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შესაბამისი ფორმ(ებ)ით.

5. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო შეუძლებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების განხორციელება, აგრეთვე, თუ განმცხადებლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი" და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, სამსახური უფლებამოსილია, უარი თქვას სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 4. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება, მომსახურების პირობები და მომსახურების შეწყვეტა

1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელების მიზნით სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ვადაში სამსახურს განცხადებით მიმართავს დამკვეთი. განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამშენებლო დოკუმენტზე და მოთხოვნას მომსახურების შესაბამისი ფორმით სარგებლობის შესახებ.

2. უფლებამოსილი ორგანოს მიერ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.

3. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ ინსტრუქციის შესაბამისად.

4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე:

ა) დამკვეთის მოთხოვნით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს, ან/და მის განმახორციელებელ უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელს;

გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი ერთის გარდა სხვა შემოწმებას არ ითვალისწინებს, ან/და ადგილი აქვს მომსახურებით გათვალისწინებულ ბოლო შემოწმებაზე გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობას.

5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.

 

მუხლი 5. ვადის გამოთვლა

1. სამსახურის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი მომსახურების განხორციელებისთვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.

2. დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციის და თანხის სრულად გადახდის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით, აგრეთვე ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების დროს, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი" საფუძველზე გაცემული რეკომენდაციით განსაზღვრული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით.

 

მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები

1. განსაზღვრული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ საკრებულოს მიერ დადგენილი შესაბამისი მოსაკრებელი.

2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.

5. მოსაკრებელი ჩაირიცხება აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე.

 

მუხლი 7. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება

1. თუ მოსაკრებელი გადახდილია საკრებულოს მიერ დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთს შორის.

2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;

ბ) სამსახურმა უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე (გარდა ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც საკრებულოს დადგენილება ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორი მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ფორმით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.

4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც საკრებულოს დადგენილება ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორი მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი, ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მომსახურების განხორციელების შესახებ მიიღება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული წესით.

6. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელს მომსახურებისთვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.

7. ამ მუხლის 1-ლი - მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება, ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა მომსახურების ფორმისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.

 

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია

ქვითარი №

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 ივნისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.06.2018წ.

 

---- ------- 201 წელი

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1719910475167 {width:477.75pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }№

საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით

ზომის ერთეული

ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ/კუბი

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი (№4) 12 თვე x10 ლარი (მოსაკრებლის ოდენობა 1მ/კუბი ნარჩენებზე) ლარი

 

1

სურსათის და ყვავილების მაღაზია

სამუშაო ფართი 1მ/კვადრატი

0,25

0,2

 

2

სუპერმარკეტი

სამუშაო ფართი 1მ/კვადრატი

0,2

0,17

 

3

მინიმარკეტი

სამუშაო ფართი 1მ/კვადრატი

0,2

0,17

 

4

ელექტროტექნიკისა და შერეული საქონლის მაღაზია

სამუშაო ფართი 1მ/კვადრატი

0,2

0,17

 

5

სამეურნეო, სამრეწველო, ზოომაღაზია

სამუშაო ფართი 1მ/კვადრატი

0,2

0,17

 

6

აფთიაქი

სამუშაო ფართი 1მ/კვადრატი

0,2

0,17

 

7

ავეჯის სპეციალიზირებული მაღაზია

სამუშაო ფართი 1მ/კვადრატი

0,1

0,08

 

8

შერეული საქონლის ბაზრობა

ერთი ადგილი

1,2

1

 

9

აგრარული ბაზარი

ერთი ადგილი

0,8

0,7

 

10

კაფე, ბარი, რესტორანი, სასადილო, პიცერია

ერთ დასაჯდომ ადგილზე

1

0,83

 

11

სარიტუალო დარბაზი (გამოყენებული სამუშაო ფართი)

სამუშაო ფართი 1მ/კვადრატი

0,15

0,13

 

12

სასტუმრო

მომსახურების ერთეული(ერთი საწოლი)

1,72

1,43

 

13

სკოლა, ინსტიტუტი, კოლეჯი, ტექნიკუმი, პროფესიული სასწავლებელი

ერთ მოსწავლეზე

0,04

0,03

 

14

საბავშვო ბაღი,ბაგა-ბაღი

ერთ აღსაზრდელზე

0,6

0,5

 

15

ავტოსადგური

ღია ფართის 1მ/კვადრატი.

0,08

0,07

 

დახურული ფართის 1მ/კვადრატი.

0,25

0,21

 

16

კინოთეატრი, თეატრი

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,05

0,04

 

17

ავტოგასამართი სადგური/თხევადი აირით (სტაციონალური და არასტაციონალური) გასამართი სადგური

საერთო ფართის 1მ/კვადრატი

0,04

0,03

 

18

ავტოტექმომსახურების სადგური, სახელოსნო, ავტო სამრეცხაო (გამოყენებული სამუშაო ფართი)

ღია ფართის 1მ/კვადრატი.

0,02

0,02

 

დახურული ფართის 1მ/კვადრატი.

0,14

0,12

 

19

მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი

საერთო ფართის 1მ/კვადრატი

0,21

0,18

 

20

ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

საერთო ფართის 1მ/კვადრატი

0,34

0,28

 

21

სადალაქო, სილამაზის სალონები, კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები

საერთო ფართის 1მ/კვადრატი

0,46

0,38

 

22

საცხობი

სამუშაო ფართის 1მ/კვადრატი

0,2

0,16

 

23

საავადმყოფო, სამშობიარო სახლი

ერთი საწოლი

1,157

0,96

 

24

სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი, დისპანსერი, ექიმისა და სტომატოლოგიური კაბინეტი

საერთო ფართის 1მ/კვადრატი

0,16

0,13

 

25

პოლიკლინიკა

საერთო ფართის 1მ/კვადრატი

0,17

0,14

 

26

კავშირგაბმულობის ობიექტები (სატელეფონო სადგურები) ტელევიზია, ფოსტა და სადისტრიბუციო ენერგოკომპანიები და მათი ფილიალების საოფისე ფართები

საერთო ფართის 1მ/კვადრატი

0,15

0,13

 

27

რკინიგზის ორგანიზაციები და საწარმოები

საერთო ფართის 1მ/კვადრატი

0,18

0,15

 

28

სასაკლაოები

სამუშაო საერთო ფართის 1მ/კვადრატი

0,4

0,33

 

29

სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა

საერთო ფართის 1მ/კვადრატი

0,5

0,42

 

30

სახელმწიფო დაწესებულებების

მიერ სარგებლობაში არსებული ფართი

საერთო ფართის 1მ/კვადრატი

0,2

0,17

 

31

კულტურულ-საგანმანათლებლო

ღინისძიებისთვის გამოყენებული სასარგებლო ფართი

საერთო ფართის 1 მ/კვადრატი

0,06

0,05

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე