ბრძანება N 9301

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.04.2026
№ დოკუმენტი 9301
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9301

28 აპრილი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2026 წლის 30 მარტის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 აპრილის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2026 წლის 30 მარტის №51274/21 და №51252/01 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 თებერვლის №021-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

მომჩივანი მიუთითებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა სრულად გაზიარებული საჩივარში მითითებული გარემოებები და დავალიანება შემცირდა მხოლოდ 14 051 ლარით. წარმოდგენილი აქვს თავდაპირველ საჩივარში მითითებული სადავო საკითხები, კერძოდ:

1. არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საწარმოს ყველა გადარიცხვა ასახული აქვს დღგ-ის დეკლარაციებში.

2. არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწის სანაცვლოდ გადახდილი თანხის (რომელიც აჭარბებდა მიწის საბაზრო ღირებულებას) ფიზიკური პირის მიერ მიღებულ ფულად სარგებლად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის ღირებულება შეესაბამება საბაზრო ფასს. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურს არ გამოუკვლევია საბაზრო ფასი, არ შეუსწავლია და არ დაუნიშნავს რეალურად ექსპერტიზა, მაშინ როცა შპს „---ს“ ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნის მიხედვით კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენდა 65 ლარს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის №26955 ბრძანების საფუძველზე შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 13 სექტემბრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მ.შ. შეისწავლოს დავის ეტაპზე წარმოდგენილი შპს „----ის“ ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტმა საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ალტერნატიული ექსპერტიზა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის №26955 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 27 იანვარს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 14 051 ლარი, მათ შორის გადასახადი 9 367 ლარი და ჯარიმა 4 684 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტმა საჭიროებიდან გამომდინარე დანიშნა ალტერნატიული ექსპერტიზა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივლისის წერილის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან დადგინდა, რომ შპს ,,---ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 44 400 ლარი. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრმა თანხამ შეადგინა 55 750 ლარი. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა, სულ 14 051 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა შეესწავლა დავის ეტაპზე წარმოდგენილი შპს „---ის“ ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში დაენიშნა ალტერნატიული ექსპერტიზა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა საჭიროებიდან გამომდინარე დანიშნა ალტერნატიული ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, შპს „---ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ, 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით, შეადგინა 44 400 ლარი. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა, სულ 14 051 ლარით. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საწარმოს ყველა გადარიცხვა ასახული აქვს დღგ-ის დეკლარაციებში.

2. არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწის სანაცვლოდ გადახდილი თანხის (რომელიც აჭარბებდა მიწის საბაზრო ღირებულებას) ფიზიკური პირის მიერ მიღებულ ფულად სარგებლად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტმა საჭიროებიდან გამომდინარე დანიშნა ალტერნატიული ექსპერტიზა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივლისის წერილის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან დადგინდა, რომ მომჩივნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 44 400 ლარი. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრმა თანხამ შეადგინა 55 750 ლარი. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა, სულ 14 051 ლარით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.