N 387/04 - 27/12/2023 - „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №387/04
2023 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/01/2015; ს/კ: 220090000.18.011.016152) დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11 . თუ სახსრების ჩარიცხვა ხორციელდება საზღვარგარეთიდან, მიმღების ბანკი ვალდებულია ჩარიცხვა განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების“ შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნათელა თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე