ბრძანება N 20164

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 11.09.2026
№ დოკუმენტი 20164
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 20164

11 სექტემბერი 2026

ბრძანება

ფ/პ „-------“-ის (პ/ნ „-------“)

(მის: „-------“)

2026 წლის 20 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №79) განიხილა ფ/პ „-------“-ის (პ/ნ „-------“) N145716/21-12 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 11 აგვისტოს №21-11/60063 გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემაზე.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ყოფილ დამსაქმებელს შეჩერებული აქვს რეგისტრაცია და ვერ ხერხდება მასთან დაკავშირება. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ახალი ცნობის გაცემას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 30.07.2026 წლის N „-------“ განცხადებით ფ/პ „-------“-მა (პ/6 „-------“) შემოსავლების სამსახურს მიმართა გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების შესახებ ძველი ცნობის გაუქმების მოთხოვნით, რათა ახალ სამსახურში შეძლოს შეღავათით სარგებლობა.

შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემის მონაცემებში, 24.08.2026 წლის (12:38 საათის) მდგომარეობით ფიქსირდება დაქირავებულ პირზე - „-------“ (პ/6 „-------“) შპს „„-------“-ში“ (ს/ნ „-------“) 02.09.2013 წელს წარდგენილი ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.

ვინაიდან, შპს„-------“ (ს/ნ „-------“) წარმოადგენს რეგისტრაცია შეჩერებულ საწარმოს, ვერ განხორციელდა ფ/პ „-------“-ის (პ/6 „-------“) მოთხოვნის განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება გადამხდელს ეცნობა 2026 წლის 11 აგვისტოს №„-------“ წერილით.

შპს „------- - ს“ (ს/ნ „-------“) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების წარმოდგენა. ხოლო 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები (ნულოვანი ფორმით), რომლითაც დასარიცხი თანხა შეადგენს 0 ლარს.

შემოსავლების სამსახურის განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი.

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 391 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ (შემდგომში – ცნობა) საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას. ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ცნობა დაქირავებულს უფლებას აძლევს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან (საგადასახადო აგენტიდან) მიღებული შემოსავლების მიხედვით. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული; დაქირავებულმა პირმა ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათი, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს შესაბამისი სამუშაო ადგილიდან გაცემული შეტყობინება გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შეღავათებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 254-ე მუხლის შესაბამისად, შპს „-------- ს“ (ს/ნ „-------“), სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანამდე, შეუჩერდა რეგისტრაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2026 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით, რაც გულისხმობს, საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის შეზღუდვას. შემოსავლების სამსახურის მიერ განისაზღვრა საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობის შეზღუდვის პირობები, კერძოდ, საწარმოს (მათ შორის, ფილიალებს) ეზღუდება შემოსავლების სამსახურის მომსახურებით სარგებლობა. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ N996 ბრძანების 39-ე პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს შესაბამისი სამუშაო ადგილიდან (მოცემულ შემთხვევაში შპს „------ - ს“ (ს/ნ „-------“) გაცემული შეტყობინება გადახდის წყაროსთან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის შესახებ, რაც, მოცემულ შემთხვევაში, რეგისტრაციის შეჩერების გამო შეზღუდულია. ასევე, 2026 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით შპს „------- -ს“ (ს/ნ „-------“) სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი არ არის. ამასთან, შპს „------ - ს“ (ს/ნ „-------“) ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების წარმოდგენა. ხოლო 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები (ნულოვანი ფორმით), რომლითაც დასარიცხი თანხა შეადგენს 0 ლარს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ აქვს წინა დამქირავებლისგან გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების წარმოდგენის შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ფ/პ ------ -ის (პ/ნ „-------“) სახელზე გასცეს „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“, შპს „------- ში“ (ს/ნ „-------“) წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ფ/პ „-------“-ის (პ/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2.შპს „------ -ში“ (ს/ნ „-------“) წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად;

3.დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ფ/პ „-------“-ის (პ/ნ „-------“) მიმართ გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ;

4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ყოფილ დამსაქმებელს შეჩერებული აქვს რეგისტრაცია და ვერ ხერხდება მასთან დაკავშირება. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ახალი ცნობის გაცემას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების შესახებ ძველი ცნობის გაუქმების მოთხოვნით, რათა ახალ სამსახურში შეძლოს შეღავათით სარგებლობა. შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემის მონაცემებში, 24.08.2026 წლის მდგომარეობით ფიქსირდება დაქირავებულ პირზე - მომჩივანზე კომპანიაში 02.09.2013 წელს წარდგენილი ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ. ვინაიდან,კომპანია წარმოადგენს რეგისტრაცია შეჩერებულ საწარმოს, ვერ განხორციელდა მომჩივანის მოთხოვნის განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება გადამხდელს ეცნობა წერილით.კომპანიას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების წარმოდგენა. ხოლო 2023 იანვრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები (ნულოვანი ფორმით), რომლითაც დასარიცხი თანხა შეადგენს 0 ლარს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად,მომჩივანის სახელზე გასცეს „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“, კომპანიაში წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

82(5).