ბრძანება N 17517

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.07.2026
№ დოკუმენტი 17517
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17517

31 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ----)

(ფაქტ. მის.: ----) 2026 წლის 3 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისის სხდომზე (ოქმი №69) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2026 წლის 3 ივლისის №103245/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 4 ივნისის №077-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ავტომობილის იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არ მოხდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გათვალისწინება, კერძოდ, საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა, რომ კომპანიას დღგ დეკლარირებული ჰქონდა სხვა საანგარიშო პერიოდში და მას შემოწმების აქტით უნდა მოეხდინა საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საანგარიშო პერიოდის ცვლილება. ამასთან, აღნიშნული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა მოიჯარის მიერ საიჯარო თანხების ჯამურად ჩარიცხვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ პერიოდებში, შესაბამისად, კომპანიისთვის დამატებით გადასახადის დარიცხვა იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაწეულ გადაზიდვის მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოს ოპერაციის აუდიტორული შეფასების პროცესში უნდა შეემოწმებინა, ავტომობილის გადაცემა მოხდა მძღოლით უზრუნველყოფით თუ მის გარეშე. თუ კომპანიის მიერ მესამე პირებზე ავტომობილების გადაცემა მოხდა მძღოლით უზრუნველყოფის გარეშე, მაშინ სახეზეა არა მესამე პირებისთვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა, არამედ ავტომობილის დროებით სარგებლობაში გადაცემა (იჯარა) და გაწეული მომსახურების თანხის გამოთვლა უნდა მომხდარიყო შესაბამისი ავტომობილის იჯარის საბაზრო ფასიდან და არა სატრანსპორტო მომსახურების თანხიდან. აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლზომიერად იქნება მიჩნეული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნებისთვის სატრანსპორტო მომსახურების საბაზრო ფასების გამოყენება, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი თანხები მაინც ექვემდებარება გადაანგარიშებას (შემცირებას), რადგანაც შეუსაბამოა ბაზარზე დადგენილ სატრანსპორტო მომსახურებების საბაზრო ფასთან.

3. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს, კერძოდ, შესყიდულ საქონელზე ფასნამატის გავრცელებას. აღნიშნავს, რომ დადგენილი ფასნამატი ექვემდებარება გადაანგარიშებას (შემცირებას) და ფასნამატის გაანგარიშებაში ჩართული უნდა იყოს არამარტო ის საქონელი, რომელიც მაღალი სარეალიზაციო ფასნამატით ხასიათდება, არამედ ყველა საქონელი, რომელთა ხვედრითი წილი მთლიან შემოსავალში არსებითია. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნას მთლიან შემოსავალში მათი ხვედრითი წილიც.

4. გადამხდელი ითხოვს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინებას. აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში კომპანიას (მექანიკური შეცდომის გამო) არ აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხები 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურები წარდგენილია საგადასახადო დეკლარაციებზე, კერძოდ, მექანიკური შეცდომის გამო ჩათვლაში არ მოხვდა ეა--- და ეა ---- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 ნოემბრის №24795 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ის“ (ს/ნ ----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოვლენილი შემოსავლების მიღებულად და ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იმ ზედნადებების მიხედვით, რომელშიც ტვირთების გადამზიდავ მანქანების გრაფაში ფიქსირდება იჯარით გაცემის პერიოდში კომპანიის კუთვნილი ავტომობილების მონაცემები, აღნიშნული ოპერაციების შპს „---ის“ მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

6. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 ნოემბრის №24795 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 15 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 30 224 ლარი, მათ შორის, გადასახადი 20 274 ლარი, ჯარიმა 9 950 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 4 ივნისის №077-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ვინაიდან შემოწმებით არ დასტურდება ფულის მიღების ფაქტი, აუდიტის დეპარტამენტმა განსახილველ შემთხვევაში გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოვლენილი შემოსავლების მიღებულად და ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებარა შემცირებას.

2. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს „---ს“ მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებად განხილვა და საგადასახადო ვალდებულებების დამატებით განსაზღვრა იმ ზედნადებების მიხედვით, რომელშიც ტვირთების გადამზიდავ მანქანების გრაფაში ფიქსირდება იჯარით გაცემის პერიოდში კომპანიის კუთვნილი ავტომობილების მონაცემები, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ ჩათვალა დაუსაბუთებლად, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინა აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, რომელიც მთლიანად წარმოადგენდა მანქანების იჯარით გაცემის პერიოდში დარიცხვას.

3. აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული (დანართი №10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების 25-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ნაწილში განხორციელებული დარიცხვა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში არ დაექვემდებარა შემცირებას.

4. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მექანიკური შეცდომის გამო არ აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხები საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ეა ---(საწვავის შეძენის ფაქტურა) და ეა --- ანგარიშ-ფაქტურით, თუმცა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარდგენილია საგადასახადო დეკლარაციებზე. აუდიტის დეპარტამენტმა, შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით და დადგინდა, რომ ანგარიშ-ფაქტურა ეა --- ჩასათვლელი თანხით 218 ლარი და ეა --- ანგარიშ-ფაქტურა ჩასათვლელი თანხით 1584 ლარი, ჯამში 1802 ლარი, წარდგენილია საგადასახადო დეკლარაციებზე და აღნიშნული თანხით ნაკლები თანხა ჩაითვალა დღგ-ში, მაგრამ ამავე დროს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში ზედმეტად ჩათვლილი ჰქონდა იგივე რაოდენობის თანხა, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში თანხები არ შემცირდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 31 ივლისს 13:00 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლების ხელფასის სახით განაცემად, ასევე საწარმოს მიერ განხორციელებული ოპერაციის სატრანსპორტო მომსახურებად განხილვის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში არ დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, დღგ-ის ჩათვლებში არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ეა --- (საწვავის შეძენის ფაქტურა) და ეა --- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული დღგ-ის თანხა იმ საფუძვლით, რომ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელს ზედმეტად ჩათვლილი აქვს იგივე რაოდენობის დღგ-ის თანხა. შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ასევე, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება ავტომობილის იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაწეულ გადაზიდვის მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს.

3. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს, კერძოდ, შესყიდულ საქონელზე ფასნამატის გავრცელებას.

4. გადამხდელი ითხოვს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ვინაიდან შემოწმებით არ დასტურდება ფულის მიღების ფაქტი, აუდიტის დეპარტამენტმა განსახილველ შემთხვევაში გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოვლენილი შემოსავლების მიღებულად და ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებარა შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებად განხილვა და საგადასახადო ვალდებულებების დამატებით განსაზღვრა იმ ზედნადებების მიხედვით, რომელშიც ტვირთების გადამზიდავ მანქანების გრაფაში ფიქსირდება იჯარით გაცემის პერიოდში კომპანიის კუთვნილი ავტომობილების მონაცემები, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ ჩათვალა დაუსაბუთებლად, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინა აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, რომელიც მთლიანად წარმოადგენდა მანქანების იჯარით გაცემის პერიოდში დარიცხვას.

აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ნაწილში განხორციელებული დარიცხვა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში არ დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტმა, შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით და დადგინდა, რომ ანგარიშ-ფაქტურა ჩასათვლელი თანხით 218 ლარი და - ჩასათვლელი თანხით 1584 ლარი, ჯამში 1802 ლარი, წარდგენილია საგადასახადო დეკლარაციებზე და აღნიშნული თანხით ნაკლები თანხა ჩაითვალა დღგ-ში, მაგრამ ამავე დროს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში ზედმეტად ჩათვლილი ჰქონდა იგივე რაოდენობის თანხა, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში თანხები არ შემცირდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.