გადაწყვეტილება №22624/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 10.07.2024
№ დოკუმენტი 22624/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22624/2/2024

10 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ს 20.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22624/2/2024).

 

დავის საგანი:

დებიტორული დავალიანების დაკვალიფიცირება განაწილებულ დივიდენდად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №066-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.02.2024 წლის №1834 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 5 161.23 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 2 778

მოგების გადასახადი - 2 165

საშემოსავლო გადასახადი - 613

ჯარიმა - 1 489

საურავი - 894.23

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება და რემონტი. კომპანიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის №29099 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 24.11.2023 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №32299 ბრძანება და ამავე თარიღის №066-16 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 23.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.02.2024 წლის №1834 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის №44835-21-04 წერილით წარმოდგენილ და გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის 2.02.2024 წლის №1834 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 15.02.2024 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 6.03.2024 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 20.03.2024 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

საჩივარში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე მომჩივნის წარმომადგენელს (ბუღალტერს) აღნიშნულზე მიეწოდა ინფორმაცია, თუმცა პოზიცია არ დაუფიქსირებია.

ამდენად, მომჩივანი არ წარმოადგენს მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას, რაც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება და რემონტი. კომპანიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის №29099 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 24.11.2023 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №32299 ბრძანება და ამავე თარიღის №066-16 საგადასახადო მოთხოვნა. 10 ივლისი 2024 N 03/52754 2 აღნიშნული აქტები 23.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.02.2024 წლის №1834 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301