გადაწყვეტილება №19427/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 18.05.2023
№ დოკუმენტი 19427/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19427/2/2023

18.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „----------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ---------- 14.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19427/2/2023).

 

დავის საგანი:

1. განკარგვადი თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად მიჩნევა;

2. გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირებზე გადახდილი მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის №081-93 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32395 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 588 674,16 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 317 457

დღგ - 162 951

მოგების გადასახადი - 106 856

საშემოსავლო გადასახადი - 47 650

ჯარიმა - 192 590

საურავი - 78 627,16

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.05.2020 წლიდან 1.12.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის №081-93 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32395 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №42334-21-04 წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32395 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 22.12.2022 წელს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 22.12.2022 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32395 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 11.01.2023 წელი. ხოლო, საჩივარი (№19427/2/2023) დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 14.04.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32395 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. განკარგვადი თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად მიჩნევა;

2. გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირებზე გადახდილი მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.05.2020 წლიდან 1.12.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის №081-93 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32395 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ე", 44(9), 299(10), 305(1).