გადაწყვეტილება №24596/2/2025
📄 სრული ტექსტი
№ 24596/2/2025
12 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: : შპს -------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------31.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24596/2/2025).
დავის საგანი:
უარი კომპანიის ერთ-ერთი დირექტორისთვის (წილის 50%-ის მფლობელი) გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაშვებაზე და საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის გადაცემაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 6.12.2024 წლის №25559 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შპს ----- ერთ-ერთი დირექტორის, ----- მინდობილმა პირმა 2024 წლის 11, 22, 28 ოქტომბერს, 7 და 15 ნოემბერს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლითაც კომპანიის დირექტორი, ------ ითხოვდა, კომპანიის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაშვებას (გაიცეს მასზე მომხმარებელი და პაროლი), ხოლო აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომპანიის დირექტორს - ------- შეეზღუდოს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომა.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2024 წლის №25559 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შეისწავლოს შპს „-------“ (ს/ნ --------) დირექტორების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაშვების უფლებამოსილების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები/პროცედურები; დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2024 წლის №25559 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 44-ე მუხლის პირველ და მე-16 ნაწილებზე, გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, 97-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს, საჩივრის ზეპირი განხილვისას ----- მიერ წარდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, მასსა და შპს „--------“ მეორე დირექტორს - -------- შორის არსებული კონფლიქტის გამო, -------- არ აწვდის ინფორმაციას კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ. ამასთან, მიუთითებს, რომ კომპანიის წესდების მიხედვით ორივე დირექტორს ცალ-ცალკე აქვთ საწარმოს ერთპიროვნულად წარმოდგენის უფლებამოსილება და ითხოვს კომპანიის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაშვებას (გაიცეს მასზე მომხმარებელი და პაროლი), ხოლო აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომპანიის დირექტორს - -------- შეეზღუდოს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაშვების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შეისწავლოს შპს „---------“ დირექტორების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაშვების უფლებამოსილების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები/პროცედურები.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია რეგისტრირებულია -------- სასამართლოს მიერ 19.11.2003 წელს --------- დადგენილებით. წესდების თანახმად ჰყავს ორი დირექტორი, რომელთაც ცალ-ცალკე გააჩნიათ ერთპიროვნულად საწარმოს წარდგენის უფლებამისილება.
7.08.2024 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტებს №132182/21-11, №132132/21 და №132135/21-15 განცხადებებით და ითხოვა შპს -------- მომხმარებლის სახელის და პაროლის გაწერა შპს --------- დირექტორის -----------, თუმცა ორი თვეა პასუხი არ მიუღია.
იგივე თხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს 20.08.2024 წლის №-----; №----- და №-----, 29.08.2024 წლის №-----; №-----; №----- და №----- და 2.09.2024 წლის №-----; №----- და №----- წერილებით. ასევე, შემოსავლების სამსახურს მიმართა საჩივრით და გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტების უარი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მომსახურების დეპარტამენტმა შეისწავლოს კომპანიის დირექტორების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაშვების უფლებამოსილების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები/პროცედურები.
მომსახურების დეპარტამენტის წერილები განუმარტავენ ონლაინ ავტორიზაციის პროცედურას, რომელიც ისედაც ცნობილია. კომპანიის მომხმარებლის სახელი და პაროლი რეგისტრირებული აქვს მეორე დირექტორს ------, რომელიც ასევე არის შპს-ის დირექტორი და კომპანიის 50% წილის მფლობელი. რომელიც არანაირ ინფორმაციას არ აწვდის ასევე, დირექტორსა და 50% წილის მფლობელს -----. კომპანიის დირექტორს -------- მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები არ არეგისტრირებენ არც პირადად და არც ონლაინ. ამიტომაც მიმართა შემოსავლების სამსახურს, თუმცა უშედეგოდ, საკითხის გადაწყვეტის ნაცვლად გადაამისამართეს ისევ ოპერატორთან, რომელიც ვერ იღებს გადაწყვეტილებას ვიწრო კომპეტენციის გარეთ. ამის გამო წარადგინა საჩივარი და პასუხად წარმოებაში მიღების, წარმოებაში მიღებაზე უარის ან განუხილველად დატოვების ნაცვლად მიიღო 18.10.2024 წლის №-------- წერილი.
განმეორებით წარმოადგენს საჩივარს შემოსავლების სამსახურის მომსახურების და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტების უარზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე.
შპს -------- -------- უფლებას ხელყოფენ შემოსავლების სამსახურის მომსახურების და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტები და არ აძლევენ წვდომას იმ ინფორმაციაზე, რომელზე წვდომაც მას კანონით ეკუთვნის. შპს --------- დირექტორი --------- არის შპს -------- სრულუფლებიანი დირექტორი, იმავე უფლებებით, რაც გააჩნია მეორე დირექტორს, იგი ასევე არის კომპანიის 50%-ის მფლობელი, ამის მიუხედავად შპს --------მეორე დირექტორი ---------- სრულად აკონტროლებს გადასახადის გადამხდელის გვერდს rs.ge პორტალზე, ხოლო იმავე უფლების მქონე შპს --------- სრულუფლებიან დირექტორს და ამავე დროს შპს-ის 50% წილის მფლობელს ----------, რომელიც საწარმოს ფუნქციონირების პერიოდში ნამდვილი მმართველი დირექტორი იყო, არ ეძლევა ნახვის უფლებაც კი.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა 30.10.2024 წლის №------- წერილით აღიარა შპს -------- დირექტორის -------- უფლებამოსილება და გასცა ნაწილობრივ ინფორმაცია შპს -------- მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების, სალარო აპარატების და გადახდების შესახებ, თუმცა 6.12.2024 წლის №-------- წერილით უკვე შეცვალა პოზიცია და უარი უთხრა ინფორმაციის გაცემაზე.
იმის მიუხედავად, გაიცემა თუ არა ცალკე „--------“ (მომხმარებლის სახელი და პაროლი) შპს -------- დირექტორ ---------, შპს ------- დაკავშირებული ინფორმაცია ღია უნდა იყოს შპს ---------- წილის 50%-ის მფლობელი -----------. ამასთანავე, აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შპს ---------- ადგილი უნდა ჰქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, უსაქონლო/ფიქტიურ ოპერაციებს, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და სხვა სამართალდარღვევებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საკითხის (ცალკე „-------“ (მომხმარებლის სახელი და პაროლი)) არსებითად გადაწყვეტამდე შპს ---------დირექტორ და შპს --------- წილის 50%-ის მფლობელი --------- გაიცეს შპს --------- საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია და დოკუმენტები. ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 6.12.2024 წლის №25559 ბრძანების და შემოსავლების სამსახურის მომსახურების და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტების ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარის ბათილად ცნობას და დაევალოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტებს გაუწეროს/მიაწოდოს მომხმარებლის სახელი და პაროლი კომპანიის დირექტორის ----------.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საგადასახადო ორგანოში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას.
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად:
1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი), ასევე – გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის www.eservices.rs.ge (შემდეგში – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი) გამოყენებით.
6. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისის/სამსახურის ვებგვერდის/განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.
7. საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ან/და საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეცვლის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მიუთითოს ახალი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ან/და საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში, მომსახურების დეპარტამენტის წერილზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ:
შპს ------- ერთ-ერთი დირექტორის, ------- მინდობილ პირს მომსახურების დეპარტამენტის მიერ განემარტა, რომ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე შპს ------- წვდომის აღდგენა შესაძლებელია ვიდეოზარის სერვისის მეშვეობით - https://videocall.rs.ge. ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ამჟამად დაფიქსირებული ტელეფონის ნომრის (-------) ცვლილების და მომხმარებლის/პაროლის აღდგენის შემდეგ. ამასთან, აღნიშნული მომსახურების განსახორციელებლად, სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრში ატვირთულ უნდა იქნეს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე (www.napr.gov.ge) განთავსებულ შპს ------- (ს/ნ --------) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში (25.11.2022 წელი) ფიქსირდება 2 (ორი) ხელმძღვანელი/წარმომადგენელი (------- - 50% და -------- - 50%), ხოლო ამავე ვებგვერდზე განთავსებული წესდების მიხედვით საზოგადოების დირექტორს აქვს სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის მომხმარებლის სახელი და პაროლი რეგისტრირებული აქვს მეორე დირექტორს --------, რომელიც ასევე, არის შპს-ის დირექტორი და შპს-ის 50%-იანი წილის მფლობელი, რომელიც არანაირ ინფორმაციას არ აწვდის ასევე დირექტორსა და 50%-იანი წილის მფლობელს ---------. შპს -------- დირექტორი --------- არის შპს -------- სრულუფლებიანი დირექტორი, იმავე უფლებებით, რაც გააჩნია მეორე დირექტორს, იგი ასევე არის კომპანიის წილის 50%-ის მფლობელი, ამის მიუხედავად შპს ორიგინალის მეორე დირექტორი --------- სრულად აკონტროლებს გადასახადის გადამხდელის გვერდს rs.ge პორტალზე, ხოლო იმავე უფლების მქონე შპს -------- სრულუფლებიან დირექტორს და ამავე დროს კომპანიის 50% წილის მფლობელს ---------, რომელიც საწარმოს ფუნქციონირების პერიოდში ნამდვილი მმართველი დირექტორი იყო, არ ეძლევა ნახვის უფლებაც კი. შპს -------- დაკავშირებული ინფორმაცია ღია უნდა იყოს შპს -------- წილის 50%-ის მფლობელი -------. ამასთანავე, აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შპს -------- ადგილი უნდა ჰქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, უსაქონლო/ფიქტიურ ოპერაციებს, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და სხვა სამართალდარღვევებს. მომჩივანი ითხოვს საკითხის (ცალკე „------“ (მომხმარებლის სახელი და პაროლი)) არსებითად გადაწყვეტამდე შპს -------- დირექტორ და შპს ------- წილის 50%-ის მფლობელი --------- გაიცეს შპს -------- საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია და დოკუმენტები. ასევე, დაევალოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტებს გაუწეროს/მიაწოდოს მომხმარებლის სახელი და პაროლი კომპანიის დირექტორის ---------.
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი მოპასუხე ორგანოს 3.02.2025 წლის №-------- წერილით დგინდება, რომ კომპანიის ერთ-ერთი დირექტორის, --------- მინდობილი პირი -------- ითხოვდა მომსახურების დეპარტამენტს მიეწოდებინა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე წვდომისათვის მომხმარებელი და პაროლი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი მოთხოვნაა წარდგენილი, რომელზეც თბილისის სერვისცენტრის მიერ გაცემულია პასუხები, კერძოდ: -------- (15.08.2024 წელი), ---------- (29.08.2024 წელი), -------- (03.09.2024 წელი), -------- (17.09.2024 წელი),-------- (18.10.2024 წელი). წერილი შემოსულია მოქალაქის პორტალიდან, შესაბამისად პასუხებიც გაგზავნილია ამავე არხით, ასევე გაგზავნილია კომუნიკატორის გზითაც, ასევე ფოსტის საშუალებითაც. მინდობილ პირს წერილობით განემარტა, რომ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე შპს „---------“ წვდომის აღდგენა შესაძლებელია ვიდეოზარის სერვისის მეშვეობით - https://videocall.rs.ge. ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ამჟამად დაფიქსირებული ტელეფონის ნომრის (---------) ცვლილების და მომხმარებლის/პაროლის აღდგენის შემდეგ. ამასთან, აღნიშნული მომსახურების განსახორციელებლად, სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრში ატვირთულ უნდა იქნას ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე, გადაეგზავნა შესაბამისი ინსტრუქცია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის მე-11 მუხლის საფუძველზე პაროლის აღდგენა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის საშუალებით (eservices.rs.ge), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში არ არის დაფიქსირებული აქტიური ტელეფონის ნომერი, თავდაპირველად, უნდა შეიცვალოს ტელეფონის ნომერი ვებ გვერდი - videocall.rs.ge-ის საშუალებით. ტელეფონის ნომრის ცვლილება შესაძლებელია განახორციელოს უფლებამოსილმა პირმა ან მისმა წარმომადგენელმა ნოტარიული მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში. შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე წვდომა ეძლევა გადასახადის გადამხდელს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე (www.napr.gov.ge) განთავსებულ შპს „--------“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში (25.11.2022 წელი) ფიქსირდება 2 (ორი) ხელმძღვანელი/წარმომადგენელი (--------- - 50% და --------- - 50%), ხოლო ვებგვერდზე განთავსებული წესდების მიხედვით საზოგადოების დირექტორს აქვს სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 6.12.2024 წლის №25559 ბრძანების შესაბამისად მიმდინარეობს სადავო საკითხის შესწავლა.
მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 6.12.2024 წლის №25559 ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს შპს „--------“ დირექტორების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაშვების უფლებამოსილების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები/პროცედურები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 6.12.2024 წლის №25559 ბრძანება მართებულია და არ არსებობს აღნიშნული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
უარი კომპანიის ერთ-ერთი დირექტორისთვის (წილის 50%-ის მფლობელი) გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაშვებაზე და საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის გადაცემაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ში ფიქსირდება ორი ხელმძღვანელი/წარმომადგენელი. მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის მომხმარებლის სახელი და პაროლი რეგისტრირებული აქვს მეორე დირექტორს რომელიც შპს-ის ა 50%-იანი წილის მფლობელია,რომელიც არანაირ ინფორმაციას არ აწვდის ასევე დირექტორს.რომელიც ასევე შპს-ს 50%-იანი წილის მფლობელია. მომჩივანი ითხოვს საკითხის (ცალკე „იუზერი“ (მომხმარებლის სახელი და პაროლი)) არსებითად გადაწყვეტამდე შპს-ს დირექტორ და შპს-ს წილის 50%-ის მფლობელზე გაიცეს შპს-ს საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია და დოკუმენტები. ასევე, დაევალოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტებს გაუწეროს/მიაწოდოს მომხმარებლის სახელი და პაროლი კომპანიის დირექტორისთვის.
შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე შპს-ს წვდომის აღდგენა შესაძლებელია ვიდეოზარის სერვისის მეშვეობით. ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ამჟამად დაფიქსირებული ტელეფონის ნომრის ცვლილების და მომხმარებლის/პაროლის აღდგენის შემდეგ. ამასთან, აღნიშნული მომსახურების განსახორციელებლად, სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრში ატვირთულ უნდა იქნას ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.
ტელეფონის ნომრის ცვლილება შესაძლებელია განახორციელოს უფლებამოსილმა პირმა ან მისმა წარმომადგენელმა ნოტარიული მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში. მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 6.12.2024 წლის №25559 ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს შპს-ს დირექტორების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაშვების უფლებამოსილების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები/პროცედურები.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 6.12.2024 წლის №25559 ბრძანება მართებულია და არ არსებობს აღნიშნული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის მე-11 მუხლს.