გადაწყვეტილება №20069/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20069/2/2023
19 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 26.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20069/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აპრილის №002-45 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №14174 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 104 300 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 65 538
მოგების გადასახადი - 166
საშემოსავლო გადასახადი - 65 372
ჯარიმა - 32 807
საურავი - 5 955
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა ჯართით ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის №4840 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა „ორისში“. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილი აქვს 2 549 836 ლარის ღირებულების ჯართი, საიდანაც გადახდის წყაროსთან დაბეგრილია მხოლოდ 370 691 ლარის ჯართის შეძენა. ასევე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გაცემული აქვს ხელფასი 12 000 ლარის ოდენობით. ფიქსირდება დაბეგვრის პერიოდის ცვლილების შემთხვევა. ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს კომუნალური გადასახადები, რაზეც არ გააჩნდა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. ამასთან, აღნიშნული ხარჯი არ არის დაკავშირებული მის ეკონომიკურ საქმიანობასთან. ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 982 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აპრილის №7931 ბრძანება და №002-45 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 ივნისის №14174 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია ფუნქციონირებდა არასრული წელი და არ ჰყავდა კვალიფიციური/გამოცდილი კადრი. ასევე, რიგ შემთხვევაში ფიზიკური პირები აცხადებდნენ, რომ იყვნენ გადასახადის გადამხდელები, ინდ. მეწარმეები და პირდებოდნენ შესაბამისი საბუთების წარდგენას, რაც საბოოლოდ ვერ მოხერხდა. მომჩივანი მზად არის გადაიხადოს დარიცხული გადასახადი და ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელის ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
- შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილი აქვს ჯართი, გაცემული აქვს ხელფასი , რაც გადახდის წყაროსთან დაბეგრილი არ არის. ფიქსირდება დაბეგვრის პერიოდის ცვლილების შემთხვევა.
- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს კომუნალური გადასახადები, რაზეც არ გააჩნდა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. ამასთან, აღნიშნული ხარჯი არ არის დაკავშირებული მის ეკონომიკურ საქმიანობასთან.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აპრილის №7931 ბრძანება და №002-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურეის 2023 წლის 20 ივნისის №14174 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 982(1); 1333(3-ზ);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, მუხლი 393