გადაწყვეტილება №19820/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 20.07.2023
№ დოკუმენტი 19820/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19820/2/2023

20 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ ------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------”-ის 30.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19820/2/2023).

 

დავის საგანი:

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №CB1438886 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6362 ბრძანება. დარიცხული თანხა: ჯარიმა - 74 673 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №CB1438886 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, ჯარიმა გამოვლენილი დანაკლისის 10%-ის ოდენობით (74 673.5 ლარი), რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6362 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 18.05.2023 წლის №19446/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი კვლავ მომართავს საბჭოს საჩივრით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №CB1438886 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით სადავოა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №CB1438886 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

მომჩივანს 6.02.2023 წლის №CB1438886 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, ჯარიმა გამოვლენილი დანაკლისის 10%-ის ოდენობით (74 673.5 ლარი), რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6362 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, საბჭოს 18.05.2023 წლის №19446/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა იგივე მოთხოვნით კვლავ მომართა საბჭოს.

ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №CB1438886 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა სანქცია, ჯარიმა გამოვლენილი დანაკლისის 10%-ის ოდენობით (74 673.5 ლარი), რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6362 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 18.05.2023 წლის №19446/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი კვლავ მომართავს საბჭოს საჩივრით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №CB1438886 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნით.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ზ".