ბრძანება N 31494
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31494
14 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 10 ნოემბრის საჩივარის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №126) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 10 ნოემბრის №190582/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №081-258 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
ფულის ნაშთის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით უნდა მომხდარიყო მივლინების ხარჯების განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანების მიხედვით. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ძირითადად ხორციელდება ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვები, შესაბამისად საბაჟოზე ფიქსრიდება მძღოლების საზღვრის კვეთა, რითაც მარტივად არის შესაძლებელი დადგინეს საზღვარგარეთ ყოფნის დღეების ოდენობა და გაანგარიშდეს მივლინების ხარჯები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 მარტის №4276 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 მარტის №4276 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 29 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 9 250 ლარი, მათ შორის: გადასახადი 6 167 ლარი, ჯარიმა 3 083 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 12 ოქტომბრის №081-258 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საზღვარგარეთ ხარჯის გაწევის (ავტომობილის შეკეთების) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: ინვოისები და გადახდის ქვითრები. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია და გათვალისწინებულ იქნა კომპანიის ფულის ნაშთის გაანგარიშებაში.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, კერძოდ, გადამხდელმა წარმოადგინა საზღვარგარეთ ხარჯის გაწევის (ავტომობილის შეკეთების) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა კომპანიის ფულის ნაშთის გაანგარიშებაში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შედეგებს ფულის ნაშთის გაანგარიშებასთან დაკავშირებით .
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 მარტის №4276 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადამხდელის საჩივარი.
გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, კერძოდ, გადამხდელმა წარმოადგინა საზღვარგარეთ ხარჯის გაწევის (ავტომობილის შეკეთების) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა კომპანიის ფულის ნაშთის გაანგარიშებაში. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).