გადაწყვეტილება №21046/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.02.2024
№ დოკუმენტი 21046/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21046/2/2023

12 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 12.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21046/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების 13.01.2023 წლის №223 აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №006-93 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22783 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 7 106 204.25 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 3 468 353

დღგ - 1 325 590

მოგების გადასახადი - 29 792

საშემოსავლო გადასახადი - 2 112 971

ჯარიმა - 1 735 971

საურავი - 1 902 180.25

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა არალითონური საქონლით (რაც არ დასტურდება ჩატარებული შემოწმების შედეგად).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 17.09.2018 წლიდან 1.08.2020 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 30.06.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სიდანაც ირკვევა, რომ:

- გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერის შესწავლით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში სავალუტო ანგარიშიდან განხორციელებულია გადარიცხვები არარეზიდენტ იურიდიულ პირზე (------ LLC) ჯამურად 140 616,4 ლარის ოდენობით. საბანკო ამონაწერების მიხედვით გადარიცხული თანხების ნაწილს დანიშნულებაში მითითებული აქვს მომსახურება. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის მიხედვით, გადამხდელს არარეზიდენტ პირებზე განაცემები (156 240 = 140 616.4/0.9) დაბეგრილი აქვს გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით. შემოწმების პროცესში საწარმოს მიერ არ არის წარდგენილი აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად ვერ დგინდება მისი კავშირი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი;

- საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარუდგენია. სასამართლოს შუამდგომლობით საწარმოს მომსახურე ბანკებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია საბანკო ანგარიშების/ამონაწერების შესახებ. საწარმოს დირექტორის მიერ ბანკის ანგარიშებიდან გატანილია თანხები დანიშნულებით ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის შეძენის მიზნით, ასევე ფიქსირდება თანხების ბანკომატებიდან გატანა. აღნიშნული თანხების გახარჯვა არ ფიქსირდება. თანხების მხოლოდ მცირე ნაწილია ისევ საბანკო ანგარიშზე შეტანილი. ამასთან, საწარმოს უფიქსირდება კაპიტალში თანხების შეტანაც. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან და ბანკომატებიდან გატანილი თანხები (საბანკო ანგარიშებზე შეტანისა და კაპიტალში შეტანილი თანხების გამოკლებით) ჯამურად 8 523 652 ლარის ოდენობით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით გაცემულად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა ბაზამ შეადგინა 10 654 448 (8 523 559/0.8) ლარი. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;

- კომპანიის დირექტორი/დამფუძნებელია ბულგარეთის მოქალაქე, რომელსაც 17.09.2018 წლიდან 2.11.2019 წლამდე პერიოდში სულ 6-ჯერ უფიქსირდება საქართველოში შემოსვლა და გასვლა (მაქს. 5 დღით). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა არალითონური საქონლით, რაც არ დასტურდება შემოწმებით. საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარუდგენია. სასამართლოს მეშვეობით საწარმოს მომსახურე ბანკებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია საბანკო ანგარიშების/ამონაწერების შესახებ, რომლის მიხედვითაც საწარმოს უცხოური კომპანიებისაგან მიღებული აქვს 8 690 028 ლარის ექვივალენტი შემოსავალი, დანიშნულებაში მითითებულია კონტრაქტები (მ.შ. სატრანსპორტო მომსახურება, კონტეინერები), ინვოისები, პროფორმა ინვოისები. აღნიშნული შემოსავლის ნაწილი 7 432 114 ლარის ოდენობით დეკლარირებული მონაცემებით დაფიქსირებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით განთავისუფლებულ ბრუნვაში. ვინაიდან, შემოწმების შედეგად ვერ დგინდება საწარმოს საქმიანობის სახე, საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები 7 364 430 (8 690 028/1.18) ლარის ოდენობით მიღების თვის საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვად. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;

- 21.10.2019 წელს გადამხდელის მიერ საქართველოს ბანკის ანგარიშიდან გადარიცხულია თანხა 2 901.82 ლარის ოდენობით „მერკური ჰოუტელზე“. შემოწმების პროცესში საწარმოს მიერ არ არის წარდგენილი აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად ვერ დგინდება მისი კავშირი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2021 წლის №23485 ბრძანება და 20.07.2021 წლის №006-586 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.09.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.01.2022 წლის №223 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.01.2022 წლის №223 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა.

აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 24.02.2023 წლის დასკვნა, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა 13.03.2023 წლის №4687 ბრძანება და ამავე თარიღის №006-93 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 10.04.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.09.2023 წლის №22783 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე საწარმომ მატერიალური ფორმით წარადგინა მხოლოდ ირანული კომპანია "-------" -სგან საქონლის შეძენისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია არის მხოლოდ ინვოისები ელექტრონული სახით, რომლის მიხედვით მყიდველებად ფიქსირდებიან რუსეთის, საბერძნეთის, რუმინეთის და ბულგარეთის საწარმოები. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარდგენილ საჩივარზე თანდართული მასალები (ელექტრონული სახით). მათ შორისაა არარეზიდენტი იურიდიულ პირის "------" LLC-ის ინვოისები. შემოწმებისათვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები თანხვედრაში არ არის დანარჩენ ინფორმაციასთან. ამასთან, წარდგენილი ინფორმაციის (მ.შ 24.02.2023 წელს დამატებით ელექტრონული სახით წარდგენილი, რომელიც საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით გამოთხოვილია ირანიდან) შესწავლით ვერ დგინდება რეალურად საქონლის ირანიდან ექსპორტის და სხვა ქვეყანაში იმპორტის ოპერაციები (საბაჟო დოკუმენტაციით ვერ ხდება პირის იდენტიფიცირება). უცხოური კომპანიებისგან მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს უცხოური ვალუტის ანგარიშზე ერიცხებოდა თანხები არარეზიდენტი კომპანიებიდან, საფუძველად კი მითითებული იყო ინვოისი ან ხელშეკრულება. ამასთან აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით არ დგინდება საწარმოს მიერ საქონლის შეძენა/რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე (არ ფიქსირდება სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და საბაჟო დეკლარაცია). ასევე, არ ფიქსირდება საწარმოს საქმიანობის სახე, ხოლო წესდების თანახმად საწარმოს უფლება აქვს მოგების მიზნით განახორციელოს ნებისმიერი კანონით აუკრძალავი საქმიანობა. შემოწმებით საწარმოს მიერ მიღებული თანხები შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალა საშუამავლო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა დღგ-ის 18%- იანი განაკვეთით. რაც შეეხება, სასტუმრო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საწარმოს ინფორმაცია არ წარუდგენია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე,გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

"------" LLC იყო შუამავალი კომპანია, რომელიც ეხმარებოდა გადასახადის გადამხდელს მოეხდინა საქონლის რეალიზაცია და მისთვის პოულობდა შემსყიდველ კომპანიებს, რომელსაც შემდგომ კომპანია აწვდიდა პროდუქციას.

კომპანიის მიერ პროდუქციის შეძენა ხდებოდა ირანიდან კომპანია "------" co., რომელთა რეალიზაციაც შემდგომ ხდებოდა საქართველოში შემოსვლის გარეშე სხვადასხვა ქვეყნებში (რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუსეთი), კომპანიის მიერ წარდგენილია ირანიდან გამოთხოვილი საბაჟო დოკუმენტაცია სრულად, შესაბამისად გაუგებარია, თუ რატომ უთითებს შემმოწმებელი, რომ რეალურად არ დგინდება საქონლის ექსპორტი ირანიდან. ამასთან, რატომ არ ითვალისწინებს ასევე რეალიზაციის თაობაზე ინვოისებს, დაუსაბუთებია, ვიანიდან ამ ინვოისების საფუძველზე მოხდა თანხის ჩარიცხვა, ასევ წარდგენილია კონოსამენტი (ტვირთის გადაზიდვის საბუთი).

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბუღალტრული ჩანაწერები არ არის თანხვედრაში წარდგენილ ინფორმაციასთან არ არის სწორი, რადგან ერთი ერთში ემთხვევა საბუღალტრო ჩანაწერი, საბანკო ტრანზაქციები, ინვოისები, საბაჟო დეკლარაცია და კონოსამენტები.

„მერკური ჰოუტელის“ მიერ გაწეულ სასტუმრო მომსახურებაზე, დოკუმენტაციის წარდგენა მოხდა სრულად და რატომ არ გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტმა გაუგებარია, აღნიშნული დაკავშირებული იყო საწარმოს საქმიანობასთან, კერძოდ როდესაც იმართებოდა საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და შეხვედრა პოტენციურ მყიდველებთან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 13.01.2022 წლის №223 ბრძანებით სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ხოლო ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნით:

გადასახადის გადამხდელმა 26.01.2022 წელს აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა საბუღალტრო/სააღრიცხვო დოკუმენტაცია, კრების ოქმები და ბუღალტრულ ბაზა (ელექტრონულ ვერსია). შემდგომში საწარმომ მატერიალური ფორმით წარადგინა მხოლოდ ირანული კომპანია „-------“-სგან საქონლის შეძენისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია არის მხოლოდ ინვოისები ელექტრონული სახით, რომლის მიხედვით მყიდველებად ფიქსირდებიან რუსეთის, საბერძნეთის, რუმინეთის და ბულგარეთის საწარმოები. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად შესწავლილია საწარმოს მიერ წარდგენილ საჩივარზე თანდართული მასალები (ელექტრონული სახით). მათ შორისაა არარეზიდენტი იურიდიულ პირის „------- LLC“-ის ინვოისები. შემოწმებისათვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები თანხვედრაში არ არის დანარჩენ ინფორმაციასთან. ამასთან, წარდგენილი ინფორმაციის (მ.შ. 24.02.2023 წელს დამატებით ელექტრონული სახით წარდგენილი, რომელიც საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით გამოთხოვილია ირანიდან) შესწავლით ვერ დგინდება რეალურად საქონლის ირანიდან ექსპორტის და სხვა ქვეყანაში იმპორტის ოპერაციები (საბაჟო დოკუმენტაციით ვერ ხდება პირის იდენტიფიცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლმა განმარტა, რომ ირანში ხდებოდა საქონლის შეძენა, აღნიშნული საქონლის შემოტანა არ ხდებოდა საქართველოში და რეალიზაციაც ხორციელდებოდა უცხოურ კომპანიებთან (რუსეთის, საბერძნეთის, რუმინეთის და ბულგარეთის საწარმოები), შუამავალი კომპანიის მეშვეობით. ამდენად, კომპანიას თანხები ერიცხებოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან, ირანული კომპანიიდან ყიდულობდა საქონელს და ისე, რომ ტვირთი არ შემოდიოდა საქართველოში მიეწოდებოდა თანხის ჩამრიცხველი ქვეყნის კომპანიას. გადაანგარიშების ეტაპზე კომპანიის მიერ სრულად წარდგენილია ირანიდან გამოთხოვილი საბაჟო დოკუმენტაცია, შესაბამისად გაუგებარია, თუ რატომ უთითებს შემმოწმებელი, რომ არ დგინდება საქონლის ექსპორტი ირანიდან. ამასთან, დაუსაბუთებელია რატომ არ ითვალისწინებს საქონლის რეალიზაციის თაობაზე ინვოისებს, ვიანიდან ამ ინვოისების საფუძველზე მოხდა თანხის ჩარიცხვა, ასევე წარდგენილია კონოსამენტი (ტვირთის გადაზიდვის საბუთი). რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბუღალტრული ჩანაწერები არ არის თანხვედრაში წარდგენილ ინფორმაციასთან არ არის სწორი, რადგან ერთი ერთში ემთხვევა საბუღალტრო ჩანაწერი, საბანკო ტრანზაქციები, ინვოისები, საბაჟო დეკლარაცია და კონოსამენტები. რაც შეეხება, „მერკური ჰოუტელის“ მიერ გაწეულ სასტუმრო მომსახურებაზე გადახდილ თანხას, დოკუმენტაციის წარდგენა მოხდა სრულად და აღნიშნული დაკავშირებული იყო საწარმოს საქმიანობასთან, კერძოდ როდესაც იმართებოდა საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და შეხვედრა პოტენციურ მყიდველებთან.

საჩივარს ახლავს შესყიდვების, რეალიზაციების, გადახდების ამსახველი ექსელის ცხრილები.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო შემოწმების პროცესში საწარმოს წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მომჩივანს არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შემმოწმებელი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისათვის დაეყრდნო მის ხელთ არსებულ მასალებს/ინფორმაციას, მათ შორის, სასამართლოს შუამდგომლობით ბანკებიდან მიღებულ საბანკო ამონაწერებს. აღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით უცხოურ ვალუტის ანგარიშზე საწარმოს თანხები ერიცხებოდა არარეზიდენტი კომპანიებიდან, საფუძველად კი მითითებული იყო ინვოისი ან ხელშეკრულება. ამასთან აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით არ დგინდება საწარმოს მიერ საქონლის შეძენა/რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე (არ ფიქსირდება სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა ან/და საბაჟო დეკლარაცია). შემოწმების შედეგად საწარმოს მიერ მიღებული თანხები შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალა საშუამავლო მომსახურებიდან მიღებულად და დაიბეგრა დღგ-ის 18%- იანი განაკვეთით. საბანკო ამონაწერების მიხედვით, ზუსტად არ იდენტიფიცირდება ოპერაცია რის გამო იყო ჩარიცხული თანხები. რაც შეეხება, გადაანგარიშების ეტაპზე ელექტრონულად წარდგენილ დოკუმენტაციას, აღსანიშნია, რომ ირანის ექსპორტის დეკლარაციაში და ინვოისებში მითითებულია კომპანიის სახელი, მაგრამ არ არის მითითებული საიდენტიფიკაციო კოდი, ამგვარი სახელით იძებნება ბევრი კომპანია. შესაბამისად კავშირის დადგენა მომჩივანთან შეუძლებელია. რაც შეეხება, მყიდველ მხარეებს იმპორტის დეკლარაციები არ არის წარდგენილი, შესაბამისად ასევე ვერ დგინდება გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლის სხვა ქვეყანაში შეტანის ფაქტი. რაც შეეხება, რუსეთის რეზიდენტ კომპანიებთან გადარიცხულ თანხებს, აღნიშნული კომპანიას თავად ჰქონდა დაბეგრილ საშემოსავლო გადასახადით, როგორც არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურება. შემოწმების შედეგად კი დაიბეგრა, როგორც არა ეკონომიკური ხარჯი. სასტუმროს ხარჯზე კი აღსანიშნია, რომ არ იდენტიფიცირდება რას უკავშირდებოდა ეს ხარჯი. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტების უმრავლესობა არის ელექტრონული და არ არის წარდგენილი დედნები.

მომჩივანმა გამოთქვა მზადყოფნა წარადგინოს ორიგინალი დოკუმენტები და ყველა ის საბუთი, რაც სრულად დაადასტურებს ოპერაციის მიმდინარეობას ტვირთის შეძენიდან მის რეალიზაციამდე (მათ შორის გამოითხოვს შესაბამისი მხარიდან და წარადგენს იმპორტის დეკლარაციებს).

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები/გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22783 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22783 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ იზიარებს საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერის შესწავლით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში სავალუტო ანგარიშიდან განხორციელებულია გადარიცხვები არარეზიდენტ იურიდიულ პირზე.

საბანკო ამონაწერების მიხედვით გადარიცხული თანხების ნაწილს დანიშნულებაში მითითებული აქვს მომსახურება. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის მიხედვით, გადამხდელს არარეზიდენტ პირებზე განაცემები დაბეგრილი აქვს გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით. შემოწმების პროცესში საწარმოს მიერ არ არის წარდგენილი აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად ვერ დგინდება მისი კავშირი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან.დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარუდგენია. სასამართლოს შუამდგომლობით საწარმოს მომსახურე ბანკებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია საბანკო ანგარიშების/ამონაწერების შესახებ. საწარმოს დირექტორის მიერ ბანკის ანგარიშებიდან გატანილია თანხები დანიშნულებით ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის შეძენის მიზნით, ასევე ფიქსირდება თანხების ბანკომატებიდან გატანა. აღნიშნული თანხების გახარჯვა არ ფიქსირდება. თანხების მხოლოდ მცირე ნაწილია ისევ საბანკო ანგარიშზე შეტანილი.საწარმოს უფიქსირდება კაპიტალში თანხების შეტანაც.შემოწმების შედეგად საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან და ბანკომატებიდან გატანილი თანხები ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.ვინაიდან, შემოწმების შედეგად ვერ დგინდება საწარმოს საქმიანობის სახე, საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხებიჩაითვალა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვად. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები/გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22783 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).