ბრძანება N 16708
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16708
23 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ----------ის (ს/ნ ------------------)
(მის.: ----------------------------------)
2026 წლის 6 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 ივლისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა ი/მ ----------ის (ს/ნ ------------------) 2026 წლის 6 ივლისის №103277/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის №007-159 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ის ფაქტი, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარეობდა 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის 22 ივნისამდე, რაც უარყოფითად აისახა შეფარდებულ სანქციაზე. შესაბამისად, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას. აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მეწარმე ვეღარ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 მარტის №6106 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ----------ის (ს/ნ ------------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „ი/მ ----------ის (ს/ნ ------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 მარტის №6106 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 12 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად ი/მ ---------ს (ს/ნ ------------------) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 20 731 ლარით, მათ შორის, გადასახადი 14 815 ლარით და ჯარიმა 5 916 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 22 ივნისის №007-159 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი ი/მ -----ის მიერ წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები და კალკულაციები. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მაგიდის გადასაფარებლების ფაქტობრივი სარეალიზაციო ფასნამატი შემოწმებით თავდაპირველად მიჩნეულ მაჩვენებლებზე ნაკლებია. კერძოდ, დადგინდა, რომ 2023 წელს მაგიდის გადასაფარებლების ფაქტობრივმა სარეალიზაციო ფასნამატმა ნაცვლად 11.9%-ისა შეადგინა 9.66%, ხოლო 2024 წელს ნაცვლად 11.7%-ისა შეადგინა 11.0%. აღნიშნული ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით, ხელახლა დაზუსტდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მაგიდის გადასაფარებლების რეალიზაციიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. განხორციელებული კორექტირების საფუძველზე, ი/მ -----ს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 2023 წელს 4 674 ლარის, ხოლო 2024 წელ 1 429 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროპორციულად დაექვემდებარა კორექტირებას შეფარდებული სანქცია.
. პირველი საკითხის, კერძოდ, ფასნამატისა და ერთობლივი შემოსავლის კორექტირების გათვალისწინებით, დაზუსტდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მაგიდის გადასაფარებლების რეალიზაციით მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაც. განხორციელებული ცვლილების შედეგად მეწარმეს აღნიშნულ ნაწილში შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადი 5 491 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული კორექტირების საფუძველზე, ასევე შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შეფარდებული სანქციაც.
. გადაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელის 2023 წლის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა შემოსავალმა (ერთობლივმა შემოსავალმა) ნაცვლად 105 508 ლარისა შეადგინა 82 140 ლარი. ვინაიდან, მოცემულმა მონაცემმა გადაინაცვლა 100 000 ლარს ზემოთ არსებული კატეგორიიდან 40 000- დან 100 000 ლარამდე ზღვარში, ქონების გადასახადის განაკვეთი 0.8%-დან შემცირდა 0.2%-მდე. შესაბამისად, 2023 წლის ქონების გადასახადი შემცირდა 3 221 ლარით, ხოლო შესაბამისი ჯარიმა 1 611 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----------ის (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №6106 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის №6106 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 20 731 ლარით, მათ შორის, გადასახადი 14 815 ლარით და ჯარიმა 5 916 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №007-159 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);