გადაწყვეტილება №23164/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.09.2024
№ დოკუმენტი 23164/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23164/2/2024

03 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 31.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23164/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12686 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 29.02.2024 წლის დასკვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2024 წლის №5473 ბრძანება;

4. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2024 წლის №002-32 საგადასახადო მოთხოვნა;

5. შემოსავლების სამსახურის 17.04.2024 წლის №8884 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 085 129.25 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 899 087

საურავი - 186 042.25

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს ძირითად საქმიანობაა ფართების იჯარით გაცემა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ხოლო მასთან შერწყმული შპს ---------- (ს/ნ ----------) დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 29.08.2019 წლამდე (შერწყმამდე) საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 22.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

კომპანია 2012 წლიდან საკუთრებაში ფლობს ქ. ---------- არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 26 451 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობანაგებობებს (ს/კ ------------), ასევე ----------- (კონკორსი) (ს/კ ----------) სიგრძით 82 მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,აღნიშნული ქონება საწარმოს მიღებული აქვს 13.07.2012 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ქონება შეფასებულია შპს „----------“ მიერ და ჯამში ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 4 515 000 ლარი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის (-------------) დასკვნა უძრავი ქონების ღირებულების გამიჯვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბალანსო ღირებულება შეფასების მომენტისთვის (31.12.2012 წელი) განისაზღვრა 2 645 100 ლარით (1კვ.მ 100 ლარი), ხოლო შენობა-ნაგებობა 1 869 900 ლარით

(1 კვ.მ 57,7 ლარი). საწარმო აღნიშნული ღირებულებიდან იხდის ქონების გადასახადს. საწარმოს მიერ არ მომხდარა ქონების აფასება.

20.08.2012 წლიდან გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნული ქონება იჯარით გადაცემულია სს ----------(ს/ნ ------------) იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ქონების შპს ----------- საკუთრებაში გადაცემამდე (15.05.2006 წელს მოიჯარესა და შპს ---------- შორის გაფორმდა 49 წლიანი იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ----------- მოიჯარეს გრძელვადიანი იჯარის ფორმით კომერციული საქმიანობისთვის დროებით სარგებლობაში გადასცა ქ. ------------- შენობის ძირითადი ნაწილი).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საწარმოს საკუთრებაში არსებული ქ. ----------- მდებარე უძრავი ქონების (გარდა მიწისა) საბაზრო ღირებულება შეფასდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, რომლის 16.11.2022 წლის ექსპერტიზის სამმართველოს №56487/05/22 დასკვნის მიხედვით:

შპს ---------- კუთვნილი დაყადაღებული ქონების, კერძოდ, 24 110 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ -----------) მდებარე ქ. ------------, ნაკვ. ---------, საბაზრო ღირებულებამ მიწის გარეშე 31.12.2019 წლისთვის შეადგინა 58 392 000 ლარი, 31.12.2020 წლისთვის შეადგინა 66 718 000 ლარი, 31.12.2021 წლისთვის შეადგინა 63 074 000 ლარი.

შპს ---------- კუთვნილი დაყადაღებული ქონების, კერძოდ, 197.89 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ -----------) მდებარე ქ. -----------, ნაკვ. -----------, საბაზრო ღირებულებამ მიწის გარეშე 31.12.2019 წლისთვის შეადგინა 430 000 ლარი, 30.09.2020 წლისთვის შეადგინა 492 000 ლარი.

შპს ----------- კუთვნილი დაყადაღებული ქონების, კერძოდ, 200 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ ----------) მდებარე ქ. ------------, ნაკვ. -----------, საბაზრო ღირებულებამ მიწის გარეშე 31.12.2019 წლისთვის შეადგინა 435 000 ლარი, 22.10.2020 წლისთვის შეადგინა 490 000 ლარი.

არასაცხოვრებელი ფართის, რკინიგზის ცენტრალური ვაგზლიდან გადასასვლელის (კონკორსი) (ს/კ --------) შეფასების მიზნით, ექსპერტები გაეცნენ უძრავი ქონების ადგილობრივ ბაზარს და ობიექტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ვერ შეფასდა.

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის, 202-ე მუხლის 41 ნაწილის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად, შემოწმების შედეგად გაიზარდა საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.

საგადასახადო ორგანოს მიერ შეფასებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას გამოაკლდა იჯარით აღებული ქონების რემონტის ხარჯი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე სს ---------- გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით). მომჩივანს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე გადამხდელს საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვალა და არ დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32813 ბრძანება და ამავე თარიღის №006- 626 საგადასახადო მოთხოვნა, 6.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.06.2023 წლის №12686 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

მე-2 სადავო საკითხთან (ქონების შეფასება) დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ იჯარით გაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან);

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12686 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 28.09.2023 წლის №20072/2/2023 (რეგ. 10.10.2023წ. №03/79537) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12686 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.02.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ განხორციელდა ქონების გადასახადის 177 973 ლარის შემცირება.

აუდიტის დეპარტამენტის 29.02.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 4.03.2024 წლის №4749 ბრძანება და ამავე თარიღის №002-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომელშიც ასახულია ქონების გადასახადი 938 359 და საურავი 189 949.69 ლარი, სულ 1 128 308.69 ლარი.

აღსანიშნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ასევე შედგენილია 11.03.2024 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ:

29.02.2024 წლის დასკვნით ნაცვლად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ თანხასა და გადაანგარიშების ფარგლებში გამოვლენილ თანხას შორის სხვაობისა (1 155 604-938 359=217 245), ტექნიკური შეცდომით დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილს შორის სხვაობასა და გადაანგარიშების ფარგლებში გამოვლენილ თანხას შორის სხვაობით (1 116 332-938 359=177 973) მოხდა თანხების შემცირება. შესაბამისად, ტექნიკური უზუსტობის გამო ვერ მოხდა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების გათვალისწინება გადაანგარიშების დროს. შესაბამისად, ნაცვლად 177 973 ლარის უნდა შემცირებულიყო 217 245 ლარი.

11.03.2024 წლის დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 13.03.2024 წლის №5473 ბრძანება და ამავე თარიღის №002-32 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადამხდელს დამატებით შეუმცირდა ქონების გადასახადი 39 272 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2024 წლის №002-32 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 8.04.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.04.2024 წლის №8884 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა იჯარით გაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე შედგენილი საექსპერტო დასკვნის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, დაკორექტირდა შენობანაგებობების საბაზრო ღირებულებები და შედეგად, გადაანგარიშების ეტაპზე შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან პირველ სადავო საკითხად გადამხდელს წარდგენილი აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ასევე, მეორე სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სადავოდ არ გაუხდია 6.02.2023 წლის საჩივრით, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

5.12.2013 წელს ჩატარდა სს ----------- საგადასახადო შემოწმება და შედგა შემოწმების აქტი, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2007 წლიდან 1.04.2013 წლამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტით დასტურდება 2006 წლიდან 2012 წლამდე სს ---------- სახელმწიფოდან იჯარით ჰქონდა აღებული ---------- შენობა. სს ---------- შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ შენობას ჩაუტარა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება ბუღალტრულად ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსში) აისახა საინვესტიციო ქონების ღირებულებად, იჯარით აღებული ფართის რემონტის ჯგუფით ღირებულებით ბალანსში. სს ---------- 2006 წლიდან დღემდე წარადგენს საგადასახადო ორგანოში ქონების გადასახადის დეკლარაციას და იხდის ქონების გადასახადს ------------ შენობაზე. 5.12.2013 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად სს ----------- არ შეუმცირეს საინვესტიციო ქონების ღირებულებაზე (---------- შენობა) დეკლარირებული ქონების გადასახადი. გარდა ამისა, საიჯარო ქონება საიჯარო ქირის გადასახდელების დისკონტირებული ღირებულებით იქნა განხილული და დაიბეგრა ქონების გადასახადით (------------- შენობა).

5.12.2013 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი სს ----------- მიერ იქნა გასაჩივრებული და აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2013 წლის №6-1571 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 29.01.2014 წლის №4841 ბრძანების, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.03.2016 წლის გადაწყვეტილებით (საჩივარი №7461-2-14), 3.08.2017 წლის --------- საქალაქო სასამართლოს საქმე №3/2828-16, 27.03.2018 წლის სააპელაციო სასამართლოს საქმე №3ბ/2024-17 და საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1.10.2021 წლის განჩინებით საქმეზე №ბს-526-526(კ-18), მართლზომიერად იქნა მიჩნეული სს ---------- იჯარით აღებული ---------- შენობის ქონების გადასახადით დაბეგვრა.

13.07.2012 წელს გაფორმდა ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოსა და შპს ----------- შორის, რომლის საფუძველზე ---------- შენობის მესაკუთრე გახდა შპს ----------, ხოლო მოიჯარე უცვლელია (სს ---------). აღნიშნული ქონება შეფასებულია შპს დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანია ----------- მიერ და ჯამში ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 4 515 000 ლარი. შემმოწმებლებისთვის წარდგენილია 31.12.2012 წლის თარიღით დათარიღებული დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა უძრავი ქონების ღირებულების გამიჯვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც შენობა-ნაგებობის ღირებულება შეფასდა 1 869 900 ლარით, ხოლო მიწა 2 645 100 ლარით. შპს ------------- 2012 წლიდან დღემდე საგადასახადო ორგანოში აბარებდა ქონების გადასახადის დეკლარაციას სადაც დასაბეგრი ბაზა 1 869 900 ლარით უცვლელად წარადგენდა დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით შეფასებულ შენობა-ნაგებობის ღირებულებას.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, კომპანია საგადასახადო ინსპექციაში 2012 წლიდან დღემდე წარადგენს ქონების გადასახადის დეკლარაციას და არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და ის მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის/არცოდნის არეალში.

ქ. ---------- წარმოადგენს იჯარის საგანს, რომელიც 2006 წლიდან გადაცემულია სს --------- მფლობელობასა და სარგებლობაში აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2013 წლის №18996 ბრძანებით დანიშნული სს ----------- გასვლითი საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, 5.12.2013 წლის №6-1571 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 29.02.2014 წლის №4841 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.03.2016 წლის გადაწყვეტილებით, 3.08.2017 წლის -------- საქალაქო სასამართლოს საქმე №3/2828-16, 27.03.2018 წლის სააპელაციო სასამართლოს საქმე №3ბ/2024-17 და საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1.10.2021 წლის განჩინებით საქმეზე №ბს-526- 526(კ-18), ასევე 21.10.2016 წლის №21-14/109834 შეტყობინების, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2016 წლის სს ----------- შემოწმების აქტის საფუძველზე თბილისში რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის შენობის ქონების გადასახადის გადამხდელად განსაზღვრა სს ---------- ანუ მოიჯარე ვინაიდან მას ჰქონდა განხორციელებული ინვესტირება და ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახული ჰქონდა როგორც საინვესტიციო ქონება.

სს ---------- 26.06.2023 წელს მოთხოვა შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე, რაზედაც 2024 წლის იანვარს მიიღო პასუხი საიდანაც დგინდება: ქონების გადასახადის მიზნებისათვის, ფაქტობრივ გარემოებებში აღწერილ შპს --------- საკუთრებაში არსებულ ქონებასთან მიმართებით, რომლითაც ----------- სარგებლობს საიჯარო უფლების საფუძველზე, საწარმოს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა. გარდა ამავე ქონებაზე გაწეული, ძირითად საშუალებად აღიარებული კაპიტალიზებადი ხარჯებისა (თუ მათი გაწევა არ მოხდა საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე), რომელიც დაექვემდებარება ----------- მიერ ქონების გადასახადით დაბეგვრას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე გამოდის, რომ 2006 წლიდან დღემდე იხდიდა და იხდის სს --------- ქონების გადასახადს საბაზრო ღირებულებით არასწორად, ვინაიდან თავის დროზე საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების ყველა ეტაპზე არასწორად იყო საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული სს ---------- მიმართ. არასწორად ახდევინებდნენ ქონების გადასახადს, ხოლო რაც შეეხება კომპანიას არ ჰქონდა და არ აქვს იმავე ქონებაზე ქონების გადასახადის გადახდის რაიმე სამართლებრივი საფუძველი, იქიდან გამომდინარე, რომ დაუშვებელია ერთიდაიმავე ქონებაზე ერთიდაიმავე ქონების გადასახადს იხდიდეს ორი სუბიექტი (ანუ ბიუჯეტში ორჯერ შედიოდეს ქონების გადასახადი) ვინაიდან, აღნიშნული ქმედებით ბიუჯეტს ზარალი არ მისდგომია, არამედ პირიქით სს --------- მიერ 2019 და 2020 წლის წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციების დაზუსტების ხანდაზმულობის ვადა გავიდა, თავის მხრივ მის მიერ ერთიდაიგივე ქონებაზე გადახდილი გადასახადი ბიუჯეტში დარჩა სს ---------- გადახდილად, ხოლო შპს ----------- იგივე ქონებაზე მეორეჯერ დაერიცხა 2019 და 2020 წლის ქონების გადასახადი საბაზრო ღირებულებით.

ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს კომპანიის ყველა გადასახადების გადაანგარიშება/შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12686 ბრძანებით მე-2 სადავო საკითხთან (ქონების შეფასება) დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ იჯარით გაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან);

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12686 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 29.02.2024 წლის დასკვნით:

გადამხდელმა წარადგინა --------- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1.02.2024 წლის №---------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ქალაქ ---------, ნაკვ. ------------ზე მდებარე შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება 2019 წლის საანგარიშო პერიოდში განისაზღვრა 53 049 072 ლარის ოდენობით, ხოლო 2020 წლის საანგარიშო პერიოდში 40 786 812 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში ასახული საბაზრო ღირებულებით დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული აღნიშნული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულებები და კორექტირების შედეგად განხორციელდა ქონების გადასახადის შემცირება.

მომჩივანი არგუმენტს შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12686 ბრძანების არასწორად/არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს. მის მიერ საჩივარში მითითებულ საკითხზე შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ან სადავოდ არ გაუხდია 6.02.2023 წლის საჩივრით, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12686 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრებას, საბჭო მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით სადავო აქტზე საბჭოს ნამსჯელი და გადაწყვეტილება მიღებული აქვს 28.09.2023 წლის №20072/2/2023 (რეგ. 10.10.2023წ. №-------) გადაწყვეტილებით (საჩივარი არ დაკმაყოფილდა).

ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის (შპს ----------) მიმართ იმავე დავის საგანზე (აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტზე), იმავე ორგანოს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს) მიერ მიღებული, 28.09.2023 წლის №20072/2/2023 (რეგ. 10.10.2023წ. №--------), გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს კომპანიის ყველა გადასახადების გადაანგარიშება/შემცირება.

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 29.02.2024 წლის დასკვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2024 წლის №5473 ბრძანება;

4. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2024 წლის №002-32 საგადასახადო მოთხოვნა;

5. შემოსავლების სამსახურის 17.04.2024 წლის №8884 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფართების იჯარით გაცემა.პირი 2012 წლიდან საკუთრებაში ფლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს.საწარმო იხდის ქონების გადასახადს და მის მიერ არ მომხდარა ქონების აფასება.შემოწმების მიერ აღნიშნული უძრავი ქონება შეფასდა ექსპერტიზის მიერ, რომლის დასკვნის საფუძველზე საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა და სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ შეფასებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას გამოაკლდა იჯარით აღებული ქონების რემონტის ხარჯი.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12686 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრებას, საბჭო მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საქართველოს რკინიგზამ მოიჯარეს გრძელვადიანი იჯარის ფორმით კომერციული საქმიანობისთვის დროებით სარგებლობაში გადასცა შენობის ძირითადი ნაწილი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 301(ზ);