ბრძანება N 20040

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.09.2026
№ დოკუმენტი 20040
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20040

10 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ს (ს/ნ ---)

(მის.: ქ. ---) 2026 წლის 11 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №79) განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ ---) №139544/21 საჩივარი (წერილის ნომერი: 692593), რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 11 აგვისტოს ID--- გადაწყვეტილებას დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ პირს, რომელიც ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, აქვს უფლება ისარგებლოს საქონელსა და მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლის უფლებით. დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებით საგადასახადო ორგანო ტექნიკურად ზღუდავს ჩათვლის მიღების შესაძლებლობას, თუმცა მოითხოვს მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დარიცხული დღგ-ის სრულად გადახდას. ეს იწვევს ხელოვნურ საგადასახადო ტვირთს. ჩათვლის უფლების შეზღუდვა აუარესებს გადამხდელის ფინანსურ მდგომარეობას და ხელს უშლის დავალიანების დაფარვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ი/მ ---ს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მოთხოვნის განაცხადი წარმოდგენილი აქვს 2026 წლის 25 ივნისს N38467530, 15 ივლისს N38627210 და 31 ივლისს N38756564. 25 ივნისს N38467530 განაცხადების განხილვის პერიოდში სატელეფონო კომუნიკაცია განხორციელდა ---სთან, რა დროსაც დადგინდა, რომ გადამხდელის საქმიანობის სფერო იყო საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით ქვიშა-ღორღის შეძენა-რეალიზაცია, თუმცა გადამხდელის მიერ არ იქნა მოწოდებული მოთხოვნილი დოკუმენტაცია (მომსახურების ხელშეკრულება, საბანკო ამონაწერი და სატრანსპოსტო საშუალების ტექ.პასპორტი), რაზეც გადამხდელს მიენიჭა დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. განმეორებით წარმოდგენილი განაცხადის განხილვის პერიოდში სატელეფონო კომუნიკაცია კვლავ განხორციელდა ---თან, ხოლო 24 ივლისს შემოსავლების სამსახურში მოხდა გადამხდელთან კომუნიკაცია, რა დროსაც წარმოდგენილი იქნა სატრანსპორტო საშუალების ტექ.პასპორტი, ხოლო ახსნა-განმარტება არ იქნა მოწოდებული. გასაუბრების დროს, ვინაიდან, ივნისის თვეში უფიქსირდებოდა სასაქონლო ზედნადებებით ქვიშის რეალიზაცია, გაცემულ იქნა რეკომენდაცია დეკლარაციების შესაბამისობაში მოყვანის შესახებ, თუმცა განხილვის პერიოდში წარმოდგენილი დეკლარაციები არ შეესაბამებოდა განვლილი პერიოდის მონაცემებს, ასევე არ იქნა მოწოდებული საბანკო ამონაწერი, რის გამოც გადამხდელს მიენიჭა დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი.

განაცხადის განხილვის პერიოდში სატელეფონო კომუნიკაცია განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ბუღალტერთან. ამავე განცხადების პერიდოში დაზუსტებულ იქნა დღგ-ის დეკლარაცია, ასევე მოწოდებულ იქნა ახსნა-განმარტება, მომსახურების ხელშეკრულება, საბუღალტრო მომსახურების ხელშეკრულება და საბანკო ამონაწერი, თუმცა გადამხდელს უფიქსირდებოდა მიმდინარე საბიუჯეტო დავალიანება, აღნიშნულ დავალიანებასთან დაკავშირებით მიცემულ იქნა რეკომენდაცია დავალიანების დაფარვის შესახებ, თუმცა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, ჯერ არ აპირებდნენ დავალიანების დაფარვას, 2026 წლის 11 აგვისტოს გადამხდელს კვლავ მიენიჭა დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე, ასევე პირს შეუჩეროს საბაჟო დეკლარაციის გამოყენების უფლება დღგ-ის ჩათვლის მიღების მიზნით შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მქონეა პირი, რომელსაც „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში შეჩერებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება, აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემა, ასევე საბაჟო დეკლარაციის გამოყენების უფლება დღგ-ის ჩათვლის მიღების მიზნით და რომელსაც ამ ინსტრუქციის შესაბამისად მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგის გადამხდელის სტატუსი.

ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად გადამხდელს მიენიჭა დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. განაცხადის განხილვის პერიოდში სატელეფონო კომუნიკაცია განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ბუღალტერთან. ამავე განცხადების პერიოდში დაზუსტებულ იქნა დღგ-ის დეკლარაცია, ასევე მოწოდებულ იქნა ახსნა-განმარტება, მომსახურების ხელშეკრულება, საბუღალტრო მომსახურების ხელშეკრულება და საბანკო ამონაწერი, თუმცა გადამხდელს უფიქსირდებოდა მიმდინარე საბიუჯეტო დავალიანება, აღნიშნულ დავალიანებასთან დაკავშირებით მიცემულ იქნა რეკომენდაცია დავალიანების დაფარვის შესახებ, თუმცა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, ჯერ არ აპირებდნენ დავალიანების დაფარვას, 2026 წლის 11 აგვისტოს გადამხდელს კვლავ მიენიჭა დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი.

 

გადაწყვეტილება

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი.