ბრძანება N 20978

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.08.2023
№ დოკუმენტი 20978
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20978

25 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: --------)

2023 წლის 11 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ------ის (ს/ნ ------) №82996/1/2023 და №137656/01 საჩივრები, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 აგვისტოს №081-753 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და 2023 წლის 4 ივლისის №081-2023-106233 ბრძანებას საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში განმარტავს, რომ სარჩელით მიმართა სასამართლოს და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული ღონისძიებები - ყადაღა და ინკასო.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ------ს (ს/ნ -----) 2023 წლის 3 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება ჯარიმა 800.2 ლარი, ხოლო აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 63089.10 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 4 ივლისს გამოიცა №081-2023-106233 ბრძანება -------ის (ს/ნ ------) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 17 ივლისს. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, -------ის (ს/ნ ------) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა 2023 წლის 13 ივლისის №022-2023-115017 და 2023 წლის 15 აგვისტოს №011-2023-132160 კორექტირებული საინკასო დავალებები. ამასთან, ზემოაღნიშნული საინკასო დავალებების საფუძველზე -------ის (ს/ნ ------) საბანკო ანგარიშებიდან თანხა არ განაღდებულა.

ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ------ს (ს/ნ -----) 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 22 577.7 ლარი, ჯარიმა 28 777.5 ლარი, საურავი 12651.44 ლარი, აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 0 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ------ის (ს/ნ -----) მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 1 აგვისტოს №081-753 ბრძანება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით -------ს (ს/ნ -----) 2023 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება ჯარიმა 800.20 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 63277.68 ლარს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 1 აგვისტოს №081-753 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა.

საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ 2023 წლის 4 ივლისის №081-2023- 106233 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი/მ -------ს (ს/ნ -----) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2023 წლის 4 ივლისისა და 1 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ ------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში განმარტავს, რომ სარჩელით მიმართა სასამართლოს და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული ღონისძიებები - ყადაღა და ინკასო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს 2023 წლის 3 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება ჯარიმა 800.2 ლარი, ხოლო აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 63089.10 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 4 ივლისს გამოიცა №081-2023-106233 ბრძანება მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 17 ივლისს. ასევე, მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა 2023 წლის 13 ივლისის №022-2023-115017 და 2023 წლის 15 აგვისტოს №011-2023-132160 კორექტირებული საინკასო დავალებები.

ასევე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 1 აგვისტოს №081-753 ბრძანება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს 2023 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება ჯარიმა 800.20 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 63277.68 ლარს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(1)(2)(6), 241, 243(1)(4).