გადაწყვეტილება №26615/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26615/2/2026
25 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 11.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26615/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.11.2025 წლის №26164/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №081-375 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 57 703,5 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 34 042,95
დღგ - 8 542,99
საშემოსავლო გადასახადი - 25 377,26
ქონების გადასახადი - 122,70
ჯარიმა - 16 858,52
საურავი - 6 802,03
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 8.09.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში საწარმოში ფულის მოძრაობის ანალიზი გაკეთდა შემოსავლების სამსახურის ერთიან საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებზე, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ მასალებზე (საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული გატარებები, და სხვა) დაყრდნობით. ამასთან მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში არსებულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, საზოგადოების საკასო ხარჯების 10%-ისა და საკასო შემოსავლების 10%-ის ოდენობების მიხედვით გაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთი. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2024 წლის ოქტომბრიდან სალაროში უფიქსირდება არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი, რამაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 62 424 ლარი.
აღნიშნული თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვეში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2025 წლის №081-232 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.10.2025 წლის №23372 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 20.11.2025 წლის №26164/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მე-2 დავის საგანთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ხარჯის (ჯარიმის) დამადასტურებელი დოკუმენტის შესწავლა და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 20.11.2025 წლის №26164/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის დასკვნით, შემცირდა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა 20 000 ლარით, ხოლო აღნიშნული თემიდან დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 5 000 ლარით. ასევე შემცირებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №081-375 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად მოახდინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს №26164/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულება და მასში მოცემული მითითებების გათვალიწინება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი:
ა) შემოწმების გადაანგარიშების შესახებ 2025 წლის 25 დეკემბრის დასკვნა - 7 ფურცელი;
ბ) 2025 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა №081-375 – 2 ფურცელი;
გ) აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 დეკემბრის №28696 ბრძანება - 1 ფურცელი;
დ) აუდიტის დეპარტამენტმა სწორად უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 20.11.2025 წლის №26164/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მე-2 დავის საგანთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ხარჯის (ჯარიმის) დამადასტურებელი დოკუმენტის შესწავლა და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 20.11.2025 წლის №26164/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. კერძოდ, საწარმოს დირექტორის („-------“ „-------“) მიერ, კომპანიის კუთვნილი ჯარიმის - 20 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბანკის საგადახდო დავალება). აღნიშნული თანხა ბუღალტრულად არ იყო აღრიცხული, მონაწილეობდა სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშების თანხებში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოწმების შედეგად შემცირებულ იქნა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა 20 000 ლარით, ხოლო აღნიშნული თემიდან დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 5 000 ლარით. ასევე შემცირებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 20.11.2025 წლის №26164/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოწმების აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში არსებულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.დადგინდა, რომ გადამხდელს 2024 წლის ოქტომბრიდან სალაროში უფიქსირდება არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი, რამაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 62 424 ლარი. აღნიშნული თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვეში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე და დაეკისრა ჯარიმა.ასევე,შემცირდა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა 20 000 ლარით, ხოლო აღნიშნული თემიდან დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 5 000 ლარით. ასევე შემცირებულ იქნა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 20.11.2025 წლის №26164/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).