ბრძანება N 31506
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31506
14 .12. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------------ის“ (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის.: ------------------------------)
(იურ. მის.: -------------------------------)
2023 წლის 27 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №126) განიხილა შპს „--------------ის“ (ს/ნ ---------------) №200754/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის №188683 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი აქვს ყველა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც გააჩნიათ, ხოლო ის დოკუმეტები, რომლებიც კომპანიაში არ იძებნება, ვერც მომავალში იქნება მიწოდებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №21-14/15316 წერილით გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად დაევალა წარმოედგინა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, 2023 წლის 14 მარტს, თუმცა დადგენილ ვადაში ინფორმაცია არ წარმოუდგენია. დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადამხდელის მიმართ 2023 წლის 24 აპრილს გამოწერილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ამის შემდგომ, 2023 წლის 26 აპრილის № 21-14/34436 წერილით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, დაევალა წარმოედგინა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის ასლი (ელექტრონული სახით) ან/და ელექტრონული ცხრილები, დებიტორ/კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია/მონაცემები 2020, 2021, 2022, 2023 წლების პირველი იანვრის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ ინფორმაცია/მონაცემები 2020, 2021, 2022, 2023 წლების პირველი იანვრის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მდგომარეობით, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ამსახველი ინფორმაცია/მონაცემები 2020, 2021, 2022, 2023 წლების 01 იანვრის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მდგომარეობით, საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სესხებთან ან კაპიტალის ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ყველა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც შემოსავლების სამსახურის პორტალზე ელექტრონული სახით, არ მოიპოვება (ყველა ტიპის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები, შესყიდვის აქტები, ფორმა N2-ები, და ა.შ.). წერილი გადამხდელს ჩაბარდა 2023 წლის პირველ მაისს. თუმცა, დადგენილ ვადაში ინფორმაცია კვლავ არ იქნა წარმოდგენილი, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საწარმოს მიმართ 2023 წლის 31 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188683.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №21-14/34436 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი აქვს ყველა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც გააჩნიათ, ხოლო ის დოკუმეტები, რომლებიც კომპანიაში არ იძებნება, ვერც მომავალში იქნება მიწოდებული.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №21-14/15316 წერილით გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად დაევალა წარმოედგინა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, თუმცა დადგენილ ვადაში ინფორმაცია არ წარმოუდგენია. დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,ამის შემდგომ, 2023 წლის 26 აპრილის № 21-14/34436 წერილით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, დაევალა წარმოედგინა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, წერილი გადამხდელს ჩაბარდა 2023 წლის პირველ მაისს. თუმცა, დადგენილ ვადაში ინფორმაცია კვლავ არ იქნა წარმოდგენილი, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საწარმოს მიმართ 2023 წლის 31 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188683.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №21-14/34436 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(1 „ა“); 279(1,2);