სიგარა/სიგარეტის და სიგარილას წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ

ბრძანება 03.05.2011
№ დოკუმენტი 2140
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

(ძალადაკარგულია - 29.12.2025, №28828)

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №2140

2011 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

სიგარა/სიგარეტის და სიგარილას წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ

„ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 აპრილის №845 განკარგულების მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. სიგარა/სიგარეტის და წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს 1%-ის ოდენობით.

2. სიგარილას წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს 2%-ის ოდენობით.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი ჯამბულ ებანოიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე