ბრძანება N 11241

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2023
№ დოკუმენტი 11241
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11241

19.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---------- (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 14 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2023 წლის 14 აპრილის №80383/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 თებერვლის №056-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა კვლავ არ შეამცირა დარიცხული თანხები, მათ შორის გამოწერილი იმ სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, სადაც საერთოდ არ არის მყიდველი მხარის ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ სადავო ზედნადებებზე არ ყოფილა ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზა. მომჩივანი მიუთითებს, რომ მზად არის სადავო ზედნადების დედნებზე ჩაატაროს კალიგრაფიული ექსპერტიზა. ხოლო, რაც შეეხება ხელმოუწერელ ზედნადებებს ისინი ცალსახად ექვემდებარება გაუქმებას. აცხადებს, რომ შპს „---------ს“ მიერ გამოწერილ 4, შპს „----------“ მიერ გამოწერილ 5 ზედნადებში და შპს „----------“ მიერ (ორი ზედნადების გარდა) გამოწერილ ყველა ზედნადებში მითითებული საქონელი არ მიუღია და შესაბამისად, არც გაუყიდია. აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები გამოწერილია გამყიდველი მხარის მიერ ცალმხრივად მისი თანხმობის გარეშე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №7961 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად მომწოდებლებისაგან გამოთხოვილი ინფორმაცია და საეჭვოდ მიჩნეული ოპერაციების განხორციელებაზე შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. შესწავლის მიზნით აღნიშნული ინფორმაცია და არსებული დოკუმენტაცია გადაგზავნილ იქნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საიდანაც მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №7961 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 23 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 თებერვლის №056-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით 2017 წლის 13 აპრილის წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტის ხელთ არსებული გადასახადის გადამხდელის მიერ საეჭვოდ მიჩნეული ოპერაციების განხორციელებაზე შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადებები, 30 ფურცლად) სასაქონლო ზედნადებებზე მყიდველის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტების დადგენის მიზნით. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული პასუხიდან (2023 წლის 14 თებერვლის წერილი) ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საეჭვოდ მიჩნეული ოპერაციების განხორციელებაზე შედგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (სასაქონლო ზედნადებებზე) მყიდველის ხელმოწერის გაყალბების ფაქტი ვერ დადასტურდა. შედეგად, არ არსებობს შემოწმების მიერ, ადრე განხორციელებული გადაანგარიშებების გათვალისწინებით (09.12.2015-ის შუალედური აქტი, 22.03.2018-ის და 03.06.2018-ის დასკვნები) საბოლოოდ დადგენილი 2010 წლის შეძენილი სმფ-ების ღირებულების, ამ მარაგების სარეალიზაციო ღირებულებით გაზრდილი 2010 წლის ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ამ მიზეზით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №7961 ბრძანების შესაბამისად, 2017 წლის 13 აპრილის წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტის ხელთ არსებული გადასახადის გადამხდელის მიერ საეჭვოდ მიჩნეული ოპერაციების განხორციელებაზე შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადებები, 30 ფურცლად) რათა დადგენილიყო სასაქონლო ზედნადებებზე მყიდველის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტები. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული წერილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ საეჭვოდ მიჩნეული ოპერაციების განხორციელებაზე შედგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (სასაქონლო ზედნადებებზე) მყიდველის ხელმოწერის გაყალბების ფაქტი ვერ დადასტურდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი იმგვარი დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეამცირა დარიცხული თანხები, მათ შორის გამოწერილი იმ სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, სადაც საერთოდ არ არის მყიდველი მხარის ხელმოწერა ან სადავო ზედნადებებზე არის გაყალბებული ხელმოწერები, რაზეც ითხოვს ჩატარებული იქნას კალიგრაფიული ექსპერტიზა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტის ხელთ არსებული გადასახადის გადამხდელის მიერ საეჭვოდ მიჩნეული ოპერაციების განხორციელებაზე შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რათა დადგენილიყო სასაქონლო ზედნადებებზე მყიდველის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტები. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული წერილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ საეჭვოდ მიჩნეული ოპერაციების განხორციელებაზე შედგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (სასაქონლო ზედნადებებზე) მყიდველის ხელმოწერის გაყალბების ფაქტი ვერ დადასტურდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი იმგვარი დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(21);