N 1843 - 16.10.2023 - "მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 აგვისტოს N 1559 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

განკარგულება 16.10.2023
№ დოკუმენტი 1843
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთვრობის

განკარგულება N 1843

2023 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

"მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ" საქართველოს

მთავრობის 2023 წლის 29 აგვისტოს N 1559 განკარგულებაში ცვლილების

შეტანის თაობაზე

1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, "მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 აგვისტოს N 1559 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამომხმარებლო ფასების შენარჩუნების მიზნით, 2024 წლის 1 იანვრამდე აიკრძალოს მდედრი მსხვილფეხა საქონლისა და 160 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი (სეს ესნ-ის კოდი 0102)".

2 განკარგულება ძალაშია 2023 წლის 20 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი