ბრძანება N 26486
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26486
27 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ის“ (ს/ნ----------)
(მის.:----------------------------)
2023 წლის 8 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ-----------------) №81540/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №006-186 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება დებიტორულ დავალიანებად აღრიცხული თანხების მიღებულად მიჩნევას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა პროდუქტის მიწოდების ხელშეკრულება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ---- -----ა (მომხმარებელი) და შპს „---------ს“ (მიმწოდებელი) შორის (დირექტორები ---- ------ი და ------ -------ი). ხელშეკრულების თანახმად, -------ი უკვეთავს, ხოლო შპს „------ის“ აწვდის კონკრეტულ პროდუქტს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების მიხედვით. წლების განმავლობაში ------ი არის დაკვეთით, იგზავნებოდა პროდუქცია მის მიერ მითითებულ ქვეყნებსა და კომპანიებში. როდესაც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება ამ კომპანიების მხრიდან, შპს „--------მა“ დავა დაიწყო -------- არის წინააღმდეგ, რადგან მასთან ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, როგორც მიწოდებაზე, ასევე თანხის ჩარიცხვაზე. დღეის მდგომარეობით კომპანიის დამფუძნებელ -------ა და -------ს შორის, რომელიც დამფუძნებელია იმ კომპანიების, რომელთაც გააჩნიათ ------ის დებიტორული დავალიანება, მიმდინარეობს წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა. აღნიშნული დავის არსებობის გამო, -------მა, როგორც შპს „-----ის“ პროდუქციის შემძენმა, რომელსაც გააჩნია დებიტორული დავალიანება კომპანიის მიმართ, შეწყვიტა კომპანიიდან გატანილი საქონლის ღირებულების გადახდა. დავალიანების ჯამური ოდენობა დღეის მდგომარეობით შეადგენს 4 500 000 ლარს. აცხადებს, რომ ამ დავალიანების დაფარვისთვის სასამართლოს ძალით იბრძვის როგორც საქართველოში, ისე ისრაელში. დავის ეტაპზე წარმოადგინა სამი სასამართლო სარჩელი, მათ შორის, ერთ-ერთში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს --------ი, ვისაც გადასახადის გადამხდელი ედავება დებიტორულ დავალიანებებს. გადასახადის გადამხდელს საჩივრის დანართად დამატებით აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლას და დარიცხული თანხის შემცირებას. ასევე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას იმ ნაწილში, რომელშიც ეთანხმება დარიცხულ თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5366 ბრძანებით შპს „---------ის“ (ს/ნ-----------------) საჩივარი 2022 წლის 28 დეკემბრის №006-673 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. შპს „---------ის“ (ს/ნ-----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5366 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 8 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 მაისის №006-186 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა დავის ეტაპზე წარადგინა 3 სასამართლო სარჩელი.
პირველ სარჩელში მოსარჩელეს წარმოადგენს შპს „--------ის“ დამფუძნებელი -------, ხოლო მოპასუხე მხარეს წარმოადგენენ შპს „-------ის“ დამფუძნებელი ------ი და შპს „-------ის“ დამფუძნებელი -------ი. დავის საგანია „თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, კრების ოქმის ბათილად ცნობა“.
მეორე სარჩელში მოსარჩელეს წარმოადგენს შპს „------ის“, ხოლო მოპასუხე მხარეს - შპს „------“. დავის საგანია თანხის (საიჯარო ქირის) დაკისრება.
მესამე სარჩელში მოსარჩელეს წარმოადგენს ------, ხოლო მოპასუხეს - -------ი. დავის საგანია „ზიანის ანაზღაურების მიზნით თანხის გადახდის დაკისრება“.
შპს „--------ის“ დამფუძნებლები ------------ი და -----ი. ასევე, შპს „------ის“ თანადამფუძნებელია --------ი. გადაანგარიშების პროცესში შესწავლილ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სასამართლო სარჩელები), რომლის შედეგად საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადაანგარიშების პროცესში შესწავლილი იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია (სასამართლო სარჩელები), რომლის შედეგად არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების სათანადო საფუძვლები. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ -----ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შემდეგი: -----ს დაეკისროს შპს „------ის“ სასარგებლოდ 1 962 380 აშშ დოლარი. აღნიშნული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შპს „-------მა“ სარჩელში აღნიშნულ კომპანიებს საქონელი მიაწოდა -------ის მითითებით.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად ასევე მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------ის“ (ს/ნ-----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება დებიტორულ დავალიანებად აღრიცხული თანხების მიღებულად მიჩნევას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლას და დარიცხული თანხის შემცირებას. ასევე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას იმ ნაწილში, რომელშიც ეთანხმება დარიცხულ თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №5366 ბრძანებით გადასახადის გადამხდლის საჩივარი №006-673 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის №5366 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 8 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 მაისის №006-186 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304( 21);