გადაწყვეტილება №25024/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25024/2/2025
08 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------ი“ (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ის 7.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25024/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.11.2024 წლის №24071/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2025 წლის №066-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 384 617.20 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 213 469
დღგ - 26 378
საშემოსავლო გადასახადი - 187 091
ჯარიმა - 105 241
საურავი - 65 907.20
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და შემდგომი ექსპლოატაციისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2024 წლის №9630 ბრძანება და №066-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 19.07.2024 წლის №23262/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა და 23.09.2024 წლის №20750 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.11.2024 წლის №24071/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
საბჭოს 22.11.2024 წლის №24071/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2025 წლის №066-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
2025 წლის 4 აპრილს, შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარდგენილი №94937/1/2025 საჩივარი, დავების დეპარტამენტის 7.04.2025 წლის №---------- წერილით, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2025 წლის №----- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 თებერვლის დასკვნას, მის საფუძველზე გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2025 წლის №3247 ბრძანებას და №066-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www rs.ge) საშუალებით, 2025 წლის 25 თებერვალს.
საჩივარი (94937/1/2025) შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ელექტრონულად 2025 წლის 4 აპრილს, რომელიც დავების დეპარტამენტის 7.04.2025 წლის №------ წერილით, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით და საბჭოს ზეპირ განხილვაზე მიუთითებს საჩივრის დანართად წარმოდგენილ, ბ.----------ს სახელზე, თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ 2025 წლის 4 აპრილს გაცემულ ცნობაში (№----, ფორმა №IV-100/ა) დაფიქსირებულ დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ ავადმყოფობის გამო, საჩივარი არადროულად იქნა გამოგზავნილი, რის გამოც ითხოვს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-10 ნაწილით ხელმძღვანელობას და წინამდებარე საჩივრის წარმოებაში მიღებას.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი და არგუმენტი, ვერ დაედება საფუძვლად გასაჩივრების დარღვეული ვადის აღდგენას. მომჩივანი ვერ ადასტურებს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში არსებობდა ისეთი მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას.
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2025 წლის №066-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო ელექტრონულად 2025 წლის 25 თებერვალს, გასაჩივრების ბოლო დღეა 27 მარტი, ხოლო დავების განხილვის საბჭოში, კუთვნილებისამებრ, გამოგზავნილი საჩივარი, სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ელექტრონულად 2025 წლის 4 აპრილს, (საბჭოში რეგისტრაციის თარიღი/ნომერი 7.04.2025 წ. №25024/2/2025), შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2025 წლის №066-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, საბჭო მიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №24071/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის წლის №9630 ბრძანება და №066-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №13703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის №23262/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა და №20750 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №24071/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
საბჭოს №24071/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №066-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარდგენილი №94937/1/2025 საჩივარი, დავების დეპარტამენტის წერილით, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან დარღვეულია აუდიტის დეპარტამენტის №066-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, საბჭო მიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(4); 301( „ე“);