ბრძანება N 21893
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21893
08 ოქტომბერი 2024
ბრძანება
შპს „-------“- (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2024 წლის 16 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ-------) 2024 წლის 16 სექტემბრის №91967/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №001-122 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფულის ნაშთში გამოვლენილ სხვაობას და აღნიშნული ნაშთის დივიდენდად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს გაანგარიშებაში არსებულ ტექნიკურ ხარვეზებზე, რაც იწვევს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების არასწორ განსაზღვრას. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ დაახლოებით 200 ცალი წყვილთვალა შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე, რომელზეც საწარმოს არ აქვს მიღებული ზედნადები და ითხოვს ზემოაღნიშნული საქონლის შეძენის ღირებულება გათვალისწინებულ იქნეს სალაროს ვირტუალური ნაშთის განსაზღვრისას „-------“ სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად. ასევე აცხადებს, რომ საწარმოს მიერ შეძენილ გარკვეულ მომსახურებებზე (ვაგონის დაჭრა, საქონლის დაკომპლექტება, მეორადი წყვილთვალების გარემონტება/დაკომპლექტება და შემდგომი ექსპორტირება) გადახდილი თანხები არ არის გამოქვითული ხარჯებიდან და არ არის გათვალისწინებული განკარგვადი ფულადი სახსრების განსაზღვრისას. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა ვალდებულებების გადაანგარიშება არ განხორციელებულა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6980 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“ (ს/ნ ---------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შპს „---------“ (ს/ნ --------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს შემოწმებით სს „-----------“ შეძენილ ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-272 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6980 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 18 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა ჯარიმა 11 393 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 ივნისის №001-122 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების 2024 წლის 29 მარტის №6980 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის ნაწილში დარიცხული ჯარიმა, სულ 11 393 ლარი.
გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა შორის ზუსტი კავშირი ვერ იდენტიფიცირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის ნაწილში დარიცხული ჯარიმა, სულ 11 393 ლარი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, ფულის ნაშთის დივიდენდად
განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შესწავლილ იქნა სადავო საკითხი, მათ შორის, საწარმოს მიერ შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა შორის ზუსტი კავშირი ვერ იდენტიფიცირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფულის ნაშთში გამოვლენილ სხვაობას და აღნიშნული ნაშთის დივიდენდად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის ნაწილში დარიცხული ჯარიმა.
გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა შორის ზუსტი კავშირი ვერ იდენტიფიცირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21)