გადაწყვეტილება №23587/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.11.2024
№ დოკუმენტი 23587/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23587/2/2024

22 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------) მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 29.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23587/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3367 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2024 წლის №006-197 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17161 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 368 150,79 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 210 682

დღგ - 209 621

საშემოსავლო გადასახადი - 1 061

ჯარიმა - 105 341

საურავი - 52 127,79

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №006-744 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3367 ბრძანებით ბინების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3367 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ სსიპ ------- გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია,------- 4.07.2007 წლის №------- ბრძანებთ შეთანხმებული შენობის არქიტექტურული პროექტი, დამკვეთი ამხანაგობა „-------“, სარგებლობს თუ არა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათებით და აღნიშნული ობიექტი იმყოფება თუ არა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ნუსხაში, რომელთან დაკავშირებითაც ------- 7.03.2024 წლის №------- წერილის თანახმად ირკვევა, რომ ვინიდან ------- 4.07.2007 წლის №------- ბრძანებით -------, ამხანაგობა „-------“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებულია სასტუმროს ტიპის ნაგებობის არქიტექტურული პროექტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტი არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს, შესაბამისად აღნიშნული ობიექტი სამსახურის მიერ არ იქნა შეყვანილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გადასაგზავნ ნუსხაში.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ ------- მიერ ბინის შეძენა განხორციელდა ფიზიკური პირისგან, რომელთან დაკავშირებითაც ხელშეკრულების წარმოდგენა შემოწმების პროცესში არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) მხოლოდ ამ ერთი ხელშეკრულების ნაწილში სხვა დანარჩენ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული შედეგები დარჩა უცვლელი.

აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 2.05.2024 წლის №006-197 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17161 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს გადაანგარიშების დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სსიპ -------, მათი საპასუხო წერილის თანახმად, ვინაიდან ------- 2007 წლის 4 ივლისის ------- ბრძანებით -------, -------, ამხანაგობა „-------“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებულია სასტუმროს ტიპის ნაგებობის არქიტექტურული პროექტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტი არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს. შესაბამისად, აღნიშნული ობიექტი ზემოაღნიშნული სამსახურის მიერ არ იქნა შეყვანილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურში გადასაგზავნ ნუსხაში.

ამასთან, შემოწმების მიერ დღგ-ით დაბეგრილ 3 ბინასთან დაკავშირებით, რომლებიც გადამხდელის განმარტებით საწარმოს მიერ არ არის რეალიზებული, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადაანგარიშების დასკვნაში ასახულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ ------- მიერ ბინის შეძენა განხორციელდა ფიზიკური პირისაგან (აღნიშნულთან დაკავშირებით ხელშეკრულების წარმოდგენა შემოწმების პროცესში არ განხორციელებულა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) მხოლოდ ამ ერთი ხელშეკრულების (ბინის) ნაწილში, სხვა დანარჩენ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული შედეგები დარჩა უცვლელი.

რაც შეეხება, 7.08.2009 წლამდე შექმნილ ამხანაგობებზე საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათების გადამხდელზე გავრცელებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია დავის საგანს წარმოადგენს 2 ეპიზოდი:

1) არასწორად განსაზღვრული რეალიზებული ბინები;

2) 2009 წლის აგვისტომდე შექმნილი ამხანაგობის მიერ რეალიზებული ბინების განთავისუფლება დღგ-ისგან.

შემმოწმებლის მიერ კვლავ არ იქნა შემცირებული ------- და ------- რეალიზებული ბინები, კერძოდ, საჩივარს ერთვის ------- გაფორმებული ხელშეკრულებები ------- და ------- დაკავშირებით, ეს ფიზიკური პირები არიან ------- დაზარალებულები პირები, რომელთაც თანხა შეტანილი აქვთ 2008 წლამდე -------, შესაბამისად ------- მათგან არანაირი თანხა არ მიუღია, ანუ ------- აღნიშნული ბინების რეალიზაცია არ არის.

შემმოწმებლის მიერ რეალიზებულად მიჩნეული ბინები წარმოადგენს 7.08.2009 წლამდე შექმნილი ამხანაგობა „-------“-ის რეალიზაციას, რომლის წევრი არის შპს -------. შესაბამისად საწარმოზე ვრცელდება 7.08.2009 წლამდე შექმნილი ამხანაგობებზე საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათები, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.01.2016 წლის საქმე №------- განჩინების შესაბამისად: საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამხანაგობის წილი არ არის აბსტრაქტული ცნება და შეიძლება გამოხატული იყოს კონკრეტული ქონებით. ბინათმშენებლობის ამხანაგობის საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ეს შეიძლება იყოს გარკვეული ფართი ასაშენებელ უძრავ ქონებაში, სამომავლო ქონება ან უკვე დასრულებული ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი (ბინა, ავტოფარეხი და აშშ) ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ამხანაგობის წევრებმა შეიძლება, განახორციელონ წილების გადანაწილება, მაგრამ ამგვარი განაწილება ვერ მიიჩნევა ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღებად, მანამ, სანამ მიღწეული არ არის ერთობლივი საქმიანობის მიზანი და ამხანაგობა აგრძელებს არსებობას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ამხანაგობიდან წილის გასხვისება შეუძლია მხოლოდ მის წევრს, ხოლო ამხანაგობა, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, ვერ შეძლებს მისი წევრების კუთვნილი წილის გასხვისებას, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამხანაგობაში შენატანები და ამ შენატანების საფუძველზე შეძენილი ქონება წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. ამხანაგობის წევრებს, რომელთაც გააჩნიათ წილობრივი საკუთრება ამხანაგობაში, შეუძლიათ განკარგონ წილი თავისი სახელით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამხანაგობის წილის გასხვისებისას, შემძენი ხდება ამხანაგობის წევრი და ამ წილის ფარგლებში იღებს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე უფლებამოვალეობებს, ამასთან იგი ამხანაგობის მონაწილეა წილის შეძენის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაწევრიანებასთან დაკავშირებით ცალკე დოკუმენტი არ შედგეს. აღნიშნული ასევე დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული ------- სასამართლოს გადაწყვეტილებებით ფ/პ ------- საქმეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე 7.08.2009 წლამდე შექმნილი ამხანაგობის წევრის მიერ მშენებარე ფართის რეალიზაცია, მიუხედავად რეალიზაციის ფორმისა, წარმოადგენს წილის მიწოდებას, რაც წარმოადგენს ფინანსურ ოპერაციას და გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17161 ბრძანება

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების თანახმად:

79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;

ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;

ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;

ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;

გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);

დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;

ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;

ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.

შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის, თუ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტში განთავსებულ უძრავ ქონებაზე, როგორც მშენებარე ობიექტზე, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენზე, ამ ქონების მიწოდებასთან დაკავშირებით ქონების მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება მიიჩნევა უძრავი ქონების მიწოდების ნაწილად, ხოლო მიწოდების დროდ სამშენებლოსამონტაჟო მომსახურების დასრულების მომენტი ჩაითვლება.

80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.

81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3367 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2024 წლის დასკვნის მიხედვით, ------- სამსახურის 7.03.2024 წლის №------- წერილის თანახმად ირკვევა, რომ ვინიდან ------- 4.07.2007 წლის №------- ბრძანებით -------, -------, ამხანაგობა „-------“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებულია სასტუმროს ტიპის ნაგებობის არქიტექტურული პროექტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტი არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს, შესაბამისად აღნიშნული ობიექტი სამსახურის მიერ არ იქნა შეყვანილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გადასაგზავნ ნუსხაში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ ------- მიერ ბინის შეძენა განხორციელდა ფიზიკური პირისგან, რომელთან დაკავშირებითაც ხელშეკრულების წარმოდგენა შემოწმების პროცესში არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) მხოლოდ ამ ერთი ხელშეკრულების ნაწილში სხვა დანარჩენ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული შედეგები დარჩა უცვლელი.

საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოს მიერ გამოთხოვილი და მიღებულია სსიპ ------- შესაბამისი ინფორმაცია, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ობიექტთა ნუსხაში შესაბამისი ობიექტი არ შედის, აღნიშნულ ნაწილში სადავო საკითხი შესწავლილია სრულყოფილად.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3367 ბრძანების აღსრულების შედეგების გასაჩივრების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული მომჩივნის მიერ მითითებულ ორ ფიზიკურ პირზე (------- და -------) რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრის საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

2009 წლის აგვისტომდე შექმნილი ამხანაგობის მიერ რეალიზებული ბინების დღგ-ისგან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3367 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17161 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მიერ მითითებულ ორ ფიზიკურ პირზე (------- და -------) რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრის საკითხის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3367 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3367 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, სარგებლობს თუ არა მომჩივანი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებით და აღნიშნული ობიექტი იმყოფება თუ არა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ნუსხაში, რომელთან დაკავშირებითაც ირკვევა, რომ ობიექტი ობიექტი სამსახურის მიერ არ იქნა შეყვანილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გადასაგზავნ ნუსხაში.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) მხოლოდ ერთი ხელშეკრულების ნაწილში, სხვა დანარჩენ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული შედეგები დარჩა უცვლელი.

აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17161 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3367 ბრძანების აღსრულების შედეგების გასაჩივრების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული მომჩივნის მიერ მითითებულ ორ ფიზიკურ პირზე რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრის საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(79; 80; 81); 304(21)