ბრძანება № 29355

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.11.2023
№ დოკუმენტი 29355
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 29355

27 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 12 სექტემბრის და 20 ოქტომბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №153724/21, №153725/21 და №176769/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აგვისტოს №006-433 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული პირისგან, -----------, შეძენილი შპს „------------“ 100% წილის შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებას და აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხულ მოგების გადასახადს. სადავო საკითხთან დაკავშირებით, წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, მომჩივანის მიერ წარმოდგენილი იქნა შპს „----------- - --------“ შეფასების დასკვნა. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ეჭვქვეშ დააყენა ---------- საშემფასებლო კომპეტენცია. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილია შემფასებელი კომპანიის წერილი, რომელზე დაყრდნობითაც, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შეფასების სტანდარტების მიხედვით, დასკვნის მომზადებისას აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს, რომ ყველა პირი იყოს სერტიფიცირებული. წარმოდგენილ დასკვნაზე ხელს აწერს კომპანიის დირექტორი. ის ფაქტი, რომ დასკვნის მომზადების თარიღისათვის მას არ აქვს მოქმედი სერტიფიკატი, ეჭვქვეშ არ აყენებს მის კომპეტენციას და, შესაბამისად, არც შეფასების დასკვნის მომზადების ხარისხს. რაც შეეხება სერტიფიცირებულ შემფასებელს, არარელევანტურია კომენტარი ამ პირის შესახებ ინფორმაციის კომპანიის ვებ. გვერდზე განთავსება/არ განთავსების შესახებ, ვინაიდან, შეფასების მომენტში მას გააჩნდა -------- სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი სერთიფიკატი და ცხრა წლიანი გამოცდილება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების დასკვნაში აღნიშნული იქნა, რომ შეფასების ანგარიშის მომზადების დროს არ იქნა გამოყენებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტები. ასევე, შეფასების ანგარიში თავისი სტრუქტურით და შინაარსით წარმოადგენს მხოლოდ უძრავი ქონების შეფასების ანგარიშს. არ არის გათვალისწინებული მიმდინარე სესხზე 30 თვის განმავლობაში დასარიცხი

საპროცენტო ხარჯი და გადასახდელი სესხის თანხა. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეფასების ეფექტური თარიღისათვის კომპანია არ ახორციელებდა კომერციულ საქმინობას, შესაბამისად, არ ჰქონდა მატერიალური საოპერაციო შემოსავლები და ხარჯები. ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს აქტივებზე დაფუძნებული შეფასების მეთოდი, რომელიც გამოყენებულია შეფასების პროცესში და რომელიც ყველაზე რეალურად ასახავს გაყიდვის მომენტში კომპანიის წილის ღირებულებას.

გადასახადის გადამხდელის განცხადებით, შემდგომი მოვლენების ანალიზიც ადასტურებს, რომ წილი შეძენილი იყო საბაზრო ღირებულებით. კერძოდ: შპს „----------“, რომელმაც 921 465 ლარად შეიძინა შპს „---------“ 100% წილი, 2021 წლის 24 თებერვალს კუთვნილი წილის 50% გაყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირზე, შპს „----------“, ღირებულებით 524 734 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შპს „--------“ (ყოფილი შპს „-------“) 100% წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა სსიპ „---------- “ დასკვნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანებით შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივრები 2022 წლის 30 დეკემბრის №006-704 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს „---------- - ---------“ შეფასების დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „----------“ (ყოფილი შპს „-----------“) 100% წილის საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 14 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 18 აგვისტოს №006-433 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 26 თებერვალს წარმოდგენილ საჩივარს ახლავს შპს „--------- - -----------“ მიერ 2023 წლის 7 თებერვალს მომზადებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) (ყოფილი შპს „----------“) 100% წილის შეფასების ანგარიში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით საწარმოს 100% წილი შეფასდა 1 570 000 ლარად. შეფასების ანგარიშზე ხელს აწერენ ------------ და -----------.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტის ამოქმედებამდე, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული --------- მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული --------- მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს. ამავე მუხლის მიხედვით ---------- აკრედიტაციას და მონიტორინგს ახორციელებს სსიპ – -----------.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საშემფასებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ, რაიმე სახის დამატებითი მოთხოვნა, გარდა იმ მოთხოვნისა, რომ მათ უნდა გააჩნდეთ შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სერტიფიკაციის ორგანოს სერტიფიკატი, არ არსებობს.

სსიპ ------- მიერ 2021 წლის 6 ივლისს აკრედიტაციის მოწმობა (---------) გაცემულია ა(ა)იპ „----------“ (ს/ნ ----------) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოზე, ხოლო 2021 წლის 15 ივლისს აკრედიტაციის მოწმობა (---------) გაცემულია ა(ა)იპ „---------“ (ს/ნ ----------) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოზე. აკრედიტაციის მოწმობების მიხედვით პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოებს უფლება აქვთ განახორციელონ უძრავი ქონების, მოძრავი ქონების, ბიზნესის და არამატერიალური აქტივების შემფასებელთა სერტიფიცირება.

ა(ა)იპ „----------“ მიერ წარმოდგენილი მონაცემით შპს „ --------------“ შეფასების ანგარიშზე ხელის მომწერ პირზე, ------------, შეფასების ანგარიშის მომზადების თარიღის მდგომარეობით არ ფიქსირდება მოქმედი სერტიფიკატი (----------- გაცემული იყო უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი, რომელსაც ვადა ამოეწურა 2021 წლის 25 ივლისს), ხოლო შეფასების ანგარიშზე ხელის მომწერ მეორე პირზე, ---------, შეფასების ანგარიშის მომზადების თარიღის მდგომარეობით ფიქსირდება მხოლოდ უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატის არსებობა, რომელსაც ვადა ამოეწურა 2023 წლის 1 აპრილს. ა(ა)იპ „----------“ მიერ წარმოდგენილი მონაცემით, ------------- და ---------- მათი ორგანიზაციის მიერ სერტიფიკატების გაცემა არ განხორციელებულა. შპს „------------ “ ვებგვერდის დათვალიერებით დგინდება, რომ ------------ აქვს მხოლოდ უძრავი ქონების შეფასების გამოცდილება, ხოლო ------------- შესახებ მონაცემები აღნიშნულ ვებგვერდზე არ იძებნება.

შპს „--------- - ----------“ მიერ დარღვეულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რადგან შეფასების ანგარიშზე ხელს აწერენ ---------- მიერ არა სერტიფიცირებული შემფასებლები, ამასთან შეფასების ანგარიშის მომზადების დროს არ არის გამოყენებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (---------) სტანდარტები: შსს ----------- ბიზნესი და ბიზნესში მონაწილეობის უფლება (წილი); შსს -------. არამატერიალური აქტივები; შსს---------. არაფინანსური ვალდებულებები; შსს ------------. ფინანსური ინსტრუმენეტები. ასევე შეფასების ანგარიში თავისი სტრუქტურით და შინაარსით წარმოადგენს მხოლოდ უძრავი ქონების შეფასების ანგარიშს (გვ. 13 და გვ. 15). შეფასების ანგარიშში არ არის გათვალისწინებული მიმდინარე სესხზე 30 თვის განმავლობაში დასარიცხი საპროცენტო ხარჯი და გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა 2023 წლის 10 მაისს აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა შპს „---------- “ მიერ შპს „------------“ გაგზავნილი 2023 წლის 27 მარტით დათარიღებული წერილი. წერილში

აღნიშნულია, რომ კომპანიის წილის შეფასება წარმოადგენდა უძრავი ქონების შეფასებას, ხოლო კაპიტალის 100% წილის ღირებულების დათვლა წარმოადგენდა მხოლოდ არითმეტიკულ გაანგარიშებას. საჩივრის განხილვის დროს, 2023 წლის 31 მარტს, აღნიშნული წერილი არ წარედგინა დავების განხილვის საბჭოს.

ბიზნესის ღირებულება მისი ფუნქციონირების შედეგების ობიექტური მაჩვენებელია. ბიზნესის ღირებულების შეფასება ფაქტობრივად ეს არის საწარმოს მიმდინარე მოღვაწეობისა და პერსპექტივების ფინანსური, ორგანიზაციული და ტექნოლოგიური ანალიზი. ბიზნესის შეფასება არის კომპანიის ყველა აქტივის: უძრავი ქონების, მანქანა-დანადგარების და სხვა მოწყობილობების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ინვესტიციების, არამატერიალური აქტივების და ვალდებულებების კომპლექსური შეფასება. გარდა ამისა ცალკე შეფასების საგანია წარსული, მიმდინარე და მომავალი შემოსავლები, კომპანიის ეფექტურობა, განვითარების პერსპექტივა და კონკურენტული გარემო ბაზარზე. ასევე, ხორციელდება ამ კომპანიის შედარება სხვა ანალოგიური საქმიანობის კომპანიებთან. ასეთი ანალიზის საფუძველზე კომპანია ფასდება, როგორც მოგების მოტანის შესაძლებლობის მქონე ქონებრივი კომპლექსი. ბიზნესის შეფასების ანგარიშში ასახული უნდა იყოს საწარმოს ისტორიული ფინანსური ინფორმაციის და საქმიანობის შედეგების ანალიზი, ფინანსური მაჩვენებლები, მენეჯმენტის სამომავლო გეგმების ანალიზი, SWOT ანალიზი, მაკროეკონომიკური და გარემოს ანალიზი, დარგის ანალიზი, დარგის სტრუქტურა და სიცოცხლის ციკლის ანალიზი, კონკურენციის სტრატეგიები და ანალიზი, შესაფასებელი საწარმოს ანალიზი, დოკუმენტების შესახებ მონაცემები (წესდება, ხელშეკრულებები და ა.შ.), საწარმოს შემოსავლების და ხარჯების სტრუქტურა, ისტორიული და პროგნოზირებული ფინანსური დოკუმენტების კორექტირება.

ვინაიდან, აუქციონზე (განაცხადის №----------) უძრავი ქონების (საკადასტრო კოდები - -----------) შესყიდვის თარიღიდან (07.07.2020) შპს „------------“ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღამდე (30.07.2020) პერიოდში არსებითად ვერ შეიცვლებოდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, შპს „------------“ მიერ აუქციონზე შესყიდული ძირითადი საშუალებების ღირებულება 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შესაბამისობაშია აუქციონზე დაფიქსირებულ საწყის საპრივატიზაციო ფასთან, რომელიც განსაზღვრულ იქნა სსიპ „-----------“ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. სსიპ „--------------“ ექსპერტიზის დასკვნით უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეფასებულია 4 109 398 ლარად. ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს „-------------- - -----------“ მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშზე დაყრდნობით, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, შპს „----------“ შეფასების დასკვნა, არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ, ვინაიდან, აუქციონზე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდები - ---------) შესყიდვის თარიღიდან (07.07.2020) შპს „------------“ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღამდე (30.07.2020) პერიოდში არსებითად ვერ შეიცვლებოდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, შპს „-----------“ მიერ აუქციონზე შესყიდული ძირითადი საშუალებების პირვანდელი ღირებულება 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შესაბამისობაშია აუქციონზე დაფიქსირებულ საწყის საპრივატიზაციო ფასთან, რომელიც განსაზღვრულ იქნა სსიპ „---------------“ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულების სახით დამატებით წარმოდგენილ სსიპ „---------“ დასკვნასთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია:

ექსპერტებმა შპს „----------------“ 100% წილის საბაზრო ღირებულება შეაფასეს სამი განსხვავებული მიდგომით: აქტივებზე დაფუძნებული მიდგომა, შემოსავლის მიდგომა, საბაზრო მიდგომა.

შპს „------------“ მიერ ბიუროში წარდგენილი შპს „-“ ფინანსური მდგომარეობ------------ის ანგარიშგება განსხვავდება შპს „კ-“ კონსოლი------------დირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული შპს „-------------“ მონაცემებისგან (საჯაროდ გამოქვეყნებული აუდირებული მონაცემი). კერძოდ, ბიუროში წარდგენილი მონაცემით აქტივების ღირებულება შეადგენს 4 337 664 ლარს, ხოლო კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებით 4 344 244 ლარს.

შპს „------------“ მიერ ბიუროში წარდგენილია შპს „---------------- - --------------“ მიერ 2023 წლის 18 სექტემბერს მომზადებული შპს „------------“ უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით) 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შეფასების ანგარიში, რომლის მიხედვით უძრავი ქონება შეფასებულია 5 578 782 ლარად (1 813 000 აშშ დოლარი). ბიურო დაეყრდნო შპს „-------------- - --------------“ ანგარიშს, როდესაც თავად ჰქონდა აღნიშნული უძრავი ქონება შეფასებული 4 109 398 ლარად. შედეგად, შპს „----------- - ----------------“ შეფასების ანგარიშზე დაყრდნობით ბიურომ აქტივებზე დაფუძნებული მიდგომით შპს „-----------“ 100% წილის საბაზრო ღირებულება შეაფასა 1 553 624 ლარის ოდენობით (504 899 აშშ დოლარი).

შემოსავლის მიდგომით წილის ღირებულების დადგენის დროს ბიურომ იხელმძღვანელა შპს „--------“ მიერ ბიუროში წარდგენილი შპს „----------“ 2021- 2027 წლების საპროგნოზო მონაცემებით და შპს „---------“ 100% წილის საბაზრო ღირებულება შეაფასა 4 763 489 ლარის ოდენობით (1 548 045 აშშ დოლარი). უცნობია, შპს „----------“ მიერ ბიუროში წარდგენილი პროგნოზის შესახებ.

საბაზრო მიდგომით წილის ღირებულების დადგენის დროს ბიურომ იხელმძღვანელა 2020 წლის 30 ივლისს შპს „---------“ 100% წილის და 2021 წლის 24 თებერვალს შპს „-----------“ 50% წილის რეალიზაციის ხელშეკრულებებით და 100% წილის საბაზრო ღირებულება შეაფასა 948 054 ლარის ოდენობით (308 100 აშშ დოლარი), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებებში ასახული თანხების საშუალო ღირებულებას. ასევე, ექსპერტი დაეყრდნო შპს „---------“ მიერ ბიუროში წარდგენილ 2021 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით შპს „------------“ ფინანსური მდგომარეობის შესახებ მონაცემებს, რომლებიც, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მსგავსია 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით არსებული ფნანსური მდგომარეობის. 2021 წლის 24 თებერვალს შპს „----------------“ 50% წილის რეალიზაციის მომენტში უცნობია აქტივების და ვალდებულებების ღირებულებებში (სტრუქტურაში) განხორციელებული ცვლილები, შესაბამისად, შპს „-----------“ მიერ გადახდილი თანხის მიხედვით ცალსახად არ დგინდება 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „-------------“ წმინდა აქტივების ღირებულება. შპს „-----------“ საგადასახადო დოკუმენტებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 ივლისიდან 2021 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით ავანსის სახით გადახდილია 240 470 ლარი, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციის საბოლოო ღირებულება განსაზღვრულია 639 955 ლარის ოდენობით. ასევე, მიმდინარე სესხზე დარიცხული საპროცენტო ვალდებულება 2021 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით შეადგენდა 232 969 ლარს (70 237 აშშ დოლარი), ხოლო სასესხო ვალდებულება უცხოური ვალუტის არსებული გაცვლითი კურსის გათვალისწინებით 4 148 145 ლარის ნაცვლად შეადგენდა 4 477 815 ლარს. ექსპერტს შესადარებლად უნდა ეხელმძღვანელა სხვა არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგებებით.

ბიზნესის ღირებულება მისი ფუნქციონირების შედეგების ობიექტური მაჩვენებელია. ბიზნესის ღირებულების შეფასება ფაქტობრივად ეს არის საწარმოს მიმდინარე მოღვაწეობისა და პერსპექტივების ფინანსური, ორგანიზაციული და ტექნოლოგიური ანალიზი. ბიზნესის შეფასება არის კომპანიის ყველა აქტივის: უძრავი ქონების, მანქანა-დანადგარების და სხვა მოწყობილობების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ინვესტიციების, არამატერიალური აქტივების და ვალდებულებების კომპლექსური შეფასება. გარდა ამისა, ცალკე შეფასების საგანია წარსული, მიმდინარე და მომავალი შემოსავლები, კომპანიის ეფექტურობა, განვითარების პერსპექტივა და კონკურენტული გარემო ბაზარზე. ასევე, ხორციელდება ამ კომპანიის შედარება სხვა ანალოგიური საქმიანობის კომპანიებთან. ასეთი ანალიზის საფუძველზე კომპანია ფასდება, როგორც მოგების მოტანის შესაძლებლობის მქონე ქონებრივი კომპლექსი. ბიზნესის შეფასების ანგარიშში ასახული უნდა იყოს საწარმოს ისტორიული ფინანსური ინფორმაციის და საქმიანობის შედეგების ანალიზი, ფინანსური მაჩვენებლები, მენეჯმენტის სამომავლო გეგმების ანალიზი, --------- ანალიზი, მაკროეკონომიკური და გარემოს ანალიზი, დარგის ანალიზი, დარგის სტრუქტურა და სიცოცხლის ციკლის ანალიზი, კონკურენციის სტრატეგიები და ანალიზი, შესაფასებელი საწარმოს ანალიზი, დოკუმენტების შესახებ მონაცემები (წესდება, ხელშეკრულებები და ა.შ.), საწარმოს შემოსავლების და ხარჯების სტრუქტურა, ისტორიული და პროგნოზირებული ფინანსური დოკუმენტების კორექტირება. სსიპ „--------------“ დასკვნა არ არის სრულყოფილი და არ არის ასახული ზემოთჩამოთვლილი მონაცემები.

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის არგუმენტს, სადავო წილის არაურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცისათან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 24 თებერვალს შპს „------------“ 50% წილის რეალიზაციის მომენტში უცნობია შპს „------------“ აქტივების და ვალდებულებების ღირებულებებში განხორციელებული ცვლილები, შესაბამისად შპს „------------“ მიერ გადახდილი თანხის მიხედვით ცალსახად არ დგინდება 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „------------“ წმინდა აქტივების ღირებულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დასტურდება, რომ მომჩივანმა რომელმაც 921 465 ლარად შეიძინა სხვა შპს -ს 100% წილი, 2021 წლის 24 თებერვალს კუთვნილი წილის 50% გაყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირზე, ღირებულებით 524 734 ლარი. საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად, ურთიერთდამოკიდებული პირისგან, შეძენილი 100% წილი შემოწმებით განისაზღვრა საბაზრო ღირებულებით და აღნიშნული დაიბეგრა მოგების გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302 (6);304(21)